პანდემიის მართვის საკომუნიკაციო კამპანიას ბიზნესი არასაკმარისად მიიჩნევს

პანდემიის მართვის საკომუნიკაციო კამპანიას ბიზნესი არასაკმარისად მიიჩნევს

access_time2021-11-22 10:00:04

დაბალი იმუნიზაციის ფონზე ეპიდემიოლოგების მიერ ცოტა ხნის წინ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პანდემიის მართვის პროცესს ,,რაღაც“ დააკლდა, ბიზნესიც იზიარებს. ყველაზე მეტად მათი შენიშვნა მთავრობის მიერ გაწეულ საინფორმაციო კამპანიას უკავშირდება. როგორც უძრავი ქონების სფეროს კონსულტანტი, ბიზნესმენი დავით გრიგალაშვილიკომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, შესაძლებელი იყო ინფორმაციის ლამაზად შეფუთვა და სწორად მიტანა მოსახლეობამდე, რაც ვაქცინაციის პროცესში მეტ დამაჯერებლობას შეიტანდა.



,,ჩვენ დაგვაკლდა კომუნიკაცია, რეკლამა, ინფორმაცია მოქალაქეებამდე ვერ მივიდა სწორად და დამაჯერებლად. ვაქცინაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებზე ამანაც იმოქმედა. კარგ რეკლამას არაფერი სჯობს, როგორ შეფუთავ, როგორ მიაწვდი, რომ ხალხი დააჯერო. არ უნდა დააშინო, პირიქით, დააფიქრო, ვაქცინაციის უპირატესობაში დაარწმუნო და პოზიტიურად განაწყო. აი, ეს დამაკლდა, საბოლოოდ მივიღეთ ვაქცინის მიმართ უნდობლად განწყობილი შეშინებული საზოგადოება, რომელიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ანტიპანდემიურ ღონისძიებებს სკეპტიკურად უყურებს. ამდენად, ხალხს რეკლამა დააკლდა, ბიზნესს - მომხმარებელი, რომელიც არ შეუშინდება გამოწვევებს და ჩადებს ინვესტიციას. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, სხვა ქვეყნებსაც უჭირთ, მათაც არანაკლებ შეეხო პანდემია, მათ შორის, მეზობელ რეგიონებშიც“, - აცხადებს დავით გრიგალაშვილი ,,კომერსანტთან“.



ანტიპანდემიური ღონისძიებები მეტნაკლებად მისაღებია კომპანია ,,აგარის შაქრის“ დირექტორის ლხან ალიზადესთვის. მისი თქმით, ცალკეული ბიზნესების მხრიდან საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა, რეგულაციების სათანადო დაცვა, რაც პანდემიის დონეზეც დადებით გავლენას მოახდენდა.



,,მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია და რა რესურსიც აქვს. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც დააკლეს, ძალიან თამამი ნათქვამი გამომივა, მე უფრო ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხი მგონია. სხვებზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენს შემთხვევაში, ვცდილობთ ზედმიწევნით დავიცვათ რეგულაციები, უსაფრთხოება, სისტემატურად ჩავატაროთ ტესტირება, რასაც კანონი მოითხოვს. რაც  შეიძლება კეთდება, მაგრამ მოსახლეობამდეც უფრო აქტიურად  უნდა მივიდეს ინფორმაცია, სხვა შენიშვნები არ მაქვს“, - ამბობს ალიზადე ,,კომერსანტთან“.




რაც შეეხება ,,აგარის“  ქარხნის მუშაობას, მისი თქმით, პრობლემები დაძლეულია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, არც პანდემიური პროცესების ნეგატიურ გავლენას განიცდიან.



ალხან ალიზადეს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიაში 500 ადამიანია დასაქმებული.



შეგახსენებთ, რომ  ,,აგარის შაქარმა“ სრული დატვირთვის მუშაობა 2021 წლის 1-ლი აპრილიდან განაახლა. ქარხანამ მუშაობის განახლება  სახელმწიფოს მხარდაჭერით მოახერხა. ქარხანა წლის ბოლომდე 70 000 ტონა შაქრის ნედლეულის გადამუშავებას გეგმავს. 



რაც შეეხება ფაქტს, რომ პანდემიური პროცესების მართვას საინფორმაციო კამპანია დააკლდა, რამდენიმე დღის წინ NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც განაცხადა.



„რა დავაკელით? ვაღიარებთ, საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო“, - ასე უპასუხა მან ვაქცინაციის ტემპთან დაკავშირებით მედიის კითხვას.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up