კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ბანკების ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 1.009.367.311 ლარი გახდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 256.530.591 ლარი იყო.
თიბისი ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, „თიბისი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის III კვარტალში ეს მონაცემი 493,370,208 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 122,111,162 ლარი.
საქართველოს ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „საქართველოს ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ეს მონაცემი 409,292,612 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 96,265,175 ლარი.
ვითიბი ბანკი ჯორჯია
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ეს მონაცემი 41,577,385 ლარი, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 8,478,274 ლარი იყო.
ლიბერთი ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ეს მონაცემი 39,707,202 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 23,007,832 ლარი.
ბაზისბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ეს მონაცემი 25,419,904 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში კი 6,668,148 ლარი შეადგინა.