„პანორამა თბილისი“  პირველ სტუმარს  2021 წელს მიიღებს

„პანორამა თბილისი“ პირველ სტუმარს 2021 წელს მიიღებს

access_time2020-06-18 18:00:55

„პანორამა თბილისის“ სამშენებლო პროცესი დაგეგმილ ვადაში დასრულდება. პანდემიის გამო რამდენიმე კვირით გაჩერებული მშენებლობის მიუხედავად, პროექტის ერთ-ერთი ნაწილი  სასტუმრო Luxury Collection-ი,  რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, 2021 წელს დასრულდება.  სოლოლაკის მაღლობზე მდებარე  სასტუმრო და საკონვენციო ცენტრი  Autograph Collection-ი  და ერეკლეს მოედანზე განთავსებული  სასტუმრო და საოფისე შენობა კი 2023 წელს.

 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები და კითხვით თანაინვესიტრების ფონდს  მიმართა,სადაც განგვიცხადეს, რომ სამივე პროექტზე  სამუშაო პროცესი  შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

 

„თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის Luxury Collection-ის  სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სასტუმროში იქნება ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები,A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა,ფიტნეს ცენტრი და საცურაო  აუზი. სასტუმრო თავისუფლების მოედანთან, საბაგირო გზით დაუკავშირდება სასტუმრო სოლოლაკს,შემდეგ კი    თაბორის სასტუმროსა და გოლფ კლუბს . კომპლექსს ასევე ექნება მიწისქვეშ ა ავტოსადგომი.პროექტის საინვესტიციო მოცულობა 106 მლნ აშშ დოლარია და მისი დასრულება 2021 წელს იგეგმება“,-განაცხადეს „თანაინვესტირების  ფონდში“.

 


 

 პროექტ  „პანორამა თბილსის“   მეორე ნაწილი  სოლოლაკის მაღლობზე  მდებარე სასტუმრო და საკონვენციო ცენტრი Autograph Collection, რომელიც 3000 ადამიანზეა გათვლილი პირველ სტუმარს 2023 წელს მიიღებს.


„Autograph Collection-ი, რომლის მშენებლობა სოლოლაკის ქედზე მიმდინარეობს, მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ის 190 ნომრისგან შედგება და 3000 ადამიანზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში MICE ტურიზმის განვითარება,რომელიც ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ, ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში.პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 112 მლნ აშშ დ ოლარია და მისი მშენებლობა 2023 წელს დასრულება.“- აღნიშნეს ფონდში.

 

 „პანორამა თბილსის“ მესამე ნაწილი,  ერეკლეს მოედანზე  სასტუმრო და საოფისე შენობაა,რომლის  განხორციელება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში იგეგმება. 5,000 კვ.მ მდებარე  საოფისე შენობა  და 150 ნომრიანი სასტუმროს  საინვესტიციო ღირებულება  36 მლნ.  აშშ დოლარია. დასრულების დრო კი 2023 წელი.

 

 შეგახსენებთ, რომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მას თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება $360 მლნ-ს შეადგენს და 3 ნაწილისგან შედგება.


ნათია ლომიძე 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up