პანდემიის გამო არანორმალური ტემპით მთელ მსოფლიოში მხოლოდ ლარი უფასურდება

პანდემიის გამო არანორმალური ტემპით მთელ მსოფლიოში მხოლოდ ლარი უფასურდება

access_time2020-03-26 13:00:57

მსოფლიოს 160 ქვეყანას შორის, ლარი გაუფსურებით პირველ ადგილზეა. რეგიონში გაუფასურების უპირობა ,,ლიდერია“ საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორისაც, 18 მარტიდან ყველაზე მეტად სომხური დრამი გაუფასურდა (1.2%), რაც ლარის გაუფასურების ტემპზე თექვსმეტჯერ ნაკლებია. თურქული ლირის ფასი ამავე პერიოდში თითქმის არ შეცვლილა (0.0%), ხოლო დანარჩენი მეზობლების ვალუტები - გამყარდა. ხელისფულება ამბობს, რომ გაუფასურება კორონავირუსის ბრალია და საქართველო ამ მხრივ ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ციფრები, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და მთავრობას აშკარა ტყუილში ამხელს.


24 მარტის მონაცემებით, ბოლო 7 დღეში ლარი მსოფლიოს 160-მდე ვალუტას შორის ყველაზე მეტად გაუფასურდა. ლარის ფასი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 20%-თ შემცირდა (19.8%), რაც ბევრად აღემატება ყველა სხვა ვალუტის გაიაფების ტემპს. ლარის შემდეგ მეორე ადგილზე გაუფასურებით ინდონეზიური რუპიაა (7.2%), ხოლო მესამეზე - ზამბიური კვაჩა (5.5%).


პირველი მარტიდან ლარზე მეტად ჯამში მხოლოდ მექსიკური პესო გაიაფდა (21.2%). ლარის შემდეგ, გაუფასურებით მსოფლიოში მესამე ადგილზე კოლუმბიური პესოა (15.8%), ხოლო მას მოსდევს რუსული რუბლი და ნორვეგიული კრონა (ორივე 15.2%-თ). ამ ქვეყნების ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ნავთობის მოპოვებასთან და მათი ვალუტების გაიაფებაც დიდწილად ნავთობის ფასის მკვეთრ კლებას უკავშირდება.


რუსეთის გარდა, საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორის პირველი მარტიდან არც ერთი ვალუტა არ გაიაფებულა 3.7%-ზე მეტით, რაც ლარის გაუფასურების მაჩვენებელზე ხუთჯერ ნაკლებია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დღეებში ბურლიც გამყარების გაზას დაადგა, ისევე როგორც თურქული ლირა. საკმაოდ მყარად გამოიყურება უკრაინული გრივა და მოლდოვური ლეიც.


საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში (2 მარტიდან 25 მარტამდე) თითქმის 66 პუნქტით, 2,79-დან 3,44 ნიშნულამდე გაუფასურდა. 23,6%-იანი ვარდნის მთავარ მიზეზად კორონავირუსი და ამის შედეგად, შენელებული ეკონომიკური ზრდა სახელდება.


„მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.


იზოლირებულ კუნძულზე არ იმყოფება აზერბაიჯანი, მაგრამ მისი ეროვნული ვალუტა მყარად 1,70-იან ნიშნულზეა, თურქული ლირაც კი, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მგრძნობიარე ვალუტად შეიძლება ჩაითვალოს, უმნიშნელოდ თმობს. საკმაოდ მყარად გამოიყურება სომხური დრამი, რომელიც ბოლო წლებში არც ერთი კრიზისის დროს არ გაუფასურებულა.


არადა, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც, ირწმუნებიან, რომ გაუფასურება, კორონავირუსს და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე დევალვაციას უკავშირდება. შესაბამისად, ერთნაირად ზარალდება ყველა ეკონომიკა, მათ შორის, საქართველოსიც.



ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი, პაატა შეშელიძე ამბობს, რომ მიდგომები, რომელიც მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვთ, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყნის ეკონომიკას.


,,როგორც ყოველთვის იტყუება ხელისფულება და რატომ გვიკვირს? რა ნაბიჯები უნდა გადადგან კითხვაც კი არ უნდა დაისვას. უბრალოდ, უნდა შეწყვიტონ მავნებლობა. აქ რამე დიდი ეკონომკური საიდუმლო კი არ იმალება. თვითონ ზრდიან ფულის მასას გადაჭარბებული ხარჯის გამო და რომ არ მოხდეს გაუფასურება, ეს უნდა შეწყვიტონ. ფულის მოცულობა მატულობს იმისათვის, რომ სახელმწიფო ხარჯები დაიფაროს.


ახლა ორმხრივად ნეგატიური ეფექტი გვაქვს. ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ვითომ ხარჯავს რეზერვებს, მეორე მხრივ კი, ზრდის ფულის მასას მიმოქცევაში. ეს არის გიჟის აქტივობა და მეტი არაფერი. ისინი ან იძულებელნი არიან, დაჰყვნენ მთავრობის ბრძანებებს, ან კომპეტენცია არ ჰყოფნით“, - განუცხადა შეშელიძემ ,,რეზონანსს“.


როვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულიაც ადასტურებს, რომ ლარს არასოდეს ისე არ გასჭირვებია, როგორც დღეს, განსაკუთრებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.


ჩვენი ვალუტა პრაქტიკულად, ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ვალუტებს შორის, რომელმაც დროის მცირე შუალედში ასეთი დევალვაცია განიცადა. ჩვეულებრივ სიტუაციაშიც კი არის განცდა, რომ ლარს ყველაფერი შეიძლება მოუვიდეს და მით უმეტეს, როდესაც ასეთი ცნობები მოდის არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ გარეშე სამყაროდან“, - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ საქართველში პანდემიის აღქმა გაცილებით ემოციური და მძაფრია, ვიდრე რეალობაა.


როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ლარის გაუფასურება, მხოლოდ გარე ფაქტორებს უკავშირდება, ეს უცოდინარობაა ან რაღაცის დაფარვის მცდელობა, - ასე აფასებს, ხელისუფლების განცხადებებს და ლარის კურსის ირგვლივ აჟიოტაჟს ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი.


მიზეზი ლარის კურის გაუფასურებას ყოველთვის აქვს ორი: ერთი - საგარეო, ამ შემთხვევაში ნავთობის ფასი. მეორე კი - შიდა, რომელიც პირდაპირპროპორციულია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა. დეტალები ხელისუფლებამ უნდა გაამხილოს, ოღონდ სიმართლე. როცა მთავრობა ამბობს, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ გარე ფაქტორებს უკავშირდება, ეს ან უცოდნარობაა, ან რაღაცის დაფარვის მცდელობა.


ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა რეზერვების უშედეგო ხარჯვაა, თუ არ მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გადახედვა საგანგებო მდგომარეობის გამოწვევების შესაბამისად. ამ ვითარებაში უნდა მივიღოთ საგანგებო ბიუჯეტი.


მთავრობამ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს რამდენიმე მიმართულებით:


1. კორონავირუსის ინფექცის შეჩერება, შემცირება, მოსპობა;

2. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სურსათის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა და ამ ამოცანიდან გამომდინარე სხვა აქტივობები;

3. ელექტრონული მთავრობის ფუნქციონირების სისტემის სრულყოფა, ქვეყნის ინტერნეტიზაციის გაზრდა და კიბერუსაფრთხოების სისტემის შექმნა (ეს უკანასკნელი 2019 წლის შემოდგომის გამოცდილების ფონზე ზეაქტუალურია - მით უმეტეს „შინმჯდომი საზოგადოების“ დროს);

4. ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება მინიმუმ ორვარიანტიანი სცენარისთვის (პირველი - ეკონომიკური ზრდის შემცირების შეკავება, მეორე - ეკონომიკური კრიზისის დაძლევა - ეს უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობის ერთვიან პერიოდს არ ეხება)“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ მიხეილ ჯიბუტმა.


მთავრობა, რასაკვირველია, არაფერს აკეთებს და შესაბამისად, მიუხედავად 40-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციისა ლარის კურსი 3,50-ს გადასცდა.



გაზეთი „რეზონანსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up