მიუხედავად პანდემიის მიერ გამოწვეული დაბრკოლებებისა, რაჭული ლორის საწარმო იმ ბიზნესთაგანია, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქმიანობას აფართოებს. კომპანია წლიურად 4 000 კგ.-მდე ლორს აწარმოებს, მისი რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
როგორც ინდმეწარმე თამაზ ნატმელაძე აღნიშნავს, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობამ მას შესაძლებლობა მისცა შეიძინოს საჭირო დანადგარები, რაც წარმოებას კიდევ უფრო გააფართოვებს.
„საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა შენობა-ნაგებობების მოწყობას და სამაცივრე დანადგარების შეძენას მოხმარდება. ერთი მაცივარი უკვე შევიძინეთ და ახლა საყინულე მაცივრის შეძენას ვგეგმავთ. გარდა ამისა, საჭირო დანადგარებით აღვჭურვეთ ის სამუშაო ოთახი, სადაც ლორის დამუშავება ხდება. ასევე გეგმაში გვაქვს დამატებით სხვადასხვა ტიპის სამაცივრე დანადგარების შეძენაც. მიუხედავას იმისა, რომ არსებული სიტუაციის გამო რესტორნები ჩვეულ რეჟიმში ვეღარ ფუნქციონირებენ, რეალიზაციას შეუფერხებლად ვახორციელებთ. არსებული ფინანსური რესურსი კი წარმოების კიდევ მეტად გაზრდაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა ინდმეწარმე თამაზ ნეტმელაძემ.
ბანკში კი აცხადებენ, რომ ბიზნესის მხარდაჭერა მათი პრიორიტეტული მიმართულებაა, „მოხარული ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ეს საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია, ვინაიდან გვჯერა, რომ ადგილობრივი ბიზნესის წარმატება ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. საქართველოს ბანკისგან მოზიდული ინვესტიცია კომპანიას შესაძლებლობას მისცემს შეიძინოს საჭირო დანადგარები, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს წარმოების გაფართოებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში. ჩვენი მიზანია მეტ ადგილობრივ ბიზნესს დავუდგეთ მხარში, რათა მათ შეძლონ საქმიანობის განვითარებისთვის აუცილებელ რესურსებზე წვდომა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
(R)