პანდემიის გამო „იფქლის“დასახელების ყველა პროდუქტი დღეიდან სრულ შეფუთვაზე გადადის

პანდემიის გამო „იფქლის“დასახელების ყველა პროდუქტი დღეიდან სრულ შეფუთვაზე გადადის

access_time2020-03-16 10:12:32

კომპანია იფქლის დასახელების ყველა პროდუქტი დღეიდან მაღაზიის დახლებზე მხოლოდ სრულად შეფუთულ, თავმოკრულ მდგომარეობაში გაიყიდება. აღნიშნული გადაყვეტილება კომპანიის დირექტორატმა და დამფუძნებელმა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო მიიღეს.


„ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს. ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეუფუთავი პურის დაბინძურების რისკი მაღაზიებში მაღალია. ჩვენ ვიზიარებთ მომხმარებლების შიშს და მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად შევფუთოთ ჩვენი წარმოების ის პროდუქტი, რომელიც აქამდე ნახევრად შეფუთული იყიდებოდა ქსელებში. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებული ცვლილების ფინანსურ ნაწილს კომპანია სრულად იღებს საკუთარ თავზე. სრული შეფუთვების მიუხედავად, არც ერთი დასახელების პროდუქტზე ახლო მომავალში ფასი არ შეიცვლება.“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი, არისი ბოჭოიძე.


პროდუქტის ახალი შეფუთვების ბეჭდვა უკვე დაწყებულია და ის წარმოებაში ეტაპობრივად, დღეიდან ჩაეშვება. შეფუთვის ახალი დიზაინი მაქსიმალურად არის მიახლოებული ძველ ვიზუალთან, რომ მომხმარებლებმა ადვილად შეძლონ პროდუქტის იდენტიფიცირება. განახლებული ვიზუალით პური შემდეგ ქსელურ მარკეტებში გაიყიდება: ნიკორა, კარფური, სპარი, იოლი, მაგნიტი, ევროპროდუქტები, მადაგონი, GL, უნივერსამი, ასევე, უბნის მაღაზიებში თბილისისა და რეგიონების მასშტაბით.


ასორტიმენტის სრულად შეფუთვის გარდა, ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად კომპანია „იფქლი“ საწარმოში არაგეგმიურ დეზინფექცირებებს ატარებს. ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება კომპანიის კუთვნილი სადისტრიბუციო ავტომობილები და პურის ყუთები. დისტრიბუტორებს გამოყოფილი აქვთ სადეზინფექციო ხსნარები, რომლებსაც ყოველ ობიექტში შესვლამდე და გამოსვლისას იყენებენ. მუშაობის დაწყებამდე ტემპერატურა ეზომება „იფქლის“ თითოეულ თანამშრომელს, ხოლო პროდუქტის შეფუთვა საწარმოში სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.




თეგები:
იფქლი



„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up