ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ძვირადღირებული საკვების ინდუსტრია რეცესიის ფაზაში შევიდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.ვაგიუს ჯიშის ძროხის ხორცი, ცისფერი თინუსი, ხიზილალა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკვებისა, რომელზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ვინაიდან მათი მწარმოებლებისთვის მთავარი ბაზარი რესტორნები და ძვირადღირებული სასტუმროებია.
რესტორნების ონლაინ დაჯავშნის სერვისის მონაცემთა ბაზის, OpenTable-ის ინფორმაციით, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, კანადაში, ავსტრალიაში, ირლანდიასა და მექსიკაში მდებარე კვების ობიექტებზე მოთხოვნა თითქმის 80%-ითაა შემცირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge