პანდემიის გამო ყაზბეგში სასტუმრო Step inn - ის გახსნა ერთი წლით გადაიდო

პანდემიის გამო ყაზბეგში სასტუმრო Step inn - ის გახსნა ერთი წლით გადაიდო

access_time2020-09-18 16:50:51

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო,  ყაზბეგში სასტუმრო Step Inn - ის გახსნა 2021 წლის ივლისამდე გადაიდო. ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროს თანამფლობელმა ანი ალიბეგაშვილმა განუცხადა. ანი ალიბეგაშვილის განცხადებით პანდემიამ არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს არამედ სამშენებლო მიმართულებასაც მნიშნელოვანი ზიანი მიაყენა.


„სასტუმროს მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსმა დაბრკოლებები შეგიქმნა. სამი თვის პერიოდში როდესაც მუშაობა შეჩერდა ისეთ პრობლემებს წავაწყდით, რომ პროექტი ვეღარ გავაგრძელეთ. 12 მაისიდან მუშაობის ნებართვა მივიღეთ, მაგრამ ბრიგადების მობილიზებას დრო დაგჭირდა,  მშენებლობა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად გამოვიდა რომ ზუსტად სამი თვე  ვერ განვაახლეთ სამუშაოები. იყო კიდევ  დამატებითი  შეფერხებები, რაც რთული ინჟინერიით იყო გამოწვეული. კოვიდმა არა მხოლოდ  ტურიზმის  სექტორს, არამედ სამშენებლო მიმართულებასაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა და იმ ყველა შესასრულებელი საქმის, რიგ შემთხვევაში გაურკვეველი ვადითაც კი გადავადება მოხდა. ამჟამად გადახურვითი და მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს და სასტუმროს გახსნის ვადამ დაახლოებით ერთი წლით გადაიწია, რადგან იქ პრობლემა კლიმატიდან გამომდინარეცა , სამუშაოებისთვის არ არის დიდი დრო, უკვე სექტემბრის თვეც გადის და შესაბამისად კლიმატის და დაკარგული დროის გათვალისწინებით გამოდის, რომ სასტუმროს გახსნა ივლისისთვის გადაგვივადდა“, -  აღნიშნავს ანი ალიბეგაშვილი


სასტუმრო Step Inn ყაზბეგში სტეფანწმინდაში მდებარეობს. სასტუმროში ჯამში 21 ნომერი იქნება , რომელიც მოიცავს  17 სტანდარტულ საოჯახო ტიპის ნომერს, ასევე ლუქსის ტიპის და ორ სართულიანი ნომრებს, ამას გარდა სასტუმროს ტერიტორიაზე იქნება კოტეჯი.


ანა ალიბეგაშვილი "კომერსანტთან"  საუბრისას აღნიშნავს, რომ მენეჯმენტის ჩანაფიქრი არის ის, რომ Step inn გახდეს ბრენდი, რომელიც მთის რეგიონებს მოიცავს და იქნება ქსელის სახით  წარმოდგენილი, თუმცა ამ ეტაპზე პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ ყაზბეგის სასტუმროს დასრულებაზე არიან ორიენტირებულები.



„გარემოებებიდან გამოიკვეთება ტურიზმის სექტორში პანდემიის შემდეგ თუ რა სურათს მივიღებთ, რამხელა მოთხოვნა იქნება, სამომავლო ბიზნეს გეგმებიც ამ ყველაფერზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით იმით, რომ ამ პროექტს  ვასრულებთ აუცილებლად და ახალ სიტყვას  ვიტყვით სასტუმროების ქსელში და ალბათ  სამომავლო გეგმებზე 1-2 წლიანი შესვენების  შემდეგ   შევძლებთ , რომ ვისაუბროთ.“ -  აღნიშნავს ანი ალიბეგაშვილი


როგორც ანა ალიბეგაშვილი აღნიშნავს Step inn – ს სხვა სასტუმროებისგან განასხვავებს შიდა სივრცე, დიზაინი და გარე მოპირკეთება, რომელიც ვიზუალურად მიახლოებული იქნება ყუროს ქედთან.


„მიუხედავად იმისა, რომ დიდი სასტუმრო არ არის, სასტუმროს ექნება ყველა ტიპის სივრცე რომელიც ადამიანს კარგი დასვენებისთვის სჭირდება, იქნება სამუშაო სივრცე,  ასევე სასტუმრო შშმ პირებზე იქნება მორგებული , იქნება საკონფერენციო დარბაზი, რომელიც მცირე ზომის კონფერენციებსდა სემინარებს მიიღებს. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ კარგი ხედები არამედ შიდა სივრცის მოწყობაცაა,  გვინდა რომ ინტერიერი იყოს მყუდრო და კომფორტული. ასევე სასტუმროში განთავსდება რესტორანი, რომლის ნაკლებობაც არის ყაზბეგში. სასტუმროში ასევე მოეწყობა მცირე ზომის გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი, ლამაზი ტერასით და ხედებით. 


სასტუმრო მოპირკეთდება ბუნებრივი ჭაჭის ქვებით, რაც ყაზბეგში მოიპოვება და გაიმეორებს იმ რელიეფს, როგორიც არის ყუროს ქედი, ამ გადაწყვეტილებით სასტუმრო სინთეზში მოვა ბუნებასთან, ასე რომ იმედი  გვაქს რომ შენობაც თავისი არქიტექტურული ღირებულებით  თავის  სიტყვას იტყვის.“ -  აღნიშნავს ალიბეგაშვილი

 

თაკო კვაჭანტირაძე 

 



თეგები:
Stepp inn



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up