პანდემიის პერიოდში დადებული 2 მილიონიანი კონტრაქტი - „მტევინო“ ჩინეთში ექსპორტზე გადის

პანდემიის პერიოდში დადებული 2 მილიონიანი კონტრაქტი - „მტევინო“ ჩინეთში ექსპორტზე გადის

access_time2020-09-14 11:00:45

პანდემიის პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები და 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია - ქართული ღვინის კომპანია „მტევინო“ 2020 წლის ბოლომდე ჩინეთში 500 000 - მდე ბოთლით 7 სახეობის ღვინოს გაიტანს.


კომპანია „მტევინოს“ ღვინო, რომელიც უმაღლესი ხარისხის მაკომპლექტებელი მასალებითაა შექმნილი, რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა. მიუხედავად ოპერირების მცირე დროისა, კომპანიას ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩინეთის გარდა უკვე სხვადასხვა ქვეყანასთან აქვს დაწყებული.


ამ ეტაპზე, ჩინეთის მიმართულებით ღვინის რეალიზაცია უკვე დაწყებულია. გაფორმდა ხუთწლიანი ხელშეკრულება,რომლის მიხეედვითაც ახალ წლამდე, 400 ათასიდან 500 ათასამდე ბოთლის გატანა უნდა მოხდეს, ახალი წლის შემდეგ კი დაგეგმილია რაოდენობის გაზრდა.   ჩინეთის მხრიდან დაინტერესება დიდია, განსაკუთრებით წითელ ღვინოებზე. ჩვენი მომხმარებელი დააგემოვნებს საფერავს, მუკუზანს, ხაშმის საფერავს, ქვევრში დაძველებულ ხაშმის საფერავს, ნახევრად ტკბილ ღვინოებს, ქინძმარაულს, ალაზნის ველს, რქაწითელს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ღვინო სხვადასხვა საფასო კატეგორიის დახლებზე მოხვდება.  გვაქვს როგორც მაღალ ფასიანი ასევე დაბალფასიანი ღვინო, რომელიც არის ძალიან მაღალი კლასის და მიგვაჩნია, რომ თავის საფასო სეგმენტში ყველას ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ,- გვიყვება კომპანიის ბრენდ ამბასადორი სულიკო ნემსაძე.


მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, ჩინეთის  მხრიდან  ქართული ღვინოებისადმი ინტერესი საგრძნობლად  გაიზარდა. შესაბამისად გაზრდილია კონკურენციაც. სულიკო ნემსაძის თქმით, კომპანია „მტევინოს“ ღვინით დაინტერესება ღვინის მაღალმა ხარისხმა გამოიწვია, რის შემდეგაც ჩინეთში ლაბორატორიული ნიმუშები გადაიგზავნა.


ჩვენმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის მიზეზი მაღალი ხარისხია, ჩვენ ორიენტირებულები ვართ მაღალი ხარისხისა და კლასის ღვინოების წარმოებაზე და არა რაოდენობაზე. საქართველოდან დაბალი ხარისხის ღვინოებიც გადის ჩინეთის მიმართულებით, ჩვენი მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ღვინო, ავწიოთ კლასი და სახელი გავუთქვათ ქართულ ღვინოს, რომელიც არ ჩამოუვარდება უკვე აღიარებულ ევროპულ, ფრანგულ, იტალიურ ღვინოებს. ამ ყველაფრისთვის საჭიროა,რომ ორიენტირი ხარისხზე შევინარჩუნოთ. მოგეხსენებათ, რომ პოსტპანდემიური პერიოდი, მეღვინეობისა და ზოგადად, ბიზნესისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა, ამიტომ თანამშრომლობა მცირე დროით გაგვეწელა. მოლოდინი გვაქვს, რომ როგორც რაოდენობრივად, ისე სეგმენტის თვალსაზრისით მათი მხრიდან დაინტერესებ აგაიზარდება. ნებისმიერ შემთხვევაში ტექნიკურად მზად ვართ და შეგვიძლია ვუზრუნველყოთ ეს შეკვეთები. მზადყოფნაში ვართ, რომ ახალი რთველი, ახალი გამოწვევებით მივიღოთ , გაიზარდოს ურთიერთთანამშრომლობა და საინტერესო გახდეს ორივე მხარისთვის. - აღნიშნავს სულიკო ნემსაძე.



ხარისხის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად კომპანიას უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს, სადაც ყოველდღიურად ტარდება ღვინის ანალიზები. ძალიან მოკლე დროში მიღწეული წარმატებები ჩინეთთან ერთად, აშშ-საც უკავშირდება. სულ მალე აშშ-ში კომპანია მტევინო 5 დასახელების ღვინოს შეიტანს.


გვაქვს მოლაპარაკება აშშ-სთან, უკვე ხელშეკრულების გაფორმების ფაზაში ვართ და აშშ-შიც ძალიან მალე შევიტანთ ჩვენს ღვინოს. აშშ-სთან მოლაპარაკებები დაწყებულია,როგორც  ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით შექმნილ ღვინოებზე. შევიტანთ 5 დასახელების ღვინოს , ჯამში ათ პალეტზეა საუბარი. როგორც კი პანდემიის თემა აღმოიფხვრება და ჰორეკა უფრო გააქტიურდება, რაოდენობრივად შეკვეთებიც გაიზრდება. გვაქვს სხვა შემოთავაზებებიც და ახლა ვიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას,- აღნიშნავს სულიკო ნემსაძე.


კომპანია მტევინოს მოლაპარაკებები აქვს დაწყებული გერმანიასთან და დიდ ბრიტანეთთან. გერმანიაში, თავდაპირველად, მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაა დაგეგმილი;  დიდ ბრიტანეთთან  კი, სადაც  ონლაინ გაყიდვებია გააქტიურებული, თანამშრომლობაც ამ მიმართულებით იგეგმება.


მიუხედავად რთული პერიოდისა, მთელი გუნდის ძალისხმევამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო და საინტერესო თანამშრომლობა გაფორმდა. უნდა ითქვას,რომ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზრის მიმართულებით, საინტერესო ობიექტებზე ვართ განთავსებული. სულ რამდენიმე თვეა,რაც ბაზარზე ვართ და ეს მეტ სტიმულს გვაძლევს,რომ მეტი ვიმუშაოთ და სახელი გავითქვათ ჩვენი პროდუქციით,- ამბობს სულიკო ნემსაძე.


შეგახსენებთ, რომ ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალური სივრცე მტევინო ბიზნესმენმა ნიკა ზაუტაშვილმა შექმნა. ყველაფერი უბრალო გატაცებით, ვენახის და ღვინის სიყვარულით დაიწყო. მეღვინეობა „მტევინოს“ დამფუძნებელს ბავშობიდან ესმოდა ხაშმის საფერავი, რამაც სურვილი გაუჩინა საკუთარი ხაშმის საფერავის ვენახი ჰქონდა. თავიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ჰობი იყო, მაგრამ გატაცებამ ძალიან მალე სერიოზული სახე მიიღო და ჰობი ბიზნესად იქცა. ინვესტიციის ოდენობამ 6 მილიონი ლარი შეადგინა. დიდი მუშაობის შემდეგ​ კომპანიამ მოახერხა ის, რომ კახეთში ცნობილი საღვინე ვაზის ჯიშის ხაშმის საფერავის ზონა წარმოქმნა. კომპანიის მიზანია ქართველებს და უცხოელებს რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ღვინო დაალევინოს. მტევინოს“ წარმოების 80% გადანაწილებული ექსპორტის მიმართულებით ხოლო, 20% საქართველოს ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

 

კომერსანტი


თეგები:
მტევინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up