პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ნეგატიური ეფექტი დაახლოებით 4-5 წელს გასტანს – „კოლიერსი“

პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ნეგატიური ეფექტი დაახლოებით 4-5 წელს გასტანს – „კოლიერსი“

access_time2021-04-27 20:00:00

ეკონომიკისა და ტურიზმის ტრენდის ანალიზზე დაყრდნობით, „კოლიერსმა“ მოამზადა ტურიზმის სექტორის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი.


როგორც მათ კვლევაშია აღნიშნული, „პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ნეგატიური ეფექტი დაახლოებით 4-5 წელს გასტანს“. მათივე შეფასებით, აღდგენა ეტაპობრივად მოხდება და 2019 წლის შედეგები მიღწეული/აღდგენილი იქნება 2024 წლისთვის.


„2020 წლის საქართველოს ტურიზმის მონაცემები გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 79%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა 10%-ით (საქსტატი). სავარაუდოა, რომ საერთაშორისო ტურიზმის დაბალი აქტივობა 2021 წელსაც გასტანს. საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის დაბალ ტრენდზე, ჩვენი აზრით, იმოქმედებს ვაქცინაციის დაბალი ტემპი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 70% ვაქცინირებული უნდა იყოს 2021 წლის ზაფხულისთვის, საკმაოდ იმედისმომცემია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც აქვთ ვაქცინაციის გეგმები, თუმცა, ნაკლებად ამბიციური. მიუხედავად ამისა, თუ გადავხედავთ ვაქცინაციის მიმდინარე ტემპს ტურიზმის სამიზნე ქვეყნებში, შეიძლება ითქვას, რომ პროცედურა გაგრძელდება არანაკლებ 2021 წლის ბოლომდე.


საქართველოში ვაქცინაცია დაწყებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომია, ამ ეტაპისთვის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო 35,000-მა ადამიანმა, რაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების აზრით, გვიან შემოდგომაზე მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღის განვითარება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ აქტივობასა და გადაადგილებაში. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით, საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით აღდგება 30%-ით, რაც მოხდება ზაფხულის სეზონის ხარჯზე. 2022 წელს მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ დროისთვის მეტი ადამიანი იქნება აცრილი. ჩვენი აზრით, 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი მიაღწევს 2019 წლის მაჩვენებლის 60%-ს, მაგრამ სრული აღდგენა ამ წელსაც არ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან პანდემია კვლავ მიმდინარე ფაზაში იქნება. ჩვენი აზრით საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის შედეგს მიუახლოვდება 2023 წელს და ამ მონაცემს გადააჭარბებს 2024 წელს.



ადგილობრივი ტურიზმის ცვლილების ტრაექტორია საკმაოდ განსხვავდება საერთშორისო ტურიზმისგან. ქვეყნებს შორის გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, ტურისტები ირჩევენ და აირჩევენ ადგილობრივ ტურისტულ მიმართულებებს. 2020 წლის განმავლობაში, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა მხოლოდ 10%-ით, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში ადგილობრივი ტურიზმის შედეგები არ შეიცვლება ისე მკვეთრად, როგორც ეს მოხდება საერთაშორისო ტურიზმის შემთხვევაში. უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ზამთრის პირველი ორი თვე, როდესაც სათხილამურო კურორტები სრულიად დახურული იყო და პარალელურად მოქმედებდა კომენდანტის საათი. ეს 2 თვე ნეგატიურად იმოქმედებს ტურიზმის ჯამურ შემოსავალზე, თუმცა, ჩვენი აზრით 2021 წელს აღდგება 2019 წლის ადგილობრივი ტურიზმის 80%, ხოლო 2022-2024 წლებში ეს მონაცემი გაუთანაბრდება 2019 წლის მონაცემს.


ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ Fitch-ის, IMF-ის და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს 2021-2024 წლების ეკონომიკური ზრდა. IMF-მა 2021 წლის საქართველოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა, და მიუხედავად ამისა პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება (ზრდის მაჩვენებელი მერყეობს (3.5%-იდან 6%-მდე). საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (ჩვენ გამოვიყენეთ IMF-ს მონაცემები) გამოყენებით, გამოვთვალეთ, რომ ტურიზმის სექტორში შემოსავლები აღდგება შემდეგნაირად (2019 წელთან შედარებით): 2021 - 43% 2022 – 73%, 2023 – 93% და 2024 წელს გადააჭარბებს 2019 წლის მონაცემს,“- აღნიშნულია „კოლიერსის“ კვლევაში.


BPN.GE




თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up