„პანიკური ფონი, შემცირებული შემოდინებები, არასაკმარისი ინტერვენციები“ - ექსპერტები ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების მიზეზებზე

„პანიკური ფონი, შემცირებული შემოდინებები, არასაკმარისი ინტერვენციები“ - ექსპერტები ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების მიზეზებზე

access_time2020-03-25 17:00:53

კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ლარის კურსზე აისახა. მაშინ როდესაც Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამეზობლოში ვალუტის კურსები დოლართან მიმართებაში ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება, ლარის კურსი 2.79-იანი ნიშნულიდან 3.50-მდე ავიდა.


ბოლო კვირის მონაცემებით, საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორის ყველაზე მეტად სომხური დრამი გაუფასურდა (1.2%), რაც ლარის გაუფასურების ტემპზე 16-ჯერ ნაკლებია. თურქული ლირის ფასი ამავე პერიოდში არ შეცვლილა (0.0%), ხოლო დანარჩენი მეზობლების ვალუტები - გამყარდა.


ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ რეგიონში სხვა ვალუტებთან შედარებით, ლარის კურსის მკვეთ გაუფასურებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ საკმარისი რაოდენობის ინტერვენციების განხორციელება ხდება, ასევე მათი ეკონომიკები უფრო მეტად ძლიერები შეხვდნენ კრიზისს. მისივე თქმით, ჩვენთან შეიქმნა პანიკური ფონი და უარყოფითი მოლოდინები, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ვალუტის კურსზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.


„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი კორონავირუსის ეფექტია. რეგიონში ყველაზე მეტად, რომ ხდება ლარის კურსის გაუფასურება ამას მრავალი ახსნა აქვს, მაგალითად, შესაძლოა სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები უფრო მეტად და ეფექტურად ახორციელებენ სავალუტო ინტერვენციებს და ამ კუთხით ცდილობენ, რომ შეაკავონ მათი ვალუტების გაუფასურების ტემპი, ასევე სხვა ქვეყნების ეკონომიკები ჩვენგან განსხვავებით  უფრო მეტი იმუნიტეტით სარგებლობენ, საქართველოს კი ძალიან სუსტი ეკონომიკა აქვს. გარდა ამისა, შემოსავლების ასიმეტრიული განაწილებაც ახდენს გავლენას, ჩვენთან ცოტა ადამიანს აქვს დიდი რაოდენობის ლარის რეზერვი და თუ მათ შეექმნათ ვალუტის გაუფასურების მოლოდინი, დაიწყებენ დოლარში კონვერტირებას და ეს მყისიერად ურტყამს ლარის კურსს, ეს რომ მოსახლეობის დიდ ნაწილზე იყოს გადანაწილებული, მაშინ უფრო ნაკლებად დაპანიკებული ადამიანები გვეყოლებოდა და დოლარში ნაკლები ლარი გადახურდავდებოდა. საქართველოს შემთხვევაში მოლოდინები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომელსაც რაციონალური ახსნა არ აქვს. მოლოდინი არის რომ ფულადი გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი დაიკლებს და სავალუტო შემოდინებებს დავკარგეთ, ამიტომ ის რაც დღეს ხდება ჩვენს სავალუტო ბაზარზე უფრო მეტად პანიკის შედეგია, ვიდრე ამას ჩვენი ეკონომიკის რეალობა ასახავს. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში, ვალუტა მით უფრო მეტად გაუფასურდება. თუ სხვა ქვეყნები ცდილობენ რომ მკვეთრად არ გაუფასურდეს მათი ვალუტა და ახორციელებენ ინტერვენციებს, შესაძლოა სებ-მაც რომ ეს გააკეთოს პროცესები არ გაექცეს, მაგრამ მეორე მხრივ ცენტრალური ბანკი რეზერვებს ტყუილად კარგავს, რადგან გრძელვადიან პერიოდში ასეთი მცირე ინტერვენციები არ შველის. ასევე შეიძლება სჯობდეს მიუშვა ლარი სანამდეც გაუფასურდება და მერე დაიწყოს გამყარების პროცესი - ესეც ტაქტიკაა, რომელია რაციონალური არჩევანი ამას კონკრეტული მონაცემების ანალიზი სჭირდება, რომელსაც სებ უნდა აკეთებდეს“, - აცხადებს აკაკი ცომაია.


„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაიას აზრით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ქართული ლარის ასე მკვეთრად გაუფასურება შემცირებულ შემოდინებებთან ერთად, ნეგატიური მოლოდინების და გაურკვევლობის შედეგია. მისი თქმით, ეს შოკი მარტო ლარის კურსით არ განეიტრალდება და როგორც გაცხადდა დაფინანსების მოზიდვაც მოხდება.



„ველოდებით რომ  კურსი დასტაბილურდება და გამყარდება კიდეც, რადგანაც ჩემი აზრით ის სადღეისოდ ზედმეტად არის გაუფასურებული. ბიუჯეტის დეფიციტი საგარეო დაფინასებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციები და ასევე, საბანკო სექტორის მიერ ვალუტის დამატებით მოზიდვა, ბაზარზე დოლარის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის და გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს შედარებით შეამცირებს. დღევანდელი დონე პიკთან მიახლოებულია, შეიძლება მეტზეც ავიდეს, მაგრამ ველით, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება. სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ თანხები გამოყოფილია, ანუ მთავრობა და ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან საგარეო დაფინანსებას მოიზიდავენ და ბაზარზე დოლარი შემოვა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვალუტის მიწოდება ბაზარზე გაიზრდება და არსებული შოკი ლარის კურსზე მთელი სიმწვავით მაინც არ იმოქმედებს. ასევე, ველით რომ ვითარება რამდენიმე თვეში გაუმჯობესებას დაიწყებს და ლარის კურსს ეს ფაქტორიც დაეხმარება. ამასთან, კურსიდან ფასებზე გადაცემა ჩვენთან საკმაოდ სწრაფია და სამწუხაროდ, თუ საერთაშორისო ბაზრებზე, ევროსა და სხვა რეგიონული ვალუტების მიმართ დოლარმა მნიშვნელოვნად არ დათმო პოზიციები, წელს ლარის კურსი კორონა ვირუსის კრიზისამდე არსებულ ნიშნულს, დაახლოებით 2.8-ს ვერ დაუბრუნდება. თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით, სადღეისოდ არსებული საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის ლარის კურსი აშშ დოლართან დაახლოებით 3.2-ია”, - განმარტა ოთარ ნადარაიამ.


ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის განცხადებით, ეპიდემიამ შეარყია ბაზარი, დაამუხრუჭა ეკონომიკური პროცესები და წარმოქმნა გაურკვევლობა. სამწუხაროდ, კრიზისის ეპიცენტრში მოექცა სავალუტო ბაზარიც.


„ეპიდემიასა და სავალუტო ბაზარს შორის კავშირის გენერალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ: 1. გაურკვევლობამ „დაიჭირა“ფისკალური და მონატარული პოლიტიკის გავლენა, შედეგად გამოყენებული ინსტრუმენტების ეფექტი მკვეთრად შემცირდა; 2. ადგილი ჰქონდა ნეგატიურ შოკებს, ლიკვიდობისა და დაკრედიტების პრობლემებს; 3. შეიზღუდა ინსტიტუციების მოქმედების შესაძლებლობები და სავალუტო პროცესები კონტროლს მიღმა აღმოჩნდა; 4. პროცესები აღარ დაექვემდებარა ეკონომიკურ საფუძვლებს და არც რისკების სათანადო გადაფასებას ჰქონდა ადგილი; 5.დაგროვდა ფინანსური დისბალანსი (არამხოლოდ ფინანსური). პრობლემების დაძლევის მიზნით, ყველა ინსტიტუციამ (მათ შორის ეროვნულმა ბანკმაც) უნდა გამოიყენოს ინსტრუმენტების ყველა ნაკრები. ამასთან, გაუფასურების, ინფლაციის, არასტაბილურობის, გაურკვევლობის პროვოცირების აღმოხვრას კი სჭირდება ქვეყნის ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადაწყობა“, – აცხადებს რატი აბულაძე.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბაში“ აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების მთავარი მიზეზი პანიკური ფონია და ეროვნულ ვალუტაზე გადაცემაც მოლოდინების არხიდან მომდინარეობს .


„იმის მიუხედავად, რომ დღეს ქართული ეკონომიკა გლობალური გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენს ეკონომიკაზე ის გლობალური კრიზისი მოქმედებს, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, ფაქტია, რომ დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტა უფრო მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებენ. დღეს ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი პანიკური ფონია და ეროვნულ ვალუტაზე გადაცემაც მოლოდინების არხიდან მომდინარეობს“, - აცხადებენ „აფბა“-ში.


შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.4762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.4731 -ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4494  ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.5200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.4200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.5250 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4250 ლარად.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up