პანდემიის პირობებში, ფორმსაჟორი არ წარმოადგენს ყველა ტიპის საწარმოსთვის და ურთიერთობებისთვის შეჩერების საფუძველს - ანა ჯალაღონია

პანდემიის პირობებში, ფორმსაჟორი არ წარმოადგენს ყველა ტიპის საწარმოსთვის და ურთიერთობებისთვის შეჩერების საფუძველს - ანა ჯალაღონია

access_time2020-09-30 17:00:13

რა არის ფორსმაჟორი და როგორი გავლენა აქვს მას სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, ამ საკითხებზე ისაუბრეს ადვოკატებმა გიორგი სვანაძემ და ანა ჯალაღონიამ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევძესთან ერთად“.


გიორგი სვანაძის თქმით, ფორსმაჟორის პირდაპირი დეფინიცია ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს, თუმცა ადვოკატი, იმ სამი მნიშვნელოვანი წინაპირობის შესახებ საუბრობს,რომელთა ერთობლიობის შემთხვევაშიც მდგომარეობა შესაძლოა შეფასდეს,როგორც ფორსმაჟორული.


„პირველი რიგში, დამაბრკოლებელი გარემობები უნდა იყოს სახეზე, კონტროლს მიღმა და მხარეს უნდა ურთულდებოდეს ვალდებულების შესრულება; მეორე წინაპირობაა, დამაბრკოლებელი გარემოებები უნდა გაჩნდეს ხელშეკრულების დადების შემდეგ და არ უნდა იყოს ისინი განჭვრეტადი; მესამე პირობით კი მხარეს,რომელსაც ვალდებულების შესრულება ურთულდება, არ უნდა შეეძლოს ამ დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან არიდება. თუ სახეზეა ეს ყოველივე, მაშინ შეიძლება დავარქვათ მდგომარეობას ფორსმაჟორული. ქართული სასამართლო პრაქტიკაში ეს წინაპირობები გაწერილია და მხარეს შეუძლია,რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას ვალდებულების შესრულების ნაწილში,“- აღნიშნავს გიორგი სვანაძე.


მან გადაცემაში ასევე ისაუბრა იმ ტიპის მუხლებზე, რომლებიც ხელშეკრულებაში გვხვდება და ფორსმაჟორს ეხება.



„შეიძლება არსებობდეს მუხლი,სადაც უბრალოდ ნახსენებია,რომ მხარე თავისუფლდება ფორსმაჟორის დროს, მეორე ტიპია,როცა დეტალურად წერია,რა არის ფორსმაჟორი და ჩამოთვლილია წინაპირობები და ვადების ნაწილი,თუ რამდენი ხნით ხდება ვალდებულების შესრულების შეჩერება და მესამეა,როცა არაფერი წერია ამ გარემოების შესახებ და ვრჩებით მწირი კანონმდებლობის რეგულირებისა და სასამართლოს ამარა. როცა ვლდებულების შესრულება შეუძლებელია, მხარე თავისუფლდება. თუმცა, აქვე იკვეთება ხელშეკრულების შეჩერების დროებითი ხასიათი, ეს უკანასკნელი გვხვდება მაშინ,როდესაც მხარეებს ინტერესი არ ეკარგებათ სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმართ. იმ შემთხვევაში თუ ინტერესი ეკარგებათ, მაშინ ურთიერთობაც წყდება. აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა და გართულება. თუ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, მაშინ სახეზე გვაქვს ფორსმაჟორი. შრომითი ურთიერთობა არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, შრომის კოდექსი ამბობს,რომ რაც შრომის კოდექსში არ არის, მოწესრიგებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. ამ ლოგიკით შეგვიძლია ვთქვათ,რომ შეჩერების ერთ-ერთი დამატებითი საფუძველი შეიძლება იყოს ფორსმაჟორი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ასახული კოდექსში.“- ამბობს გიორგი სვანაძე.


ადვოკატმა ანა ჯალაღონიამ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მხარეებს შორის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა,რომ ფორსმაჟორის დადგომა ავტომატურად არ უნდა იყოს ხელშეკრულების შეჩერების წინაპირობა.


„პანდემიის პირობებში, ფორმსაჟორი არ წარმოადგენს ყველა ტიპის საწარმოსთვის და ურთიერთობებისთვის შეჩერების საფუძველს, ისევე როგორც შრომითი ხელშეკრულებისა და საჯარო ურთიერთობების ფარგლებში. მთავარია სწორი კომუნიკაცია, როგორც ფორსმაჟორის წარმოშობის დროისთვის, ისე შემდეგი პირობების დადგენისას. ავტომატურად არცერთი მუხლი არ იწყებს მოქმედებას, თუ მხარეები სწორ კომუნიკაციას არ დაიწყებენ. სტანდარტულად შექმნილი ონლაინ პორტალებიდან ჩამოწერილი ხელშეკრულებები არაქმედუნარიანია. ისინი მუშაობს იქამდე, სანამ მხარეებს არ აქვთ პრობლემა ერთმანეთთან. პანდემიამ კი კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას იურისტების ყველა ეტაპზე ჩართულობის აუცილებლობა“- ამბობს ანა ჯალაღონია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up