გუდვილი: პანდემიის პირობებში ჩვენი მომხმარებლის ქცევები შეიცვალა

გუდვილი: პანდემიის პირობებში ჩვენი მომხმარებლის ქცევები შეიცვალა

access_time2020-09-18 12:00:17

გლობალური პანდემიის გავლენა გარდა იმისა, რომ ონლაინ ვაჭრობის კოლოსალურ ზრდაზე აისახა, ამავდროულად გამოიკვეთა სუპერმარკეტების ქსელებში მომხმარებლის უპირატესობებიც. როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობა ფაქტობრივად უარს ამბობს მზა საკვების ყიდვაზე და განსაკუთრებით ისინი, ვინც ჯერ კიდევ დისტანციურად მუშაობენ, საკვების სახლში მომზადებას ამჯობინებენ.  


პანდემიის შემდგომ როგორ შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა, რა პროდუქტებზე შემცირდა მოთხოვნა და რას ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას - ამ კითხვებით„კომერსანტი“ სუპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ გენერალურ დირექტორს გიორგი ხაბაშვილს დაუკავშირდა.


როგორც  ხაბაშვილი ამბობს, მოთხოვნა მზა კვების პროდუქციებსა და ბოთლის ღვინოზე შესამჩნევად შემცირებულია, თუმცა გაყიდვების ზრდის ტემპი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გამოიკვეთა. 


იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის პერიოდში ბევრი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, მოთხოვნა მზა კვების პროდუქციაზე შემცირებულია. როდესაც მომხმარებელი ძირითადად დისტანციურად მუშაობს და ოფისში არ გადის, რა თქმა უნდა, მზა კვების მიმართულებით მოთხოვნაც ნაკლებია. თუმცა, ამ თვალსაზრისით, სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება. ასევე, პანდემიის პერიოდში ბოთლის ღვინის გაყიდვებია ძალიან შემცირებული.


ეს კლება ზოგად გაყიდვებზე საკმაოდ მძიმედ აისახა, თუმცა ციფრების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.



პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია. ძირითადად ეს საკვებს ეხება, როგორიცაა - ბურღულეული, კვერცხი, გაყინული პროდუქცია და ა.შ. „ - განმარტავს გიორგი ხაბაშვილი.


როგორც გიორგი ხაბაშვილი აღნიშნავს, სიტუაციის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა „გუდვილი სტრატეგიულ გეზს არ ცვლის  და ახალი პროექტის „გუდვილი გურმეს“ გაფართოებას დედაქალაქსა და რეგიონებში აპირებს. 


„ამ პერიოდში აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ-გაყიდვების მიმართულებით, ვცდილობთ, რომ ბაზარზე გავაქტიურდეთ. მოგვიწია მარჟების შემცირება იმისათვის, რომ  მომხმარებელს უფრო მეტი შესაძლებლობა ქონდეს, შესყიდვები განახორციელოს.


სიტუაცია მკაფიოდ პროგნოზირებადი ვერ იქნება. თუ პანდემიის ტენდენცია შენარჩუნდა, ამ შემთხვევაში ნახტომისებურ გაუმჯობესებებს არ ველოდებით. იგრძნობა, რომ მომხმარებელიც და ზოგადად საზოგადოება ნელ-ნელა ეჩვევა  ამ გლობალურ პრობლემასთან თანაცხოვრებას. 

ჩვენი სტრატეგია უცვლელია ახალი ფორმატი, რომლითაც ჩვენ შემოვედით ბაზარზე „გუდვილ გურმე“ , მის გაფართოებაზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ.

რეგიონებში ჯერ არ არის გურმე წარმოდგენილი და ამ პროექტის აქტიურად განვითარება მხოლოდ თბილისში ხდება. შემდეგ ეტაპებზე რეგიონებშიც განვავითარებთ. 

უკან დახევის სტრატეგია არ გვაქვს, რადგან ეს კარგს არაფერს მოიტანს. თუმცა, ორგანიზაციაში მაქსიმალურად ვცდილობთ პროცესების ოპტიმიზაციას - აღნიშნავს „გუდვილის“ გენერალური დირექტორი. 


ანი ცარციძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up