„პანორამა“ - ახალი საინვესტიციო კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე, ქონების მართვის დისტანციური შესაძლებლობებით

„პანორამა“ - ახალი საინვესტიციო კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე, ქონების მართვის დისტანციური შესაძლებლობებით

access_time2021-09-27 09:55:43

ცხოვრებაში ყველას ესაჭიროება სათადარიგო გეგმა B, რაც პანდემიამ აშკარად დაგვანახა. ინვესტირება უძრავ ქონებაში ინვესტიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, რომელიც, როგორც დრო გვიჩვენებს, არ უფასურდება, ხოლო მისი გონივრულად შერჩევის შემთხვევაში შეიძლება შემოსავლის მუდმივი წყაროც გახდეს.



TOWER GROUP სამშენებლო სფეროში 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა. მისი მიმდინარე პოროექტები გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული დეტალებით.



TOWER GROUP-ის ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია „პანორამა“.






როგორ შეცვალა უძრავი ქონების ბაზარი პანდემიამ და რა გამოწვევებს ხვდებიან დეველოპერები



პირველ რიგში აშკარა გახდა შემოსავლის ალტერნატიული სათადარიგო წყაროს არსებობის აუცილებლობა. უძრავი ქონება კი ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, ამდენად უძრავი ქონების ბაზარი თავის აქტუალობას არ კარგავს. მეორე მხრივ, გადაადგილებაზე შეზღუდვამ ნათლად დაგვანახა ინვესტორის მოთხოვნა დისტანციურად შეეძლოს თავისი ქონების მართვა, განკარგვა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ კომპლექსი აღგვეჭურვა „ჭკვიანი სახლის“ სისტემით.






რას გულისხმობს „ჭკვიანი სახლის“ სისტემა“ თითოეული აპარტამენტი აღიჭურვება სისტემით, რითაც მომხმარებელი შეძლებს დისტანციურად გააქირავოს აპარტამენტი, აკონტროლოს აპარტამენტში სხვადასხვა ტექნიკის მუშაობა, ტემპერატურა და სხვა დეტალები. ფაქტიურად მომხმარებელს შეუძლია საკუთარი უძრავი ქონების მართვა და მონიტორინგი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.



რატომ ქვია პროექტს „პანორამა“




სახელი „პანორამა“ - პირდაპირ ასახავს ჩვენი პროექტის მთავარ უპირატესობას - პანორამულ ხედებს ყველა ნომრიდან, სიმაღლისა და მდებარეობის მიუხედავად. შენობის არქიტექტურა და მისი მომრგვალებული ფორმა ქმნის ისეთ განლაგებას, რომ ბათუმზე პანორამული ხედი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ნომრიდან.



მეორე მთავარი უპირატესობა ჩვენი ლოკაციაა - კომპლექსი მდებარეობს ბათუმის შესასვლელში, ზღვის პირას, ოპერასა და ე.წ. „ ბათუმი ცენტრალს“ შორის, სადაც 2022 წლის ბოლოს გაიხსნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ Holiday Inn Express”-ი.



ოპერა, სასტუმროები, საფეხმავლო ხიდი, კეთილმოწყობილი სანაპირო, ზღვაში შეჭრილი რესტორნებითა და პირსით - ჩვენ სრულიად ახალ უბანს ვქმნით ბათუმის შესასვლელში, საიდანაც ბათუმზე საუკეთესო ხედები იშლება.





ვინაიდან ჩვენი კლიენტების გარკვეული ნაწილი ბათუმში არ ცხოვრობს, მათი კომფორტისათვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით გაწყობილ აპარტამენტებს. წინასწარ ჩატარებულმა ბაზრის კვლევებმა გვიჩვენა, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ბინის დასრულებას ან ავეჯით გაწყობას, ან სულაც დრო არა აქვს მისი გაქირავების ორგანიზებისათვის. სწორედ ამიტომ შევქმენით სისტემა „კონსიერჟი“, რომელიც მომხმარებელს მოემსახურება უწყვეტ რეჟიმში ბინის ყიდვიდან მის გაქირავებამდე.



ვისთვისაა განკუთვნილი კომპლექსი



კომპლექსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს ინვესტიცია ჩადოს უძრავ ქონებაში და მომავალში შეიქმნას შემოსავლის მუდმივი წყარო. რეალურად ჩვენი პროექტები საინვესტიციო პროეტქების ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს უძრავი ქონება არ უფასურდება, მშენებლობის დასრულების შედეგ კი მისი ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. დღეს, სანამ მშენებლობის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, ჩვენს კლიენტებს აქვთ შანსი შეიძინონ უძრავი ქონება საწყის მიზერულ ფასად.






მოკლედ კომპლექსის შესახებ



„პანორამა“ ეს არის 40 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი შავი ზღვისპირა ზოლში, კომპლექსი დიდი საფეხმავლო ხიდით უკავშირდება ზღვაში შეჭრილ 3 დონიან პირსს რესტორნებითა და ბარებით.



აქ ყველაფერია დასვებენის, გართობისა და საქმიანი შეხვედრებისთვის


5 ვარსკვლავიანი სასტუმრო


აპარტამენტები თანამედროვე დიზაინით


პროექტი ბარდება დასრულებული რემონტით, ტექნიკითა და ავეჯით


ყველა აპარტამენტი აღჭურვილია „ჭკვიანი სახლის“ სისტემით


ბიზნეს ლაუნჯი, ღია აუზი, სპა და ფიტნესი, რესტორნები და ბარები მათ შორის სქაი ბარი- მე 40 სართულზე, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი, კაზინო და სხვა გასართობი ცენტრები, კომერციული სივრცეები - ტურისტულად მიმზიდველ გარემოს შემქნის.


კომპანია რომელიც სათავეში უდგას მშენებლობას



TOWER GROUP სამშენებლო სფეროში 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „გზა“-ს შვილობილი კომპანიაა
კომპანია გზა - წარმატებით და მაქსიმალურად სწრაფად ახორციელებს ყველა სახის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად შპს გზა-მ არაერთ ძვირადღირებულ პროექტს შეასხა ხორცი.
შპს. “გზა”-ს აქვს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი პარკი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. ის არის ლიდერი ასფალტისა და ბეტონის წარმოებაში.



ჩვენს მიერ შესრულებულია არაერთი სამშენებლო პროექტი, სადაც დღეს განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის ყველაზე მასშტაბურია:



ბათუმი ცენტრალი - სარკინიგზო კომპლექსი, რომელშიც 2022 წელს განთავსდება საერთაშორისო სასტუმრო ჰოლიდეი ინ ექსპრესი
სასტუმრო კომპლექსი „შატო კვირიკე“ - 6 ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსი სასტუმროებით, მარნით, რესტორნებით, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებით, ბარებითა და აუზით, იშვიათი რეკრეაციული გარემოთი
სასტუმრო კომპლექსი „კვირიკე ჰილს“ - სამთო სასტუმრო კომპლექსი შემდგარი 20 კოტეჯისაგან, სრული ინფრასტრუქტურით, მომავალში ერთ-ერთ პოპულარულ სამთო კურორტად ჩამოყალიბების პერსპექტივით
ჩვენს კომპანიას ეკუთვნის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი სასაზღვრო ზონაში სატვირთო მანქანების ავტოპარკების მოწყობის და მათი სრული სერვისის მიმართულებით - ავტოპარკი ორგანიზებული ინფრასტრუქტურით.
ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებულ პროექტებს შორისაა „სახლი ძველ ბათუმში“, რომელიც ძველი ბათუმის არქიტექტურის სტილისტიკას იმეორებს



(R)


თეგები:
პანორამა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up