პანდემიის მართვაში ანტირეკორდები იქნება, ვიდრე ხელისუფლება პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღებას არ შეწყვეტს

პანდემიის მართვაში ანტირეკორდები იქნება, ვიდრე ხელისუფლება პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღებას არ შეწყვეტს

access_time2021-11-24 13:30:00

„ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა ოთხშაბათს, 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ შემცირდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეწყვეტს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვაში. აქვე იგი ასახელებს გარკვეულ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეპიდემიის მართვა.

 


„სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში. ახლა ერთ-ერთი ლიდერები ვართ გარდაცვალების მხრივ. სამწუხაროდ, ეს დინამიკა არ შეწყდება. არ შემცირდება არც ინფიცირებულთა და არც გარდაცვლილთა რაოდენობა მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტურ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჯერ კიდევ მარტიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას: პირველი, ეს არის ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია, მეორე, ეს არის სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია ეპიდემიოლოგიურად ძალიან მაღალ რისკ ჯგუფებში, მობილური ჯგუფების მობილიზება და ვაქცინების მიტანა მაქსიმალურად ახლოს მოქალაქეებთან და მიზანმიმართული საგანმანათლებლო კამპანია. როგორც ჩანს, პრემიერი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან, ამიტომ მთელი მისი პოლიტიკა, „ქართული ოცნების" პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში, არის ერთგვარი კვერის დაკვრა და სიამოვნება ანტივაქსერული, აგრესიული ჯგუფებისა, რის ფასსაც ვიხდით ჩვენ ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით და უამრავი ინფიცირებულით“, - განაცხადა კალოიანმა.


 


ვახტანგ კალოიანმა ასევე აღნიშნა, რომ საავადმყოფოები დატვირთვის ზღვარზე არიან.

 


„ჰოსპიტალური სექტორი საკმაოდ გადაძაბულია, ჯერჯერობით ადგილები არის, თუმცა ეს არის დატვირთვის ზღვარზე, რაც ზრდის შეცდომების, შიდა ჰოსპიტალური ინფექციებს და პაციენტების მართვაში პრობლემებს. ჩვენ თითქმის 100%-იან დატვირთვაზე ვმუშაობთ მაშინ, როდესაც 75%-ზე მეტი დატვირთვა ჰოსპიტალში ითვლება მაღალი რისკის შემცველად. სამწუხაროდ, ამას ხელისუფლება არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

 


24 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 64 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსმა საქართველოს 11 679 მოქალაქე იმსხვერპლა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up