სილქნეტმა 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

სილქნეტმა 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

access_time2021-08-10 14:00:47

სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ „სილქნეტმა“ 2020 წლის კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ, პანდემიურ წელს კომპანიის შემოსავალი 382.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019  წელთან შედარებით 2%-ით ნაკლები იყო.  

 

2019 წელს „სილქნეტის“ შემოსავალი 2018 წელთან შედარებით 12.44%-ით მეტი იყო და 387.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელ წლებში ბაზარზე არსებული ძლიერი კონკურენტული ზეწოლის მიუხედავად, რომელსაც 2020 წლის მარტიდან COVID-19 პანდემიის უარყოფითი გავლენა დაემატა, კომერციული შემოსავალი უკანასკნელ ორ წელიწადში საშუალოდ 2%-ით გაიზარდა. დოკუმენტში წერია, რომ ქსელში ინვესტიციებმა, განსაკუთრებით, მობილური ქსელის 4G-მდე გაუმჯობესებამ და ოპტიკური ქსელის გაფართოებამ კომერციული შემოსავლის ზრდას ხელი შეუწყო და მოსალოდნელია, რომ მომავალშიც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება კომპანიის შემოსავლებისთვის. 2020 წელს ოპერატორებისგან მიღებული შემოსავლების კლებას კი კომპანიაში უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული როუმინგის შემოსავლის კლებით ხსნიან, რაც, მათი თქმით, შემცირებულმა ტურიზმმა განაპირობა.

 

რაც შეეხება ხარჯებს, კომპანიის მთავარი საოპერაციო ხარჯი ცვეთის და ამორტიზაციის იყო, რამაც 2020 წელს 117 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე წამყვანი ხარჯი „სილქნეტში“ სახელფასო ფონდი იყო, რამაც 57 მილიონი ლარი შეადგინა. გასულ წელს კომპანიის ფინანსურმა ხარჯებმა 90 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო, უცხოური ვალუტის კონვერტაციით გამოწვეული წმინდა ზარალი 88 მილიონი ლარი იყო.  კომპანიის მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში „სილქნეტის“ მთლიანი ზარალი 87 მილიონი ლარი იყო.

 


დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს COVID-19 პანდემიის შედეგად, „სილქნეტის“ გარკვეულ სერვისებზე მოთხოვნა შემცირდა, რამაც კომერციულ შემოსავლებზე უარყოფითად იმოქმედა. შედეგად, მათი გათვლებით, COVID-19-ის უარყოფითმა ეფექტმა შემოსავალზე დაახლოებით 32 მილიონი ლარი შეადგინა.

 


 

მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საგრძნობი ზრდაა მობილურ ინტერნეტის ქსელში ინვესტიციების კვალდაკვალ, რის შედეგადაც 4G-ით მოსახლეობის დაფარვამ 2020 წელს 97%-ს მიაღწია, 2017 წელს 57%-თან შედარებით. დოკუმენტის თანახმად, გაუმჯობესებული დაფარვით და ქსელის ტევადობით, ერთ აბონენტზე საშუალო მოხმარებამ 2020 წელს სარეკორდო, 4.8GB-ს მიაღწია, 2018 წელს 1.6GB-სთან შედარებით. ანგარიშში წერია, რომ მოხმარების ორგანულ ზრდას 2020 წელს ხელი კომპანიის მიერ შეთავაზებულმა ულიმიტო პაკეტების აქციებმა შეუწყო.

 

„სილქნეტი“ 2009 წელს დაარსდა და დღეს კომპანიას 2 075 თანამშრომლი ჰყავს. კომპანიის მობილური აბონენტების რაოდენობა 1,7 მლნ–ს შეადგენს, ფიქსირებული ინტერნეტით 292 000 ოჯახი სარგებლობს, ხოლო Pay TV  228 000 მომხმარებელი. კომპანიის ჯამური აქტივების მოცულობა 882 მლნ ლარს შეადგენს. 

 

ბაჩო ადამია


თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up