ლევან დავითაშვილი: „ქვეყანაში აგრარული წარმოება შეუფერხებლად ხორციელდება. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები”

ლევან დავითაშვილი: „ქვეყანაში აგრარული წარმოება შეუფერხებლად ხორციელდება. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები”

access_time2020-12-16 12:52:20

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაწეული სამუშაოების შედეგად, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის:

2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა:
25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).
16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).
674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან).

პანდემიის პირობებში არსებული სირთულეების მიუხედავად, ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში და აგრობიზნესში წარმოების, მიწოდების და რეალიზაციის პროცესი არ შეჩერებულა
განხორციელებული და მიდინარე პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება უკანასკნელ წლებში სტაბილურად მზარდია. 2012 წლიდან 2019 წლამდე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 1.6 მილიარდი ლარით (43%), ხოლო შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი 1.0 მილიარდი ლარით (44%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, აღნიშნული მაჩვენებლების საშუალო მნიშვნელობა, გაანგარიშებული დარგში ერთ დასაქმებულზე, შესაბამისად, 73%-ით და 74%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად წარმოების საშუალო პროდუქტიულობის ზრდითაა განპირობებული.
განვითარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ბიზნეს სექტორი, კერძოდ, 2012-2019 წლებში, ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 163%-ით გაიზარდა, ხოლო აღნიშნულ პერიოდში, საშუალო წლიური მატების ტემპმა 15% შეადგინა. ბიზნეს სექტორის განვითარების მაღალმა ტემპმა განაპირობა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვების მთლიან მოცულობაში, ბიზნეს სექტორის წილის 6%-დან 12%-მდე გაზრდა. პირველადი წარმოების პარალელურად, ვითარდება სურსათისა და სასმელების წარმოება. 2012-2019 წლებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.
2020 წელს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული პროგნოზების შედეგად, პროდუქციის გამოშვების, ასევე დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 12%-ით გაიზრდება. შესაბამისად, 2020 წელს, სოფლის, სატყეო და თევზის მეურეობებში, პროდუქციის გამოშვების საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 5.8 მილიარდ ლარს, ხოლო შექმნილი დამატებული ღირებულების საპროგნოზო მაჩვენებელი, დაახლოებით 3.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

პანდემიის მიუხედავად, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად ახორციელებს ყველა იმ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ქვეყნის ვეტერინარულ კეთილსაიმედოობასა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებას.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შეუფერხებლად ჩატარდა ვეტერინარული ღონისძიებები, მათ შორის, საკარანტინო ზონებში.
გეგმის მიხედვით განხორციელდა მცენარეთა მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა
სურსათის უვნებლობის მოთხოვნების და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა:
o 19,912 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა; სხვადასხვა პარამეტრზე ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა) გამოვლინდა-2,246 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
o ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) ფარგლებში განსაზღვრული გეგმის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა 23 ნორმატიული აქტის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
o ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია;
o 2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება შიდა ბაზარზე უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელა
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და ქვეყანაში კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელდა:
o 4,110,505 ვეტერინარული მანიპულაცია (ვაქცინაცია, რევაქცინაცია, სერომონიტროინგი) მათ შორის ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზონებში;
o 571,356 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია;
o 799,017 სული პირუტყვის დამუშავება ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ ;
o 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება ცხოველთა დაავადებების მონიტორინგი და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადგენილი დაავდებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსავლის შენარჩუნებას
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცენარეთა მავნებლებისგან დაცვის და მოსავლის შენარჩუნების მიზნით:
o დასავლეთ საქართველოში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, 37 მუნიციპალიტეტში, დამუშავდა 325 700 ჰა-მდე ფართობი (თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიებით); დამონტაჟდა - 6000 მონიტორინგის სისტემა; „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური - 107 000 ფერომონი;
o ფართობები დამუშავდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მდელოს ფარვანას, ამერიკული თეთრი პეპელას, იტალიური კალიას და კოღოს საწინააღმდეგოდ, სულ - 102 790 ჰა ;
o პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა რეალიზაციის წესების 148 დარღვევა;
o 2021 წელს გაგრძელდება აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები და მონიტორინგი“ – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up