„პანიკას იწვევენ არა მოქალაქეები, არამედ არაპროფესიონალი და კომიკური ოფიციალური პირები„

„პანიკას იწვევენ არა მოქალაქეები, არამედ არაპროფესიონალი და კომიკური ოფიციალური პირები„

access_time2020-02-27 21:37:07

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალური ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„კიდევ ერთხელ, პანიკისა და მკვეთრი სიტყვების გარეშე შევეცდები ავხსნა, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს შედარება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტატისტიკასთან ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის გამოცხადების მთავარ მიზეზად განუვითარებელი ქვეყნების უვარგისი და ჩამოუყალიბებელი ჯანდაცვის სისტემები დაასახელა. ჰოდა, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის. ამიტომ, კეთილი ინებეთ და ნუ ადარებთ საქართველოში მოთხოვნილ პრევენციის მეთოდებს გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, სამხრეთ კორეის და სხვა ნორმალური ქვეყნების მიერ განხორციელებულ პრევენციულ ზომებს.



არ არიან ქართული კლინიკები, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი რგოლების პერსონალი მზად დავირუსებულთა ადექვატური მართვისათვის. პირიქით, სწორედ კლინიკები გახდებიან ეპიდემიის კერები. მაგალითად, გუშინდელი სამარცხვინო ვიდეორეპორტაჟიც საკმარისია. მორჩით ღლიცინს და სუპერმშვიდი პროფების როლის თამაშს; ჯერ ერთი რომ არ ხართ და მეორეც, ირგვლივ მიმოიხედეთ, დაფიქრდით სად ხართ და ვისთან გაქვთ საქმე.


კარგად დაცულ, შედარებით უკაცრიელ ტერიტორიაზე გაამზადეთ სამხედრო-საველე ტიპის კლინიკა და საკარანტინო კარვები. დაუყენეთ სამხედრო-საპოლიციო დაცვა. ყოველი ახალი შემთხვევა გადაიყვანეთ იქ, რომ მაქსიმალური ეფექტურობით მოხდეს იზოლაცია საზოგადოებისაგან. გაქვთ თქვენ მაგის ფინანსური შესაძლებლობა. გახსოვდეთ, პანიკას იწვევენ არა უბრალო მოქალაქეები, არამედ არაკომპეტენტური და კომიკური ოფიციალური პირები და შეეშვით შეშინებული ადამიანების ინტელექტუალურ შეურაცხყოფას. დროულად დაამუშავეთ სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებელების დროებითი დათხოვნის გეგმები„-წერს გურული. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up