პანდემიის მიუხედავად Altersocks ფრანგულ ბაზარზე გავიდა

პანდემიის მიუხედავად Altersocks ფრანგულ ბაზარზე გავიდა

access_time2020-11-28 15:00:07

პანდემიის და სხვა უამრავი პრობლემის პირობებში როგორ ახერხებს ქართული  კომპანია, განვითარებას და ახალ ბაზრებზე გასვლას ამ და სხვა თემებზე რადიო  „კომერსანტის“  გადაცემა „კომერსანტის დილაში,“  კომანია Altersocks- ის დამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა ისაუბრა.


მისი განცხადებით 2019  წელი Altersocks - ისთვის წარმატებული იყო და 2020 წელს უფრო მეტი საექსპორტო გზის ათვისება სურდათ, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ყველა საექსპორტო გეგმაში ხელი შეუშალა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა Altersocks- მა მაინც გამონახა გზა და პანდემიის პირობებში საფრანგეთის ბაზარზე გავიდა.


„ჩვენი პროდუქცია ფრანგულ ამაზონზე იყიდებოდა და გადავწყვიტეთ, რომ ონლაინ ვაჭრობის სახით უკვე ბრენდი გაგვეტანა. პანდემიამ  ხელი შეუწყო იმას, რომ  საცალო ვაჭრობის პარალელურად, მიტანის სერვისი უფრო  განვითარდა, შესაბამისად ჩვენც ვუპასუხეთ გამოწვევას და გავაკეთეთ Altersocks- ის  ფრანგული ვებ გვერდი და ფრანგ მომხმარებლებს ჩვენ ფერად წინდებს ვუგზავნით“ -  აღნიშნავს რეზი ბესელაშვილი.


რეზი ბესელაშვილმა გადაცემაში პანდემიის დროს წარმოებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე როდესაც ყველაფერი ჩაკეტილი იყო და ქარხანაში მისვლა ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა წინდების წარმოება შეაჩერეს, თუმცა პირველი ივნისიდან ქარხანა კვლავ ამუშავდა.


მან  ასევე აღნიშნა,რომ ქართველ მწარმოებლებს სახელმწიფო ევროპული სტანდარტების დაცვას სთხოვს მაშინ როცა თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან პროდუქცია სრულიად უკონტროლოდ შემოდის. ეს კი ქართველ მწარმოებლებს  არაკონკურენტულ გარემოში აყენებს.


„ზოგადად  საქართელოში  პროდუქტის წარმოების დროს. პრობლემა არის ის, რომ  ადგილობრივ  მწარმოებლბს  სთხოვენ უსაფრთხოების ევროპული სტანდარტებით დაცვს, თუმცა მეორეს მხრივ წინდები, რომლებც თურქეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან შემოდის, არანაირად  არ კონტროლდება თუ რა პირობებში დამზადდა და აკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირით გათვალისწინებულ სტანდარტებს, აქედან გამომდინარე ადგილობრივი მწარმოებელი  მერე უკვე იმპორტულ პროდუქციასთან არაკონკურენტულ გარემოში ხვდება, რადგან  ადგილობრივ მწარმოებელს ერთის მხრივ თხოვენ ევროკავშირის სტანდარტების უსაფრთხოების ნორმების და ხვადასვხა  ლიცენზიების დაცვას, მაგრამ იმპორტით პროდუქტიშემოდის დიდი ტომრებით და არავინ ამოწმებს  რა  შემოდის და რას ყიდულობს ხალხი.“ -  აღნიშნავს რეზი ბესელაშვილი.



 რეზი ბესელაშვილის  თქმით კომპანია Alter Socks- მა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ , იმ იმედით  რომ სიტუცია დასტაბილურდებოდა ზარალზე იმუშავა და თანამშრომლებიც არ შეუმცირებია. მისივე თქმით  გამომდინარე იქიდან, რომ მათი პრდოქუაცია ქართულ  ელემენტებს შეიცავს და ტურისტებისთვის ინტერესის სფეროა, ტურიზმის შეჩერება მათზე ნეგატიურად  აისახა.


„სექტემბრიდან  ეტაპობრივად თითქოს  დაიწყო  სიტუაციის  გამოსწორება, მაგრამ  როგორც კი კორონამ იფეთქა და რიცხვები  გაიზარდა ეს  გაყიდვებს  შეეტყო, რადგან  ხალხი უსამსხუროდ  დარჩა, ზოგი კიდევ სავაჭრო ცენტრში სიარულს ერიდება. ასევე შეგვეტყო ის  ფაქტიც, რომ  ტურისტები  აღარ გვყავდა  ქვეყანაში, ჩვენი  წინდები ქართული  თემატიკის მატარებელიც არის და ტურისტულ სეგმენტში ძალიან  კარგად  მუშაობს.“ -  რეზი ბესელაშვილი.


Altersocks- ის წინდები ისეთ  მსხვილ ონლაინ პლატფორმებზე იყიდება, როგორებიცაა vendoo და onoff.ge , ასევე თვითონ კომპანისაც აქვს საკუთარი მიტანის სერვისი. რეზი ბესელაშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ახალ წელს ჩაკეტილი მოლებით არ შეხვდება და Altersocks შეძლებს, რომ ის  ზარალი რაც პანდემიამ მთელი წლის განმავლობაში მიაყენა წინასაახალწლო გაყიდვებით დააკომპენსიროს და ასევე იმ ფინანსური ვალდებულებების გადახდას შეძლებს,  რაც წლის განმავლობაში დაგროვდა.


„ძალიან  დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონსულტაციების შედეგად, რომელიც  მთავრობასა და ბიზნეს შორის გაიმართა, ეს საკითხიც განიხილეს, იმიტომ  რომ  მომხმარებლისთვისაც ბიზნესისითვისაც და ეკონომიკისთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი და იმედს ვიტოვებთ, რომ  წინასაახალწლო პერიოდს ჩაკეტილები არ შევხვდებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთლიანი გაყიდვებიდან 1-2% არის ონლაინ შეძენები. ჩვენ ასევე შავი პარასკევის დღეები წინა  შაბათ კვირას გადმოვიტანეთ, რადგან   ველოდებით, რომ სავაჭრო  ცენტრები პარასკევს ღია აღარ იქნება. —  აღნიშნავს რეზი ბესელაშვილი.


კითხვაზე თუ  რამდენად  შეუშალა პანდემიამ ხელი Altersocks სიახლეებსა და  გეგმებში, რეზი ბესელაშვილი პასუხობს, რომ პანდემიამ მათი გეგმები ძალიან შეანელა, რადგან Altersocks  ახალ დიზაინებზე და ახალი ტიპის წინდებზე მუდმივად ფიქრობს, თუმცა ამ პერიოდში ახალში ფულის ჩადება მომგებიანი არ იქნება.


„ფერადი  წინდა და სახალისო აქსესუარები მეორე ხაზზე გადადის, გეგმებს რაც შეეხება სუტუაცია რომ  გადაგორდება, ამის  განხორციელებას შემდეგ დავიწყებთ, მაგრამ ეხლა ეს გეგმები გადაიდო,  რაღაც გეგმები შენელდა.  აქამდე ახალ კოლექციას თუ წელიწადში სამჯერ  ვაკეთებდით, ახლა უკვე ერთხელ ვაკეთებთ , რადგან  პროდუქტის შექმნას დამატებითი ფინანსური რესურსები სჭირდება, რისი გაწევაც ამ პერიოდში გვიჭირს. „ -  აღნიშნავს  რეზი ბესელაშვილი.


თაკო კვაჭანტირაძე

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up