ICR ჯგუფი - აქსესუარების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, მომხმარებელი არჩევანს პირველადი მოხმარების პროდუქტზე აკეთებს

ICR ჯგუფი - აქსესუარების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, მომხმარებელი არჩევანს პირველადი მოხმარების პროდუქტზე აკეთებს

access_time2020-09-29 14:30:49

ICR ჯგუფი, რომელიც ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს, გარკვეული ბრენდების დახურვას განიხილავდა. მათ შორის აღმოჩნდა ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდი PARFOIS-იც, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მაღაზია ქართულ ბაზარს არ ტოვებს და მხოლოდ ფილიალების შემცირებით შემოიფარგლება.


„კომერსანტთან“ საუბრისას ICR GROUP-ის კომერციულმა დირექტორმა ზურა ადეიშვილმა, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებაზე ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანები ძირითადად პირველადი მოხმარების საგნების შეძენას ანიჭებენ უპირატესობას. ხოლო ჩანთები და აქსესუარები ინტერესის მიღმა დარჩა.


„არსებული სიტუაცია ყველაზე ძალიან აქსესუარების ბიზნესზე აისახა, რადგან მოთხოვნა დაეცა. ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მაინც პირველადი მოთხოვნის პროდუქტია და ასე რადიკალურად რეალიზაციები არ შემცირებულა. ჩანთებისა და აქსესუარების მიმართულებაში კი - შემცირდა.

რაც შეეხება დახურვას, ამ ეტაპისთვის ისეთ მაღაზიებს ვხურავთ, რომლებსაც პანდემიამდეც პრობლემა ჰქონდათ, თუმცა პანდემიამ გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა.

„პარფოისის“ რამდენიმე მაღაზია შევამცირეთ, თუმცა საბოლოო დახურვის გადაწყვეტილება არ მიგვიღია და არსებულ სიტუაციაზე ვართ დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არ გვინდა დახურვა და თუ რაღაც გაუმჯობესება შევნიშნეთ რამდენიმე მაღაზიას დავტოვებთ და შემდეგ შეიძლება ისევ განვავითაროთ. ხოლო, თუ ასე გაგრძელდა ალბათ საბოლოოდ დავხურავთ.

მთავარი პრობლემა მაინც რეალიზაციის შემცირებაა. „კორსო იტალიაშიც“ ვყიდით აქსესუარებს, რომლის რეალიზაციაც არ შემცირებულა, რადგან უფრო დაბალი სეგმენტია და ხელმისაწვდომი ფასებია, ხოლო „პარფოისი“ უფრო საშუალო ფასიანი ბრენდია. „ - განმარტავს ზურა ადეიშვილი


ზურა ადეიშვილის თქმით ფასების ცვლილებას ჯერ-ჯერობით თავს არიდებენ, თუმცა ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში მათ სხვა გზა არ დარჩებათ.



„რეალურად როცა იზრდება კურსი მსყიდველუნარიანობა მცირდება, ანუ შემოსავალი მომხმარებელს ლარში არ ეზრდება, თუ გაეზრდება - ისიც მხოლოდ ერთეულებს.

ამ ეტაპზე ფასებს არ ვცვლით. ვაკვირდებით ბაზარს და სიტუაციას, რის მიხედვითაც უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ კიდევ ზევით წავა კურსი, სამწუხაროდ ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ გავზარდოთ ფასები, რადგან 100%-ით იმპორტი გვაქვს და შესაბამისად ევროსა და დოლარზე ვართ დამოკიდებული, - აღნიშნავს ზურა ადეიშვილი.

 

როგორც ICR GROUP-ის კომერციული დირექტორი განმარტავს, რომ პანდემიის გამო პროდუქციის რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს სულ სხვა სურათია.


„მოგება და ზარალი დასათვლელია, რის მიხედვით გამოჩნდება სიტუაცია. პანდემიის  ფონზე რეალიზაციები შემცირებული იყო. ჯამურად რომ ავიღოთ, წლის განმავლობაში (1 სექტემბრამდე ) სადღაც 30%-ით შემცირდა.  თუმცა, 10 სდექტემბრიდან  მოყოლებელი, როცა პანდემია ისეც გააქტიურდა  და შემთხვევებმაც  მოიმატა (ასევე, სკოლის დაწყების გადადებაც აისახა). გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ფაქტობრივად 50-60%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება შეღავათებს - მეიჯარეებთან ვთანამშრობლობთ. პანდემიის დაწყებისას, როდესაც მაღაზიები დაიკეტა, ჩვენ იმთავითვე დავიჭირეთ თადარიგი და მოვილაპარაკეთ მეიჯარეებთან. შესაბამისად, წლის ბოლომდე საშეღავათო პერიოდზე შეთანხმებული ვართ. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, მეიჯარეებსაც და მოიჯარეეებსაც მომავალ წელთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოუწევთ შეთანხმება და მოლაპარაკება.„ - ამბობს ზურა ადეიშვილი


ადეიშვილის განცხადებით სამომავლო გეგმებზე ფიქრი და პროგნოზების განსაზღვრა საკმაოდ რთულია, რადგან ყველაფერი სიტუაციის განვითარებაზეა დამოკიდებული.


„ძაან რთულია რაღაც მოლოდინებზე საუბარი, რადგან დღევანდელი რეალობა უკვე სხვანაირია და ვერ ვაკეთებთ ვერანაირ  პროგნოზს.

ჯერჯერობით ანტიკრიზისული გეგმა არ გვაქვს, ვამზადებთ ბიუჯეტს და მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ აუცილებლად შევიმუშავებთ.

თუ სიტუაცია სტაბილური იქნება და კურსიც თუ დარეგულირდება მომდევნო წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ახალი ბრენდის შემოტანა. კონკრეტული ბრენდების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გვინდა რომ მულტიბრენდი გავაკეთოთ. წელსაც გვქონდა დაგეგმილი სიახლეები, თუმცა შემდეგი წლისთვის გადავავადეთ.“ - აცხადებს ზურა ადეშვილი

 


ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up