კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ბანკების ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 965,478,034 ლარი გახდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 199,446,277 ლარი იყო.
თიბისი ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის 6 თვის მონაცემებით, „თიბისი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის II კვარტალში ეს მონაცემი 469,535,955 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 90,181,665 ლარი.
საქართველოს ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „საქართველოს ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 398,752,510 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 75,552,329 ლარი.
ვითიბი ბანკი ჯორჯია
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი იყო.
ლიბერთი ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 32,817,386 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 18,727,996 ლარი.
ბაზისბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 26,481,681 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში კი 8,063,569 ლარი შეადგინა.