2020 წელს განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი 39,5%-ით, კომპიუტერული დანაშაული კი 18,7%-ით გაიზარდა - IDFI

2020 წელს განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი 39,5%-ით, კომპიუტერული დანაშაული კი 18,7%-ით გაიზარდა - IDFI

access_time2021-04-11 14:00:43

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2020 წლის კრიმინალის სტატისტიკა და მასზე პანდემიის გავლენა შეისწავლა. ანალიზის თანახმად კომენდანტის საათის პირობებში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, სხვა პერიოდში კი გაიზარდა. საერთო 11.7%-იან კლებაზე დამატებითი გავლენა ნარკოდარევებზე კონტროლის შესუსტებამაც გამოიწვია.


კვლევის ავტორთა დასკვნით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ და კარანტინში პოტენციურ მოძალადეებთან მარტო დარჩენამ დანაშაულის ჩადენის ალბათობა გაზარდა, რაც რიცხობრივად ნაწილობრივ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ და ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვამ დააკომპენსირა.


2020 წელს სულ დარეგისტრირდა 56,596 დანაშაული, რაც  11.7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.


2020 წელს, დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, სხვადასხვა დანაშაულების მიმართებით კვლავ შენარჩუნდა მზარდი ტენდენცია. მაგალითად, განზრახ მკვლელობების მაჩვენებელი გაიზარდა 39,5%-ით, თვითმკვლელობამდე მიყვანა +6,3%, მუქარა +36,3%, კომპიუტერული დანაშაული +18,7%, ოჯახში ძალადობა +6,9%.


2020 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის  შემცირება უმეტესწილად განპირობებულია საკუთრების წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულების (-3149 შემთხვევა) და ნარკოტიკული დანაშაულების რიცხვის (-2963 შემთხვევა)  მკვეთრი კლებით;


დანაშაულის რიცხვის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ და კომენდატის საათმა. მაგალითად,  ქურდობის მაჩვენებლები, რომელიც საერთო დანაშაულების 32%-ს შეადგენს,  2020 წლის აპრილის თვეში  40%-ით შემცირდა  წინა წლის იგივე თვესთან შედარებით.



2020 წლის ივნისის თვიდან (შეზღუდვების მოხსნასთან ერთად),  დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად იმატებს და აგვისტოს-სექტემბერში აჭარბებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდებს.


დანაშაულის რიცხვი კვლავ  კლებას იწყებს ოქტომბრის თვიდან, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დანაშაულების მიმართ კონტროლის შესუსტებასთან. მაგალითად, ნარკოტიკული დანაშაული 2020 წლის ოქტომბრის თვეში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით შემცირებულია 80%-ით.


ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი 2020 წელს 7%-ით გაიზარდა. თუმცა, ოჯახში ძალადობის ყოველთვიური რეგისტრირებული შემთხვევების მიხედვით, შეზღუდვებისა და კომენდანტის თვეების დროს რეგისტრირებული შემთხვევები არ გაზრდილა.


2020 წელს, შეზღუდვების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპიუტერული დანაშაული. 2020 წლის აპრილში  303 კომპიუტერული დანაშაულის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო 4 წლის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელია.


2020 წელს ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მიუხედავად 7,7%-ით გაიზარდა სატრანსპორტო დანაშაულის მაჩვენებელი.


IDFI-ის დასკვნით კრიმინოგენური თვალსაზრისით მოლოდინები ნეგატიურია, რის გამოც შესაბამის უწყებებს განსაკუთრებული ძალისხმევით მუშაობა გახდება საჭირო. დასკვნაში ვკითხულობთ:


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის ანალიზით ირკვევა რომ, 2020 წელს დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირება, უმეტესწილად პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებებით არის განპირობებული და ნაკლებად კავშირშია ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.  ამასთან, ცალკეული დანაშაულების მკვეთრი შემცირება, (მაგალითად ნარკოტიკული დანაშაული) სავარაუდოდ საარჩევნო წელს საპოლიციო კონტროლის შემსუბუქებას უკავშირდება.  ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მზარდი ტენდენცია.  ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს კომპიუტერულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ყოველწლიურად იმატებს, ხოლო მათი გახსნის მაჩვენებელი 10%-ს ვერ აღწევს.


2020 წელს რეგისტრირებული დანაშაულის ყოველთვიური მონაცემების ანალიზი, ასევე პანდემიის შედეგად გაუარესებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქმნის  ნეგატიურ მოლოდინებს,  დროებითი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის  გაურესებასთან დაკავშირებით.  შესაბამისად, კრიმინოგენური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში შესაბამისი უწყებების განსაკუთრებული ძალისხმევა.“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up