პანდემიის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე

პანდემიის გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე

access_time2021-03-11 12:25:36

XXI საუკუნეში თუ რამე შეაჩერებდა მსოფლიოს აჩქარებულ რიტმს, რადიკალურად შეცვლიდა ჩვენი ცხოვრების წესს და სამომავლო გეგმებს, ალბათ არავის ეგონა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ნიღაბი და ანტიბაქტერიული საშუალება რომ ე.წ.„ Must Have” ნივთები გახდა ჩვენთვის.


დადგა დრო, როცა მომავლის განჭვრეტა ძნელი გახდა და უფრო მეტს ვფიქრობთ ისეთ საჭირო და უპირობოდ დადებითი ნაბიჯების გადადგმაზე, როგორიც მოგზაურობა, ქორწილის დაგეგმვა თუ  უძრავი ქონების შეძენაა.


დიახ, კოვიდ 19-მა გავლენა ამ სფეროზეც მოახდინა. ადამიანები მეტი დაფიქრებით ეკიდებიან ბინის ყიდვის საკითხს, განვადების გაკეთებას და  იპოთეკური სესხის აღებას. მსგავსი გარემო-პირობები,  ბუნებრივია ახდენს გავლენას მნიშვნელოვანი გადაწყვტილების მიღების დროს, შესაბამისად, არამდგრადმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მოთხოვნა უძრავ ქონებაზე შეამცირა. იკლო მშენებლობებმაც,  ახალაშენებული ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია.


გარდა ამისა,  2021 წლის იანვარში, თბილისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა, ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი კი 26%-ით.


როგორ იმოქმედა პანდემიამ ბინების ფასზე თბილისში?


რაც შეეხება ფასებს, ზოგიერთ უბანში შემცირდა, ზოგგან კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მოიმატა. მაგალითად, 2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი საბურთალოზე, ფონიჭალასა და ბაგებში 10%, 9% და 4% -ით შემცირდა, ეს ალბათ იმიტომ რომ ფონიჭალაში ახალაშენებული ბინების ბაზარი ნაკლებად აქტიურია. სამაგიეროდ, წყნეთში, მთაწმინდაზე, გლდანში და ნაძალადევში ფასი  14%, 9% და 7-7%-ით გაიზარდა. ძველი აშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 14%, 13% და 7%-ით კრწანისში, წყნეთსა, და ისანში, პირიქით, გაიზარდა. 


შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ და აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.



როგორ მოვძებნოთ სასურველი ბინა თბილისში?


თუ გსურთ დეველოპერების ყველა შეთავაზება, ერთ სივრცეში ნახოთ, უძრავი ქონების ყველაზე დიდ პლატფორმას უნდა მიმართოთ. თბილისში ბინის შეძენისას area.ge დაგეხმარებათ!



არეა გთავაზობთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენი მომავალი ბინის შესახებ, გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ კომპანიას და გაეცნოთ ყველა წვრილმანს, მშენებლობის ხარისხიდან დაწყებული , დასრულების, ჩაბარების ტიპისა და სხვა თქვენთვის საინტერესო დეტალების შესახებ. მეტიც, არეა დაგეხმარებათ, საჭიროების შემთხვევაში აიღოთ იპოთეკური სესხი მარტივად და შეიძინოთ ბინა, რომელზეც აქამდე ოცნებობდით.

 

(R)


თეგები:
არეა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up