პანდემიის გამო, გუდაურში „რედკოს“ საცხოვრებელი სახლების გაყიდვა 95 პროცენტით შემცირდა

პანდემიის გამო, გუდაურში „რედკოს“ საცხოვრებელი სახლების გაყიდვა 95 პროცენტით შემცირდა

access_time2020-05-22 15:30:42

 „გაყიდვების მაჩვენებელი უძრავი ქონების ბიზნესში იმდენადაა შემცირებული, რომ შეუძლებელია ეს მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდეს. მათ ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ჩვენთან ბინის შეძენა,  ისინი მხოლოდ ხელფასზე არ არიან დამოკიდებული, ერთი და ორი თვე მათ ფინანსებს ასე თავდაყირა ვერ დააყენებდა. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ახლა ფულის ხარჯვის პროცესი დროებით შეჩერდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.


კომპანია „რედკომ“ გუდაურის განვითარების პროცესი ცოტა ხნის წინ განაახლა. როგორც ცნობილია დეველოპერული კომპანია პროექტ „ახალი გუდაურის“ ფარგლებში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს აშენებს, ასევე ადგილზე მიმდინარეობს რედისონის ბრენდის სასტუმროს მშენებლობაც. 2019 წელს „რედკომ“ სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამშენებლო კომპანია „ანაგს“ გადააბარა, რომელიც, მათი თქმით, პასუხისმგებელია „რადისონ ბლუ გუდაურის“ და სხვა პროექტების მშენებლობასა თუ  ხარისხზე.


„გუდაურში საგანგებო მდგომარეობისა და კლიმატის გამო  სამუშაოები შეჩერებული იყო. ამჟამად, ჩვენი კონტრაქტორი კომპანია „ანაგი“ ადგილზე იმყოფება და  იმ პროქტებს, რომელიც ზამთრის პერიოდში  შეჩერებული იყო, კვლავ განაახლებს. მშენებლობის პროცესს ხელს არაფერი უშლის, თუმცა მოთხოვნა ძალიან რთულად პროგნოზირებადია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ბაზარზე ერთგვარი შიშის სინდრომი გაჩნდა.  ამიტომაც, საცხოვრებელი სახლების გაყიდვებისა და დაინტერესების მაჩვენებელი ჩვენთან 95 პროცენტით დაეცა.

რაც შეეხება სასტუმროს - „რედისონის“  ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ჩვეული გრაფიკით მიმდინარეობს და ვეცდებით რომ, მალე გავხსნათ. მთავარია პესიმისტურად არ განვეწყოთ და არ შევაჩეროთ პროცესები,“ - აღნიშნა მალხაზ კუნელაურმა.


 

ამასთან ზაფხულის შუა რიცხვებში  კომპანია თბილისში, კერძოდ კრწანიში, ბრიტანეთის საელჩოს გვერდით,  საცხოვრებელი დანიშნულების ახალ მოცულობით პროექტს იწყებს.


ცოტა ხნის წინ კი „რედკოს“ იურისტმა „კომერსანტთან“ ციხისძირის ახალი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის Bamboo Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება დააანონსა.

 

მარიამ მორგოშია






მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა
access_time2021-01-18 13:10:13
მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული. სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი. Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე 129 მლნ-ის ბუფერი ჰქონდა და 3 კვარტლის მდგომარეობით, 1 ოქტომბრისთვის, 108 მლნ-მდეა შემცირებული. 7 მლნ-ის ½-ზე მეტი მსხვილ მოთამაშეებზე მოდის, თუმცა ზუსტი წილი ვერ გამოითვლება რადგან "რიკო კრედიტს" ანგარიშგებაში...

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
access_time2021-01-18 12:01:04
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა, მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება კი 89...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...


მსგავსი სიახლეები

up