ღვინის ექსპორტის გაზრდისთვის მარკეტინგული კამპანია ექსპორტიორების კეთილსინდისიერებამ უნდა გაამყაროს

ღვინის ექსპორტის გაზრდისთვის მარკეტინგული კამპანია ექსპორტიორების კეთილსინდისიერებამ უნდა გაამყაროს

access_time2021-09-23 11:00:12

გლობალურ ვაჭრობაში ბოლო 2 წლის მანძილზე პროდუქციის უმეტესობა თუ ძვირდება, ერთ-ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა ღვინო, რომლის ფასიც მცირდება. ამის მიზეზი, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, მსოფლიოში ღვინის ჭარბი მარაგია, რაც თავის მხრივ პანდემიის გამო ეკონომიკების ჩაკეტვამ გამოიწვია.

 


,,პანდემიამ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო, არა მარტო ქართულ ღვინოზე, გლობალურად შეინიშნება ფასების კლება. ძალიან ბევრი ქვეყანა ჩაკეტილი იყო და გაუყიდავი მარაგები დარჩა. აქტიური რეალზიაცია ფაქტობრივად მხოლოდ 2020 წლის მეორე ნახევრიდან გახდა შესაძლებელი. ამიტომ ჭარბი ღვინო გამოვიდა  და ამან დასწია ფასები. საქართველო არ არის დიდი მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენი მასშტაბებით ვერ მოვახდენთ გავლენას ფასსა და მსოფლიო ბაზარზე, ამიტომ ამ რელობასთან  შეგუება გვიწევს. საექსპორტო ღვინის ღირებულება, 2019 წელთან შედარებით,  საშუალოდ, 10-დან 20%-მდე შემცირდა. კერძო ბიზნეისს მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგით ამ მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ,  მეტი დივერსიფიკაცია არის ჩვენთვის საჭირო და სასურველი, რაშიც ,,ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაგვეხმარება“, - ამბობს ლევან მეხუზლა.

 


მდგომარეობის გამოსწორების რეალურ შესაძლებლობად სომალიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას მიიჩნევს.



,,ძალიან დიდი კონკურენციაა მსოფლიოში, დრო სჭირდება, რომ ჩვენი პროდუქციით გლობალურ ბაზრებზე პოზიციები გავიუმჯობესოთ. რასაკვირველია, ყველა ქვეყანა ოცნებობს, მაღალი ჰქონდეს საშუალო-საექსპორტო ფასი, ესეც გამომდინარეობს იმ ბაზრებზე ხელმისაწვდომობიდან, სადაც ქართული ღვინო გადის. დიდი შრომა, ძალისხმევა და დრო სჭირდება, რომ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანები გავხდეთ და ეს მიღწევები ქართული პროდუქტის ფასში გამოიხატოს. მიმაჩნია, რომ გაწეული ღონისძიებები მთავრობის მხრიდან  საკმარისი არ არის, დარგს რეფორმა სჭირდება, რათა  რთულ კონკურენტულ ბრძოლაში უფრი ძლიერები გავხდეთ“, - ამბობს ხეცურიანი.

 


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ღვინის მწარმოებლები ფასს პრობლემად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამ მხრივ რისკი მინიმალურია, მთავარ გამოწვევად სექტორში ბაზრის დივერსიფიცირება სახელდება.


 


,,ფასის შენარჩუნება შევძელით, ამ მხრივ პრობლემა არ შეგვეხო. მართალია, ჩვენი პროდუქტის ფასი არ გაზრდილა, მაგრამ არც შეგვიმცირებია. ამ ეტაპზე ,,წინანდლის ვენახების“ ღვინოების საექსპორტრო ღირებულება 7-10 ევროდან იწყება. დაახლოებით 20 დასახელების ღვინო გადის. პროდუქცია გაგვაქვს დასავლეთის ქვეყნებსა და იაპონიაში, ასევე ავსტრალიაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დივერსიფიცირებულები ვართ, მაგრამ შედეგი დარგს ექნება, თუ  კომპანიებს ამის შესაძლებლობა  მასიურად ექნებათ, გამონაკლისები ამინდს ვერ შექმნიან“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ კოკა არჩვაძე, ,,წინანდლის ვენახების“ დირექტორის მოადგილე.



ფასის მხრივ პრობლემა არ აქვს მეწარმე თამაზ ომანაძეს, კომპანია ,,ხომლის მარნის“ დამფუძნებელს, რომელიც ,,უსახელოურის“ ექსკლუზიური მწარმოებელია. ბიზნესმენის ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ხარისხს ბოლო პერიოდში  საფრთხე ემუქრება და კონტროლი გასაძლიერებელია.  

 


,,უცხოელ პარტნიორთან მიღწეულია შეთანხმება და  აპირებენ ,,უსახელოურის“ გაყიდვას ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ მაღაზიაში,  მინიმუმ, 800 ფუნტ სტერლინგად. ამ ბაზარზე წელს პირველად შევდივართ. ეს არის ექსკლუზიური ღვინო. ლონდონში ერთ-ერთ ცნობილ კომპანაისთან ვთანამშრომლობთ, რომელმაც თვითონ მოგვძებნა და აპირებენ, რომ მარკეტინგში დაგვიჭერენ მხარს, მზადდება კლიპი, რაც ,,უსახელოურის“ ცნობადობას გაზრდის. ჩვენი ღვინო ლონდონის ლუქს-ბარებში გაიყიდება. ჩემი ამბიციაა, მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე დაიმკვიდროს ქართულმა ღვინომ სახელი, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ევროპელი პარტნიორებისგან ბოლო დროს ხშირად მესმის, რომ გაფუჭდა ქართული ღვინის ხარისხი -  აგემოვნებენ ერთს და იგზავნება სხვა ხარისხის ღვინო! ლაბორატორიამაც რა უნდა გააკეთოს, თუკი ბიზნესი კეთილსინდისიერად ვერ მოიქცევა?!  ალბათ, რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ კონტროლი უფრო მეტად გაძლიერდეს. ღვინის სააგენტოში მარკეტინგის მიმართულებით მაღალ დონეზეა მუშაობა და ამას არ ექნება შედეგი, თუ  ექსპორტიორებიც შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, სათითაოდ ყველა ბოთლს ვერავინ გააკონტროლებს, ასეთი მექანიზმი რეალობაში არ არსებობს“, - ამბობს თამაზ ომანაძე ,,კომერსანტთან“.



მისი თქმით,  ბიზნესს მეტი მხარადჭერა სჭირდება, პირველ რიგში, იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა.



,,ამ ეტაპზე, საშუალება რომ მქონდეს, კიდევ ერთ მარანს ავაშენებდი. ჩვენ სწორება უნდა გვქონდეს, მოვხვდეთ საუკეთესო ათეულში თუ არა, ოცეულში მაინც ძვირადღირებული ღვინოების სეგმენტში და არა 2,5-დოლარიანი ღვინოების ბაზარზე“, - დასძენს მეწარმე.  

 


ცნობისთვის, PMC Research-ის კვლევის მიხედვით, 2011-2020 წლების პერიოდში, ექსპორტზე გატანილი ერთი ბოთლი ქართული ღვინის საშუალო ფასი $2.46 დოლარს შეადგენს. უფრო დეტალურად, 2012–2014 წლებში ბოთლის ფასი $2.95 დოლარამდეც გაიზარდა, თუმცა 2016-2020 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და $2.2-2.4 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ერთი ბოთლი ღვინის საექსპორტო, საშუალო ფასი $2.59 დოლარია,  წელს კი ქართული ღვინო $2.38 დოლარად იყიდებოდა. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up