პანდემიური წელი სადაზღვევო ბიზნესმა გაორმაგებული მოგებით დაასრულა

პანდემიური წელი სადაზღვევო ბიზნესმა გაორმაგებული მოგებით დაასრულა

access_time2021-04-05 12:55:18

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 667,3 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.


ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 172,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 47,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 22,4 მლნ. ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 25.2 მილიონი ლარი შეადგინა.


სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა კი 915,8 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 279,1 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიების აქტივები - 799.0 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 234.8 მილიონ ლარს შეადგენდა.


საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6 პროცენტია დაზღვეული. 2020 წლის 12 თვეში 620,408 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 93,196 პოლისი იყო გაყიდული.


2020 წლის 12 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (128.95 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „ალდაგი“ (106.92 მლნ ლარი), მესამე ადგილზე „თიბისი“ (89.30 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა „იმედი L“ (71.67 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (59.57 მლნ ლარი) იკავებს.



2020 წლის პირველ 12 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ალდაგმა“ (88.12 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „ჯიპიაი“ (74.03 მლნ ლარი) მესამეზე კი „იმედი L“ (46.18 მლნ ლარი). მეოთხე ადგილს „თიბისი“ (36.14 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთეს კი „არდი“ (34.77 მლნ ლარი).


2020 წლის 12 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 74.29 მილიონი ლარით და ბაზრის 28% უჭირავს, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 61.80 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს 39.12 მილიონი ლარით.


სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 27.29 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 23% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 23.28 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 19.83 მლნ ლარით.


ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 108,3 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 40.52 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 37% მოდის. მეორე ადგილზეა „თიბისი“ 17.12 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „უნისონი“ 15.96 მლნ. ლარით.


სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 50,4 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 12 თვეში 25.82 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 51% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 13.95 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „ჯიპიაი“ – 3.85 მილიონი ლარით.


სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 25,3 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ალდაგს“ უკავია - 11.88 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 47%, მეორე ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ -4.12 მილიონი ლარით. მესამე პოზიციას „უნისონია“ 3.22 მილიონი ლარით.


2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up