პანიკის გამო ლარის კურსსაც  ხალხი აუფასურებს და პროდუქტებზეც თავად ზრდიან ფასებს-დისტრიბუტორების თქმით ქვეყანას სასურსათო მარაგი აქვს

პანიკის გამო ლარის კურსსაც ხალხი აუფასურებს და პროდუქტებზეც თავად ზრდიან ფასებს-დისტრიბუტორების თქმით ქვეყანას სასურსათო მარაგი აქვს

access_time2020-03-19 14:30:50

გლობალური პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე საქართველოში პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ რთველი იმპორტიორები და აცხადებენ, რომ საკვებ პროდუქტსა და ჰიგიენის საშუალებებზე დეფიციტი და ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.


სასურსათო მარაგებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მისიტრმა გიორგი გახარიამ, მისი თქმით ქვეყანაში დღეს მარაგი არსებობს,  არ არის დეფიციტის საფუძველი. პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობა ყოველდღიურ კავშირშია, როგორც იმპორტიორებთან ისე დისტრიბუტორებთან და მაღაზიათა ქსელებთან. მარაგების არსებობა დაადასტურა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც. 

 

„კომერსატი“  დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას დაუკავშირდა, რათა გაერკვია აქვთ თუ არა მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი პროდუქტთან დაკავშირებით.

 

„ლარის კურსსაც  ხალხი აუფასურებს და პროდუქტებზეც თავად ზრდიან ფასებს და არა კომპანიები, ეს მათი პანიკისგან გამოწვეული მდგომარეობაა“- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობასა და მათ შორის ყოველდღიური კავშირია.


 

„მოსახლეობა პანიკაშია, რაც იწვევს ეკონომიკური მდგომარეობის დაღმასვლას. ყიდულობენ რამდენიმე თვის მარაგს და საკუთარ თავებს ხელოვნურად უზრდიან პროდუქციის ფასს. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ პროდუქციაზე არანაირი დეფიციტი არ არსებობს.  პანიკა არის უსაფუძვლო, რამაც გამოიწვია ვალუტის გაუფასურება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად დაარტყამს, ვიდრე ახლა, რადგან გაზრდილი ფასების დაჭერა და შემცირება  ძალიან გაჭირდება. რაც შეეხება დაცარიელებულ დახლებს, თუ ერთი სახეობის ზეთი არ დაგხვდებათ დახლზე არის მეორე და მესამე სახეობა, ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, არ ჩავარდნენ პანიკაში და ნუ ასტიმულირებენ ბაზარს, რომ ფასები გაიზარდოს.“-ამბობს ივა ჭყონია.

 

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სოცუალურ ქსელში გავრცელებულ კადრებსაც შეეხო და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველო ამ მხრივ ყველაზე მომზადებულია.


„ის რაც უცხოეთში ხდება არის ჩვეულებრივი მოვლენა, აჩვენებენ მაღაზიებს დაცარიელებული დახლებით. ქართველებისგან განსხვავებით ბევრ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება უბნის მაღაზიებში ჩავიდნენ და პროდუქტები ყოველდღიურად შეიძინონ. იქ ჰიპერმარკეტები ქალაქგარეთაა ამიტომ გადიან და იმარაგებენ პროდუქტს, ჩვენ კი არჩევანი დიდი გვაქვს, თითო უბანს რამდენიმე მაღაზია აქვს, ამიტომ ნუ შევქმნის პანიკას, როდესაც ამისა საფუძველი არ არსებობს.“-ამბობს ივა ჭყონია.

 

 შეგახსნებეთ, რომ შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსთან დაგეგმილი ბროძოლის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up