„პანიკის საფუძველი არ არის, თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს“

„პანიკის საფუძველი არ არის, თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს“

access_time2019-10-08 15:00:10

„ლარიზაციამ შედეგები ნამდვილად მოგვიტანა – ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია ორი წლის განმავლობაში 16%-ით არის შემცირებული“
ერთ თვეში ორჯერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო ინტერვენციები და ბანკებისთვის შემცირებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ამართლებს თუ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და რა სჭირს ლარს, ამ და სხვა მიმდინარე აქტუალურ თემებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ისაუბრა.


– ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რათა საზოგადოებაში ნდობა გაჩნდეს და სიტუაცია სავალუტო ბაზარზე დასტაბილურდეს. რამდენად კოორდინირებულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის მუშაობა?


– მთავრობასა და ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის კოორდინაცია არის და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. იყო ასეთი განცხადება და ეს იყო დაფუძნებულია იმ ზომებზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მთავრობასთან კოორდინაცია გვაქვს. ამ შემთხვევაში უფრო მეტი კოორდინაცია იყო საჭირო და არის საჭირო და ასევე გავაგრძელებთ. დღევანდელი პრობლემების გასამკლავებლად, უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის პრობლემა, რატომ არის პრობლემა კარგად გავაანალიზოთ. აქედან გამომდინარე, უფრო ცხადი გახდება რა ზომები არის მისაღები. თუნდაც ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა გაცვლითი კურსი. ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია. ეროვნულ ბანკს საამისოდ აქვს ბერკეტები. რუსეთის მიერ ავიასანქციების დაწესებამ გააჩინა მოლოდინები, მანამდე სანამ სავალუტო შემოდინებები ფაქტობრივად შემცირდებოდა რომ იქნებოდა ასეთი შემცირება. მოლოდინები მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამას შემდეგ მოჰყვა შემცირება ტურისტული შემოსულობების. მოგეხსენებათ ივლისში ტურიზმიდან შემოსულობები 13%-ით, აგვისტოში კი 11%-ით შემცირდა და აგვისტოს ბოლოს წლიურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, ზრდა 0%-ია, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. რასაც აქვს მნიშვნელობა საგადამხდელო ბალანსისთვის, არის ფულად გამოხატულებაში როგორ იყო ეს. რა თქმა უნდა, როდესაც ეს დავინახეთ, ვთქვით კიდევაც, რომ შესაძლებელია ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, რომელიც თავისი ბუნებრივი ტრენდიდან არის გადახვეული, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ინფლაციაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კურსი, იმიტომ, რომ ყოფილა პერიოდი, როდესაც კურსის გაუფასურებას ინფლაციისთვის პრობლემები არ შეუქმნია, მაგრამ ახლა, როგორც განვაცხადეთ, ამას ადგილი აქვს და ეს უკვე ქმნის პრობლემას


– ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში ორჯერ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, ასევე, გამოიყენა სავალუტო რეზერვიც. როდის დავინახავთ ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგს სიტუაციის დასტაბილურების კუთხით?


– ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს. გამოვიყენეთ რეფინანსირების განაკვეთი და ორჯერ გავზარდეთ 0.5 პროცენტით, ბოლო სხდომა რიგგარეშე იყო. ორჯერ გავყიდეთ სავალუტო რეზერვები და სულ ცოტა ხნის წინ 5 პროცენტით შევამცირეთ უცხოურ ვალუტაზე რეზერვების მოთხოვნა. საბანკო სექტორს ამ შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა, რომ ეკონომიკას უცხოური ვალუტის მეტი ლიკვიდური სახსრები მიაწოდოს. ჩვენ თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელმაც უნდა შეამციროს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის პირობები და ინფლაცია აუცილებლად შემცირდება.


– თუმცა, თქვენ რამდენიმე თვის წინ გაამკაცრეთ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განაკვეთი. ხომ არ ნიშნავს, რომ თავის დროზე ეს გადაწყვეტილება იყო არასწორი, ხომ არ არის ეს ერთგვარი აღიარება?



– არავითარ შემთხვევაში და გეტყვით რატომ. ეს არის ჩვეულებრივი მაკროპრუდენციული ზომა. ბერკეტი, რომელიც ჩვენს ხელშია. ეს არ არის რაიმე სტატიკური ბერკეტი, რომელიც ყოველთვის ერთ დონეზე უნდა იყოს, ისევე როგორც რეფინანსირების ბერკეტი. თავის დროზე იმიტომ გავამკაცრეთ, რომ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის რისკები შეგვემცირებინა, რომელიც, თავის მხრივ, დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარეობდა. აქედან გამომდინარე, დღეს რომ უცხოური სავალუტო რეზერვები არ გვქონოდა, მიწოდების შესაძლებლობაც არ გვექნებოდა, ისევე, როგორც არ გვექნებოდა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები, რომელიც გავყიდეთ პირველ აგვისტოს და გასულ კვირას, რაც არ გვექნებოდა, რეზერვები მანამდე რომ არ დაგვეგროვებინა.


არის კიდევ კითხვა, ხომ არ არის ეს ლარიზაციის სტრატეგიიდან გადახვევა, რაც ეროვნულ ბანკს მთავრობასთან ერთად ჰქონდა კოორდინაციაში. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს და რატომ. როცა ლარიზაციაზე ვსაუბრობთ და უცხოური ვალუტის სესხებიდან მომდინარე მოწყვლადობაზე, არ დაგავიწყდეს, რომ აქ, ძირითადად, არიან ფიზიკურ პირები, რომლებიც, როგორც წესი, გამკლავებას ვერ ახერხებენ. ფიზიკური პირებისათვის 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში არის აკრძალული – ეს იგივე რჩება. რაც შეეხება კორპორატიულ სესხებს, მათ გაცილებით უკეთ შეუძლიათ სავალუტო რისკების მართვა. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლარიზაციის შენელება მოხდა, ეს იქნება მსხვილი კორპორატიული სესხების ხარჯზე, რომლებიც რისკების მართვას გაცილებით უკეთესად ართმევენ თავს. ამავე დროს, ლარიზაციის პროექტი გრძელვადიანი პროექტია და ის შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, უცხოურ ვალუტაში სესხების განულებას. ლარიზაციამ შედეგები ნამდვილად მოგვიტანა, თუნდაც ის, რომ ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში 16 პროცენტით არის შემცირებული. ანუ, დღეს იმ ხალხის რაოდენობა, რომელზედაც შეიძლებოდა ასახულიყო ეფექტური კურსის გაუფასურება, 16 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.


– მუდმივად არის საუბარი რეზერვზე და ეროვნულ ბანკს ინტერვენციებისკენაც მოუწოდებდნენ. ზოგადად რა არის რეზერვი და რა შემთხვევაში იყენებს ეროვნული ბანკი მას?


– რეზერვები არის ის სახსრები დოლარში, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია და ასევე, კომერციული ბანკების მიერ მოზიდული დოლარის გარკვეული რაოდენობაც. ეს ორი კომპონენტი ქმნის რეზერვებს. სავალუტო რეზერვების გაყიდვა არ იყო დაგვიანებული. რატომღაც ფიგურირებდა აზრი, რომ ეროვნული ბანკი არ ყიდის რეზერვებს, რაც ასე არ არის. რეზერვების გაყიდვას აქვს თავისი დრო, იმან შეძლებისდაგვარად უნდა იმოქმედოს და ეფექტურად დაიხარჯოს. ჩვენი პოლიტიკა ზუსტად აქეთ არის მიმართული, რომ მაშინ ჩავერიოთ, როდესაც ყველაზე ეფექტური იქნება. შეიძლება, გაკეთდეს ჩარევა, რომელსაც ეფექტი არ ექნება და ეს ნიშნავს, რომ ის მიზანი, რაც უნდა შესრულებულიყო, არ სრულდება და რეზერვიც იხარჯება. აქედან გამომდინარე, როდესაც ანალიზს ვაკეთებთ, ზუსტად ვადგენთ იმ კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა ზომების ნაკრებს, რაც ამ შემთხევაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში თავიდან იყო ინტერვენცია, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გატანა, მერე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება. ახლა უკვე სარეზერვო მოთხოვნების შემცირება. ზუსტად ეს არის ბერკეტები. ის რომ რაღაც გვაქვს, არ ნიშნავს, რომ აღარ შეიძლება შევცვალოთ. იმ რეჟიმს, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, ეწოდება ინფლაციის თარგეთირება, სადაც კომუნიკაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ითქვა, რომ ჩვენ მომავალზე ორიენტირებულ საპროცენტო განაკვეთსაც ვაცხადებთ. თუ სიტუაცია შეიცვლება, ჩვენც შევცვლით პოლიტიკას, მაგრამ უნდა ავხსნათ თუ რატომ ვაკეთებთ ამას.


– ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტია. ყველაზე აუცილებელ სასურსათო პროდუქტებზე ორნიშნა ინფლაციაც კი გვაქვს. მთავრობასთან ერთად კიდევ რა ბერკეტი რჩება ეროვნულ ბანკს, რომ ინფლაციაზე ზეწოლა მოიხსნას?


– შეუძლებელია რომელიმე ერთი პროდუქტის, რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტიც არ უნდა იყოს, ფასის თარგეთირება. ჩვენ უნდა შევხედოთ დიდ სურათს. უნდა გავაანალიზოთ ფაქტორები. დღევანდელ ინფლაციაში არის ერთჯერადი ფაქტორებიც, რომელიც სიგარეტის აქციზთან არის დაკავშირებული. თუმცა, ძირითადი წნეხი მოდის ლარის ნომინალური გაცვლითი ეფექტური კურსის გაუფასურებიდან. ზუსტად ამ ვექტორზე არის აგებული ჩვენი ქმედება. უნდა მოხდეს ამ გადახრის აღმოფხვრა, ანუ კურსის დასტაბილურება, რომელიც შეამცირებს წნეხს ინფლაციაზე. საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ ინფლაცია აუცილებლად შემცირდება.



საგარეო შოკები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, რამდენად შეიძლება გამკლავება. ჩვენ ამის ბერკეტები გვაქვს. შეუძლებელია შოკები ვიწინასწარმეტყველოთ, მაგრამ როცა ეს დადგება, გვაქვს საშუალება, რომ გავანეიტრალოთ და ამ პერიოდის გავლა გავაადვილოთ. პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ აქტიურად ვმოქმედებთ, არის კოორდინაცია მთავრობასთან, რადგან ფინანსური სტაბილურობის საკითხები, ეკონომიკის საკითხები, ინფლაციის საკითხები საერთო საზრუნავია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი მაკროეკონომკური მიდგომა აუცილებლად შედეგებს გამოიღებს.


bfm.ge

მომზადებულია „ბიზნესპარტნიორის“ მიხედვით






„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა
access_time2019-10-16 18:25:30
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლებელია, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს. ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ...

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების ვერსიები

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების  ვერსიები
access_time2019-10-16 20:15:33
„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა  2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ...

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან
access_time2019-10-16 19:00:29
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამcემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა. აღსანიშნავია,...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა
access_time2019-10-16 14:05:54
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შ&P Gლობალ -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“(„კორპროაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის...

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად  სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“
access_time2019-10-16 17:30:17
„კურიოზულია, როცა ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შემოაქვს. რეაგულაციების მიზნობრიობა არ აიხსნება, ერთადერთი არგუმენტი მათი მხრიდან ის არის,რომ ევროკავშირის დირექტივა გვავალებს ამას. ეს მიუღებელი პასუხია,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტზე“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორმა, ქართლოს ყორანაშვილმა. გადაცემაში ბიზნეს გარემოს სამართლებრივი ჩარჩოს, ბიზნესზე სამართლებრივი...


მსგავსი სიახლეები

up