პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე

access_time2021-01-21 10:00:29

„მოლოდინი გვაქვს, რომ მინისტრი შეგვხვდება, გვინდა ჩვენი მხრიდან დავანახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა დამოუკიდებლად ცდილობდა პრობლემების მოგვარებას და დანახარჯების შემცირებას, პრობლემის მასშტაბები იმდენად ფართო სამედიცინო სექტორი მას დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება:

 

„მოლოდინი გვაქვს, რომ მინისტრი შეგვხვდება. პრობლემის გადაჭრის ერთი ფორმულა არ არსებობს. როგორც სხვა ნებისმიერ ბიზნესში, ამ შემთხვევაშიც ბევრი მიმართულებებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეღავათები და სახელმწფოს მხარდაჭერა, სწორედ ამას ემსახურება წერილიც, რომ ჩვენი მხრიდან დავანახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს და გადაჭრის გზები ერთად მოვძებნოთ. მარტო პრობლემებთან გამკლავება რთულია, არსებობს საგადასახადო შეღავათები, ასევე განვითარების კუთხით, აწარმოე საქართველოს პროგრამით შეიძლება გამოსავალი ვეძიოთ. ვიცით, რომ საერთო კრიზისია და მარტო ჰოსპიტალურ სექტორს არ ეხება, თუმცა ჩვენ გვიწევს უწყვეტი ოპერირება. არის მექანიზმები, რომელმაც შეიძლება ჯამში შეამსუბუქოს ის ტვირთიც რომელიც კლინიკებს აქვთ“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

 

მაია მახარაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პრობლემები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ 520 დადგენილება აამოქმედა. მისი თქმით, კლინიკა ოპერირებს ისეთ რეჟიმში, რომ სამედიცინო პერსონალის ხელფასი და მიმდინარე ხარჯვის ნაწილი გადაიხადოს. როგორც „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორ აცხადებს ყველაზე დიდი პრობლემა მომწოდებლებთან ვალდებულებები, რადგან თავისუფალი სახსრები შეზღუდულია. მაია მახარაშვილი დეტალურად განმარტავს, თუ როგორ მივიდნენ კლინიკები მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე და  რა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა მათ რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე:

 



„პრობლემები დაიწყო 520 დადგენილებით, ამ პრობლემაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ვითხოვდით დადგენილების შეჩერებას. საკითხი დეფიბრილატორებს შესყიდვით ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა ეს ჩემი კლინიკისთვის ნაკლებად აქტუალურია. ჩვენ დაწესებულებაზე უფრო მძიმედ აისახა რეანიმაციის სერვისებზე ტარიფის შემცირება. იყო შევთავაზება თუნდაც სტენდებთან დაკავშირებით, რაც ჩემი კლინიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონსოლიდირებული ტენდერით შემოეტანა სახელმწიფოს, რა დროსაც ფასი გაცილებით მისაღები გახდებოდა. ველოდებოდით, შემდეგ ეტაპებს, ამასობაში პანდემიამ თავისი თამაშის წესები დააწესა, 520 დადგენილება მეათე ხარისხოვანი გახდა, თუმცა ისევ აქტუალურია, რადგან არაფერი შეცვლილა - კარდიოლოგიური პაციენტი ისევ არსებობს. გასაგებია, რომ ყველა სექტორში კრიზისი და ფორსმაჟორია, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემებია, რომელიც ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის.

 

სახარჯი მასალის ხარჯვა არის გაათმაგებული, სხვანაირად სამედიცინო პერსონალს ვერ დაიცავ, ამას ემატება ის, რომ ფასებია მნიშვნელოვნად გაზრდილია. იქედან გამომდინარე, რომ „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ჰიბრიდული დაწესებულება, ცალკე კოვიდ მიმღებ განყოფილებად გადაკეთებას გარკვეული ხარჯები დასჭირდა. პლუს კომუნალურების ტარიფის ზრდა, მნიშელოვანი ფაქტორია ჟანგბადის გაათმაგებული ხარჯვა, კლინიკას თავის ჟანგბადის ქარხანა აქვს, თუმცა ამ წარმადობას ვერ გაუძლო და გვიწევს უამრავი რაოდენობით ბალონების მიწოდება, რაც სირთულეებთან და თანხებთან არის დაკავშირებული. ამას ემატება შემცირებულია ამბულატორიული მომსახურება, ასევე შემცირებულია გეგმიური ოპერაციები, ანუ შემოსავლის წყარო რაც აქვს კლინიკას რაღაც დოზით შემცირდა. ეს ყველაფერი რთულ ფინანსურ მდგომარეობას ქმნის“, - განმარტავს მაია მახარაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე კლინიკამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართეს, რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:

 

„მოგეხსენებათ, ჩვენმა სექტორმა, როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე, არაერთხელ მოგმართათ წერილობით, რომლითაც ვითხოვდით ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების გვერდში დგომას. აღნიშნული მომართვები უმეტესწილად განპირობებული იყო ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით, რომელმაც მთელი ქვეყანა, როგორც მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენს წერილებშიც, რომ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შემდგომ, სამედიცინო სექტორი, სახელმწიფოსთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება და დღესაც, შესაძლებლობის ფარგლებში, ძალ-ღონეს არ იშურებს მის დასამარცხებლად.


 

ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამდე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით, მთელ რიგ სამედიცინო მომსახურებებზე შემცირდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ღირებულებები/ტარიფები, რაც უმძიმეს ტვირთად დააწვა, ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომაროებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

შემდგომ, კიდევ უფრო დამძიმდა დარგის მდგომარეობა ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში დრამატულად გაუფასურების გამო. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სახარჯი მასალებისა და აპარატურის ღირებულება მოცემულია აშშ დოლარსა და ევროში. ამას გარდა გაძვირებულია სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯები.

 

გარდა ამისა, მსოფლიოში შეიქმნა დეფიციტი სამედიცინო სახარჯ მასალებზე - ფასები მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთი კატეგორიის ფასი (მაგ. ხელთათმანები) კი ასეულობით პროცენტით.

 

ამასთან, გარდა ამისა, პანდემიამ გამოიწვია დამატებითი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობისათვის გაუთვალისწინებელი დანახარჯების გაზრდა - საუბარი გვაქვს კლინიკებში ცხელების ზონებსა და მათზე გამოწვეულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე, გამკაცრებული სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ინვესტიციებზე და ა.შ.

 

ფასების მატებასთან ერთად, პანდემიის დაწყებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 3 თვის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებებში მომართვიანობა კატასტროფულად იყო შემცირებული, შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავალი თუმცა არ შეწყვეტილა თანამშრომელთა ანაზღაურების გაცემა. ნოემბრიდან გეგმიური ქირურგიული ჩარევების დაფინანსების შეჩერებამ დამატებით გამოიწვია შემოსავლების კლება, რამაც კიდევ უფრო გაართულა კლინიკების მიერ მომწოდებლების დავალიანებების გასტუმრება, სახარჯი მასალის შეძენა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა.

 

გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ყველა კლინიკა თვეში ათეულობით ათას ლარს ხარჯავს პერსონალის კლინიკებში ტრანსპორტირებაზე.

 

რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ახალი წლიდან კომუნალური გადასახადები ძვირდება (მათ შრის ელექტროენერგიის ტარიფი გაორმაგდა), რაც დამატებით უმძიმეს ტვირთად აწვება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ დარგს. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლების მნიშვნელოვნად კლების მიუხედავად, აღნიშნული სექტორი 24 საათის განმავლობაში, სრული დატვირთვით აგრძელებს ფუნქციონირებას, რათა ზემოხსენებული გამოწვევის პირობებში მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირების გამო კი, კომუნალური გადასახადები, ტარიფის გაზრდამდეც, სოლიდურ ოდენობას წარმოადგენდა, ხოლო ტარიფის ცვლილების შემდგომ, ფაქტობრივად შეუძლებელია ამ მოცულობის ხარჯებთან გამკლავება.

 

ზემოთ ნახსენები პრობლემების ერთობლიობის გათვალისწინებით, სამედიცინო სექტორი ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია.

 

იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორმა გაუძლოს ამ ვითარებას და არ მოხდეს მისი სრული კოლაფსი, მოგმართავთ თხოვნით უახლოვეს დღეებში მოხდეს შეხვედრა სადაც ჩვენ ჩვენის მხრივ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს თუ როგორ შეიძლება იქნას არიდებული თავიდან ის უმძიმესი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული ზიანები რომელიც უკვე გარდაუვალი ხდება.

დაგვერწმუნეთ, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში სამედიცინო სექტორი ვეღარ შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას, რითაც, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, როგორც ხსენებულ სექტორს, ასევე სახელმწიფოსაც.

 

იმედს გამოვთქვამთ, გულისხმიერებით მოეკიდებით ჩვენს მდგომარეობას და გვერდში დაგვიდგებით ჩვენთვის ამ უმძიმეს ვითარებაში“, -ნათქვამია წერილში.

 

ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up