პანდემიის მიუხედავად, მაღალშემოსავლიანი მყიდველები ძვირადღირებულ ფაიფურზე უარს არ ამბობენ - ვეჯვუდ შოურუმი

პანდემიის მიუხედავად, მაღალშემოსავლიანი მყიდველები ძვირადღირებულ ფაიფურზე უარს არ ამბობენ - ვეჯვუდ შოურუმი

access_time2021-04-21 13:00:08

ბროლისა და ფაიფურის ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული მაღაზია საქართველოში „ვეჯვუდ შოურუმი“ 12 ევროპული და ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. თითოეული ჭურჭელი თუ დეკორაცია განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელსაც მხოლოდ მაღალშემოსავლიანი მყიდველი ჰყავს, ან საშუალოშემოსავლიანი, რომელიც საჩუქრად აპირებდ ძვირადღირებული ბროლისა თუ ფაიფურის შეძენას. „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დაინტერესდა, თუ რამდენად აისახა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი მაღალშემოსავლიანი კატეგორიისთვის განკუთვნილი პროდუქციის მოხმარებაზე. როგორც „ვეჯვუდ შოურუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნელი ნადირაძე გვიყვება, საშუალო ფასის პროდუქციის რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა, ხოლო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები პანდემიის მიუხედავად ე.წ. ლაქშერი პროდუქციაზე უარს არ ამბობენ.



„პანდემიას რა თქმა უნდა გავლენა ჰქონდა და შესაბამისად ეს აისახა ციფრებზეც. ეს ისეთი ნივთებია, რომელსაც  „საშვილიშვილოს“ ეძახიან და არის ნივთები, რომელთაც ქორწილებსა და დაბადების დღეებზე საჩუქრად ყიდულობენ.  შესაბამისად, როდესაც შემცირებულია ქორწილები და მსგავსი აღნიშვნები, საშუალო შემოსავლიანი ადამიანისთვისაც ნაკლები ინტერესის მატარებელი გახდა ფაიფურიც და ბროლიც.  თუ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანზეა საუბარი, მას პირიქით, პანდემიის პირობებშიც კი, თუ მოუნდა თავისი ჭურჭლისა თუ დეკორაციის გადახალისება, ძალიან მარტივად მოვა და განაახლებს.  ასეთი შემთხვევაც გვქონია და მათთვის ნაკლებად არის განმსაზღვრელი პანდემია არის, თუ არა. იმ კატეგორიისთვის,  ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი და უნდა ერთი ნივთი ჰქონდეს და კარგი, ამ შემთხვევაში ბევრად შემცირებულია რეალიზაცია. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ხალხი მოდის, არის საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებიც თუმცა ახლა ნაკლებად.  




„ვეჯვუდი“  ესაა ბრიტანული პროდუქცია, კომპანიან ფრანგული გერმანული და ამერიკული ფაიფურისა და ბროლის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ყველა პროდუქტი განსაკუთრებით მაღალი ხარისხის კატეგორიას განეკუთვნება. ამჟამად მომწოდებლები ნაკლები დატვირთვით მშაობენ, შესაბამისად ახალი პროდუქციის მოწოდებაც ხშირად დროში გაწელილია.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up