პანკისის ხეობის მოსახლეობამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა

პანკისის ხეობის მოსახლეობამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა

access_time2019-05-10 17:39:35

პანკისის ხეობის მოსახლეობამ სოფელ დუისში გამართულ შეხვედრაზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.


ადგილობრივები სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს უნდობლობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მაჩალიკაშვილისთვის ტერორიზმის ბრალდების წაყენება მისი ოჯახის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაციაა.


ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პანკისთან დაკავშირებული ძალადობრივი პოლიტიკა და ტერორიზმთან ხეობის დაკავშირება შეწყვიტონ.


„პანკისის სახალხო კრება პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით ვადასტურებთ ერთსულოვან მხარდაჭერას მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანი მოთხოვნის მიმართ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროულად მიიღწეს სამართლიანი მართლმსაჯულება და დაისაჯოს დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები.


თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხის გამოძიება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პანკისის ხეობის თითოეული მკვიდრისთვის და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით გამოძიების დასრულებას და ჩვენს კითხვებზე პასუხს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, მიუხედავად საკითხის მაღალი აქტუალობისა, ხეობის მოსახლეობა სიფრთხილით ეკიდებოდა თემის პოლიტიზირების რისკებს და თავს იკავებდა რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობისგან.



თუმცა, ეს გარემოება არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანობისთვის ბრძოლის პროცესის მხარდაჭერის დასუსტება.


უკვე წელიწადნახევარია ჩვენ თვალს ვადევნებთ შვილმოკლული მამის სამართლებრივ ბრძოლას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დასაწყისშივე პირადი შურისძიების გზას არჩია მართლმსაჯულების აღსრულება. თუ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა, პასუხისმგებლობას ვანიჭებთ ხელისუფლებას.


ნაცვლად იმისა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ბრძოლა იყოს მხარდაჭერილი და საკითხი დროულად გამოძიებული, ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის არ აღიარების პოლიტიკას, მიზანმიმართული პროვოცირების და მალხაზ მაჩალიკაშვილის სულიერი მდგომარეობით მანიპულაციის მცდელობებს.


თემირლანის საქმე ჩვენთვის არა მხოლოდ უსამართლო მართლმსაჯულების მაგალითია, არამედ პანკისელების კანონის და სასამართლოს გარეშე ტერორისტებად გამოცხადების პრაქტიკის გაგრძელებაა. ჩვენთვის ნიშანდობლივია სუს-ის განცხადებაში მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერის კვალიფიკაცია, როგორც ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა. რადგან ამ ფარულ ჩანაწერებში იკვეთება შვილის მკვლელობით სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც საუბრობს შურისძიებაზე და არა რაიმე მიზნის მიღწევაზე საზოგადოების დატერორების გზით. შესაბამისად, ტერორიზმის კვალიფიკაცია აღიქმება, როგორც კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ პანკისის მოსახლეობა კვლავ მოინიშნოს საფრთხედ და ტერორიზმთან კავშირში ხეობის ასოცირებით მოხდეს დასჯასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული პოლიტიკის გაგრძელება პანკისის ხეობის მიმართ.


ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ სამართლიანობაზე დაფუძნებულ მშვიდობას. ჩვენი ხეობა დაიღალა ამდენი უსამართლობისგან და პოლიტიკური სპეკულირებისგან. ჩვენი ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ სათანადოდ გაიზიაროს ჩვენი წუხილები. გაიაზროს, რომ ვახა მაჩალიკაშვილის ამგვარი მდგომარეობის შექმნაზე პასუხისმგებლობა სწორედ მის უწყებებს ეკისრებათ და შეწყვიტოს მისი დევნის და ღირსების აყრის პრაქტიკა.


ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს პანკისის თემით მანიპულაციის მცდელობები და უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე პირების დროული და სამართლიანი დასჯა“, - ნათქვამია სახალხო კრების განცხადებაში.


ხეობელები მაჩალიკაშვილის დაკავების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტთან კარავში აქცია მათ გააგრძელონ.


თეგები:
პანკისი



„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს
access_time2019-11-20 10:00:10
„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ამას ხალხი ვერ გრძნობს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი  ბიზნესსაც აქვს და მთავრობასაც. 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევად რჩება  ის, რომ ეკონომიკის წინსვლა ვერ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე“- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა „კომერსანტთან“ IRI-ს კვლევის შედეგები მიმოიხილა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ...

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...


მსგავსი სიახლეები

up