პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

access_time2019-01-21 16:00:10

პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე იკავებდნენ სივრცეში ადგილს. ფონდში კონკრეტული პირების ვინაობას ვერ ასახელებენ. 

 

შეგახსენებთ, რომ „პანორამა თბილისი“ ოთხ მიმართულებას აერთიანებს: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორის მოედანი.

 

პანორამა თბილისისმშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მას თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 360 ილიონ დოლარს შეადგენს.



თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას სასტუმრო Autograph collection დასრულების ეტაპზეა. მისი საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარს უდრის. სასტუმროს 220 ლუქს კლასის ნომერი ექნება.


 

ასევე ცნობილია ისიც, რომ პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში, 2019 წლის ბოლოს თბილისში საბაგირო აშენდება და მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

 

ეკოლოგიურად სუფთა, სატრანსპორტო საშუალება სათავეს აიღებს თავისუფლების მოედანთან მდებარე უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“-ის სასტუმროდან, რომელიც შემდგომ უკვე დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის მასშტაბურ პროექტს და ბოლოს თაბორის ქედზე არსებულ სასტუმროსა და გოლფ კლუბს.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up