აუთლეტ ბიზნესმა პანდემიას გაუძლო – სექტორი გაფართოვდა

აუთლეტ ბიზნესმა პანდემიას გაუძლო – სექტორი გაფართოვდა

access_time2021-06-23 13:00:33

საქართველოში საშუალო სეგმენტზე გათვლილი, შედარებით ხარისხიანი პროდუქციის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებელი ცდილობს მაღალ ხარისხის ნივთი რაც შეიძლება დაბალ ფასად შეიძინოს. მოთხოვნასთან ერთად ქვეყანაში აუთლეტ ბიზნესმა დაიწყო განვითარება. დღეს უკვე ათობით კომპანია ცდილობს ცნობილი ბრენდების ტანისამოსს, აქსესუარებს, კოსმეტიკას თუ თავის მოვლის საშუალებებს თავი ერთ სივრცეში მოუყაროს.

 

ერთ-ერთი ასეთი დისქაუნთერ მაღაზიათა ქსელია „ნავნე“ – კომპანია, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა და ამ დღიდან საქართველოს მასშტაბით იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს. დღესდღეობით „ნავნე“ ყველაზე დიდ აუთლეტ მაღაზიათა ქსელს წარმოადგენს და ქართულ ბაზარზე 23 მაღაზიით ოპერირებს. „კომერსანტი“ დაინტერსდა, მაშინ, როცა ქვეყანაში რთული ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, როგორ შეძლო სილამაზის, კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების, ასევე ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელმა 2020-21 პანდემიურ წლებში რამდენიმე ფილიალი გაეხსნა. „ნავნეს“ საზოგადობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ფარცხალაძე გვიყვება, რომ აუთლეტ ბაზარი საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა. მისი თქმით, კომპანიის განვითარებას და ფუნქციონირებას ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსურმა მხარდაჭერამ შეუწყო ხელი:

 

„როგორც ყველა ბიზნეს სექტორი, კოვიდ პანდემიამ ჩვენი სფეროც საკმაოდ დააზიანა. შეზღუდვებმა და ჩაკეტვებმა სამოქმედო და სამომავლო გეგმებიც მკვეთრად შეცვალა. თუმცა, კომპანიამ უკან არ დაიხია და პანდემიის პირობებშიც შეძლო შეესრულებინა მისი მთავარი სტრატეგია - განვითარება და გაფართოება. 2020-21 წლებში „ნავნეს“ ქსელს 3 ახალი ფილიალი შეემატა.  პანდემიის პერიოდში ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით „ნავნემ“ 500 000 ლარის ოდენობით სესხი მიიღო, რამაც მოგვცა საშუალება სასაწყობე მარაგები შეგვევსო, ქსელში სეზონური პროდუქცია შეგვეტანა და ყველა რეგულაციის დაცვით გავხსნილიყავით, რაც თითოეულ მაღაზიაზე საკმაოდ დიდ ხარჯებს ითვალისწინებდა. EU-სა და EIB -ის ფინანსური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიიის შემდგომი ფუნქციონირებისათვის. ჩვენი მთავარი სტრატეგია ფილიალების ზრდა და ახალი მიმართულებების დანერგვაა. „ნავნეს“ ქსელს წელს კიდევ რამდენიმე ახალი მაღაზია დაემატება“, - ამბობს ნათია ფარცხალაძე. 

 

„ნავნეს“ საზოგადობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ დისქაუნთერ მაღაზიათა ქსელი „ნავნე“ 100%–ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და ქსელში დასაქმებულთა რაოდენობა 250 ადამიანს აღემატება. ნათია ფარცხალაძის თქმით, „ნავნეს“ პროდუქცია ყველა სეგმენტზეა მორგებული. იგი ამბობს, რომ მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქციის უმეტესობა, არის მაღალი ხარისხის, თანამდროვე და მოდური. მისივე განმარტებით, მსოფლიოს წამყვანი მას-ბრენდები „ნავნეს“ მაღაზიებში  წარმოდგენილია 20% -60% -ით ნაკლებ ფასად, ვიდრე საცალო ვაჭრობის მაღაზიებში.

 


„ახალი მიმართულება „ლუქს ბრენდების აუთლეტ ხაზი“ მაღალბიუჯეტიანი თავის მოვლის საშუალებებია, თუმცა ჩვენთან 60-70 პროცენტით დაბალ ფასადაა წარმოდგენილი. „ნავნეს“ ქსელში ასევე დაბალბიუჯეტიან თავის მოვლის საშუალებებსაც შეხვდებით, ჩვენ მომხმარებელს არჩევანის საშუალებას ვაძლევთ. სწრაფად ცვალებადი ასორტიმენტი, ბრენდის, მოდის, ფასისა და ხარისხის სწორ კომბინაცია უალტერნატივოს ხდის ბაზარზე ჩვენს მაღაზიებს. სწორედ ეს არის აუთლეტ შოპინფის მთავარი ხიბლი რომლითაც ნამდვილად სარგებლობენ ჩვენი მომხმარებლები. „ნავნეს“ ქსელს უკვე 100 ათასზე მეტი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს“, - გვიყვება ნათია ფარცხალაძე.

 

ნათია ფარცხალაძის თქმით, „ნავნე“ საქართველოში რამოდენიმე ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, ეს არის იტალიური კოსმეტიკის ბრენდი MIA , დანიური ეკო ბრენდი GOSH, ამერიკური OG და Dear Body. ტანისამოსის ხაზში ჩვენს ქსელში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Lulu lemon, Talbots, J. Crew,  KATE SPADE, MASSIMO DUTY, BANANA REPUBLIC, GUESS, ZARA. „კომერსანტის“ კითხვაზე, როგორ არჩევს „ნავნე“ პარტნიორებს, ნათია ფარცხალაძე გვპასუხობს:

 

„უცხოელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია „ნავნეს“ ქსელის განვითარების დინამიკა. ქვეყნის მასშტაბით ფილიალების რაოდენობა. შესაბამისად, მაღალი სანდოობით ვსარგებლობთ და ვახერხებთ პარტნიორებს ხელი შევუწყოთ ახალი ბაზრის ათვისებაში. მეორეს მხრივ, მომხმარებელს მუდმივი სიახლე შევთავაზოთ“, - აცხადებს ნათია ფარცხალაძე.  

 

მისივე თქმით, საცალო ვაჭრობის ტიპის ობიექტებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას დღეს დამატებული ღირებულების გადასახადის წინასწარ გადახდა წარმოადგენს. მისი განმარტებით, დღგ ბიზნესისთვის ძალიან დიდი ტვირთია, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც „ნავნეს“ დღგ-ს თანხის გადახდა პროდუქციის რეალიზაციაში ჩაშვებამდე, წინასწარ უწევს.  

 

რაც შეეხება მოლოდინს და სამომავლო გეგმებს, ნათია ფარცხალაძე გვიყვება, რომ „ნავნეს“ გუნდის მუშაობის ძირითად მიზანს, საკუთარი მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილება წარმოადგენს. მისი თქმით, „ნავნეს“ ხედვა ქსელის გაფართოებას და არსებული კატეგორიების მუდმივ განვითარებას გულისხმობს. როგორც კომპანიის საზოგადობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ამბობს, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ნავნე“ გეგმავს საქართველოს ყველა რეგიონი კიდევ უფრო ფართოდ მოიცვას.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up