პანკისი, როგორც დამალული მარგალიტი -  საოჯახო სასტუმრო, რომელიც მთელი წლის მანძილზე საერთაშორისო დამსვენებლებს მასპინძლობს

პანკისი, როგორც დამალული მარგალიტი - საოჯახო სასტუმრო, რომელიც მთელი წლის მანძილზე საერთაშორისო დამსვენებლებს მასპინძლობს

access_time2020-06-25 11:30:09

პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში, სადაც 200 კომლი ცხოვრობს 15 სტუმარზე გათვლილი „ნაზის საოჯახო სასტუმრო“, ან როგორც მას საერთაშორისო დამსვენებლები იცნობენ - Nazy’s Guest House-ი ყოველწლიურად უცხოელი ტურისტებით გადატვირთულია. როგორც სასტუმროს მეპატრონე ნაზი დაქიშვილი „კომერსანტთან“ ინტერვიუში აცხადებს, ხეობის ტურისტული პოტენციალი უცხოელებისთვის მიმზიდველია, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ხეობის პოპულარიზაციით შეიძლება საქართველოს ახალი „დამალული ტურისტული მარგალიტი“ შეემატოს.


ნაზის საოჯახო სასტუმრო, რომელიც 2013 წელს დაარსდა, როგორც საქმიანი ტურიზმისთვის, ასევე სათავგადასავლო და დასვენების მოყვარულებისთვის სივრცეებსა და სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს სტუმრებს, თუმცა პანდემიის გამო 4 თვეა უცხოელი სტუმარი საოჯახო სასტუმროს არ ჰყოლია.


 „ძირითადად უცხოელი დამსვენებლები გვყავს,  ადგილობრივები ნაკლებად მოდიან ჩვენთან.  მაგრამ, პანდემიის გამო, უკვე რამდენიმე თვეა შეჩერებულები ვართ. შიდა ტურიზმის კუთხით დავიწყეთ მასტერკლასების და გასტრონომიული ტურების შეთავაზება ადგილობრივებისთვის,  როგორებიცაა ჩეჩნური სამზარეული, ფშავური, სვანური, თუშური კერძები, ჩვენ ვცდილობთ ამ მხარის უნიკალურობა ყველას გავაცნოთ.  


წინა წლებში სასტუმრო მთლიანად დატვირთული იყო, ერთი დღეც კი არ ყოფილა ტურისტის გარეშე.  პანდემიის შემდეგ, 17 ივნისს გავიხსენით, ვუმასპინძლეთ ქართველების ერთ ჯგუფს. რაც შეეხება სამომავლო ჯავშნებს, სექტემბრამდე უცხოელი ტურისტი არ გეგმავს ჩვენთან სტუმრობას, თუმცა იმედი აქვთ რომ საქართველოში მალე იმოგზაურებენ,“ განმარტავს ნაზი დაქიშვილი. 


რა პოტენციალი აქვს პანკისის ხეობას ტურისტული მიმართულებით? ხდება თუ არა ამ ადგილის საკმარისად პოპულარიზება და რით განსხვავდება სხვა ტურისტული მიმართულებებისგან, რაც საქართველოში ასეთი აქტუალურია? ნაზი დაქიშვილი მიიჩნევს, რომ პანკისი,  საჭიროებს როგორც ინფრასტრუქტულად ხელშეწყობას, ასევე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას, ამჟამად კი უცხოელების ინტერესი თავად სასტუმროს აქტიურობითაა მიღწეული.



ბაწარას ნაკრძალი, უძველესი სათვალთვალო კოშკები, ეკლესიები, წმინდა ადგილები, უთხოვარის ტყე - პანკისის ხეობაში ამ ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისა და ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყაროს შენარჩუნებისთვის ნაზი დაქიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა საინფორმაციო დაფების განთავსება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.


„პანკისი არის დამალული მარგალიტი, რომელსაც აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კარგი იქნებოდა, რადგან ადგილზე არ გვაქვს საინფორმაციო ცენტრი, მეტი მარკეტინგული ღონისძიებები რომ ჩატარდეს და ყველა გაეცნოს პანკისის განსხვავებულ კულტურასა და ტრადიციებს, ეს ხელს შეუწყობდა ტურიზმის განვითარებას.


საქართველოში ბევრი კომპანია დაზეპირებულ მარშუტებს სთავაზობს მომხმარებელს , ტურისტები კი ეძებენ გგანსხვავებულს, რაც აქამდე არ უნახავთ და ამბობენ, რომ პანკისი მათთვის არის უცხო სამყარო. სამწუხაროდ დღემდე არ არის მოხსნილი სტერეოტიპები ადგილობრივებში, და   დღემდე ფიქრობენ, რომ პანკისში ჩამოსვლა არ არის უსაფრთხო. ეს ერთერთი ყველაზე უსაფრთხო რეგიონია. ქისტური თემი არის შეკრული, როგორც საერთო ოჯახი და როცა ტურისტი ჩამოდის მისი მიღება ხდება როგორც ქისტების სტუმრის და არა რომელიმე კონკრეტული სასტუმროს. ეს ფაქტორი ძალიან ძლიერია, ამის ჩვენება გვინდა ყველასთვის.


მნიშვნელოვანი ფაქტი, ამ ხეობის პოტენციალზე არის ბაწარას ეროვნული ნაკრძალი, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი უთხოვარის ფართო ტყით. მხოლოდ ამისთვისაც კი ჩამოდიან საქართველოში.  თუმცა, აქ არ არის მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტურისტების დაშვება შეზღუდულია - ამის მოგვარება არა მარტო ხეობის ეკონომიკურ სტაბილურობას, არამედ საქართველოს ტურისტულ იმიჯს შეუწყობდა ხელს. აქვე არის მეცხრე საუკუნის ძველი სათვალთვლო კოშკი , ეკლესიები, წმინდა ადგილები, კარგი იქნებოდა ამათი ტურისტულად კარგად შეფუთვა,  საინფორმაციო დაფების განთავსება.


ტურიზმი და საოჯახო სასტუმროები ბევრი ოჯახისთვის ერთერთი შემოსავლის წყაროა. სხვა განვითარების ალტერნატივა არ არის ხეობაში,“- აღნიშნავს სასტუმროს მეპატრონე.


ხეობაში ხელმისაწვდომი აქტივობები გათვლილია როგორც აქტიური ასევე მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის. როგორც სასტუმროს მეპატრონე განმარტავს. კვებისა და ღამის თევის გარდა დამსვენებელს შეუძლია ისარგებლოს საცხენოსნო ტურებით,  კულტურულ ტურებით, გასტრონომიული ტურებით,  კულინარიის მასტერკლასებით, ველოტურებით, სამთო და საფეხმავლო ტურებით. სასტუმროში არის 35 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა საქმიანი შეხვედრები ტარდება.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up