პანკრეასის ბიოფსია ულტრაბგერითი მეთოდით - ახალი სერვისი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

პანკრეასის ბიოფსია ულტრაბგერითი მეთოდით - ახალი სერვისი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

access_time2022-10-25 11:50:12

მინიინვაზიური ოპერაციული ჩარევები, მანიპულაციები და დიაგნოსტიკური მეთოდები (მათ შორის - ამბულატორიულად) თანამედროვე მედიცინის ის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც ქირურგიაში სრული რევოლუცია მოახდინა და სულ უფრო ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ონკოლოგიური და ზოგადქირურგიული მიმართულებებით. მისი უპირატესობა რისკ-ფაქტორების შემცირებაში, გამარტივებულ პოსტოპერაციულ პერიოდსა და სწრაფ რეაბილიტაციაში მდგომარეობს.


მსოფლიოში მინიინვაზიური ჩარევების პრინციპმა ზოგად და ონკოლოგიურ ქირურგიაში გარდატეხა შეიტანა და მათ შორის - სადიაგნოსტიკო მიმართულებით. აღსანიშნავია მუცლის და გულმკერდის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა (EUS). მეთოდით შესაძლებელია მიზანმიმართული ბიოფსიისა და, საჭიროების შემთხვევაში, დრენირების წარმოებაც გაცილებით მაღალი სიზუსტით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკებს.


მინიინვაზიური ქირურგიული ჩარევები და მანიპულაციები უკვე წლებია, წარამტებით ხორციელდება ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც ამჟამად კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა. მუცლის და გულმკერდის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა (EUS) - აპარატით (OLYMPUS EU-1), რომელიც ერთ-ერთი მოწინავე და აღიარებულია დასავლეთში. კვლევებს ახორციელებს ზოგადი ქირურგი და ენდოსკოპისტი ირაკლი პირველაშვილი, რომელმაც ამ მიმართულებით სწავლების კურსი ჟენევაში გაიარა და აღნიშნული მეთოდით დიაგნოსტიკა/მკურნალობა საქართველოშიც დაიწყო.



სწორედ ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში OLYMPUS-ის ულტრაბგერითი ენდოსკოპიის აპარატით ჩატარდა პანკრეასის თავის სიმსივნური წარმონქმნის დამიზნებითი ბიოფსია ნემსით – შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევის მიზნით (მაღალი ეფექტურობით).


გარდა ზემოთ აღნიშნული უპირატესობისა, აღნიშნული სერვისის დანერგვა იძლევა დამატებით შესაძლებლობას, პაციენტებმა მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება დასავლური გამოცდილების მქონე ექიმებისგან მიიღონ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up