თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის.
როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად გახსნილა.
ახალ რესტორანში მაკკაფეც განთავსდა, რომელიც ყავისა და დესერტის მოყვარულებისთვისაა შექმნილი.
Mcdonalds-ის ობიექტები უკვე 20 წელია საქართველოში ფუნქციონირებს. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ შეძლო მთელი ქვეყვნის მასშტაბით 20-მდე რესტორანი გაეხსნა და მომხმარებლისთვის ბევრი სიახლე შეეთავაზებინა.
ანი ცარციძე