„პანდემიის გამო ამერიკელი და უკრაინელი ინვესტორები დავკარგეთ“ - ფოთში წყალსათხილამურო პარკი ახალ ინვესტიციებს ეძებს

„პანდემიის გამო ამერიკელი და უკრაინელი ინვესტორები დავკარგეთ“ - ფოთში წყალსათხილამურო პარკი ახალ ინვესტიციებს ეძებს

access_time2021-05-17 11:30:19

წყალსათხილამურო სპორტი საკმაოდ გავრცელებული ტრენდია მთელს მსოფლიოში, ის სულ სხვა ნიშაა ტურისტებისთვის, სადაც ძირითადად შეძლებული ხალხია  ჩართული.


საქართველოს წყალსათხილამურო სპორტს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. 90-იან წლებში მალთაყვამ ევროპის ჩემპიონატსაც კი უმასპინძლა.


ფოთში, მალთაყვისოქროს ტბისტერიტორიაზე წყალსათხილამურო სპორტის განვითარება 2019 წელს დაიწყო - ამ ტბას წლების წინანდელი ფუნქცია დაუბრუნდა დასაქართველოს ვეიკპარკიგაიხსნა. წყლის თხილამურებით გასეირნებისა და სხვადასხვა წინაღობების გადალახვის სურვილით ვეიკპარკს ადგილობრივები და ტურისტები სტუმრობდნენ.


თუმცა, პანდემიის გამო, ვეიკპარკმა ამერიკელი და უკრაინელი ინვესტორების მხარდაჭერა დაკარგა და ამჟამად ადგილობრივ ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვეიკპარკის საქმიანობა კი დროებით გაჩერებულია.


„პანდემიამ ყველანაირად გაგვაჩერა, ვეიკპარკთან ერთად ფესტივალებიც გვაქვს და ყველაფერი დაპაუზებულია. გაფართოებას ვგეგმავთ და ამაზე პარლამენტში პროექტი მაქვს განსახილველად შეტანილი.  წინასწარ ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, თუ რას გულისხმობს ეს გაფათოება რადგან ჯერ „ჰაერში ჰკიდია“ და განხილვის საგანია.



პანდემიის გამო,  სპონსორები დავკარგეთ, გვყავდა ამერიკელი და უკრაინელი ინვესტორები, რომელთაც თავი შეიკავეს ინვესტრებსგან და ახლა ადგილობრივ ინვესტორებთან გვაქვს მოლაპარაკება. დროებით ყველაფერი დახურულია, თუმცა აუცილებლად განახლდება. ეს ჩემი საქმეა და მივყვები თავიდან ბოლომდე,“ - ამბობს ვეიკპარკის დამფუძნებელი რატი მელია.

 

უახლოეს მომავალში ვეიკპარკის უკან კაფე-ბარის მოწყობა და  კემპინგ არეალის განვითარება  იგეგმება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ამისთვის გადაწყვეტილია სიმბოლურად იმ ტრანსპორტის გამოყენება, რომელიც 1991 წლის ჩემპიონატზე ამ ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს ემსახურებოდა.

 

1991 წელს რომან მელიამ და მისმა მეგობარმა გურამ დოლბაიამ  პირველად განავითარეს წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში, ამ წელს პირველ დამოუკიდებელ საქართველოში,  ფოთში, ოქროს ტბაზე   ევროპის ჩემპიონატი ჩაატარეს.  ჩამოსული იყო 23 ქვეყანა.  ჩემპიონატს აშუქებდა BBC, CNN, Euronews, Eurosport -თითქმის ყველა უცხოური მედია.  მთელმა მსოფლიომ მაშინ გაიცნო საქართველო და ფოთი. წლების მერე  რომან მელიას შვილიშვილი რატი მელია წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის საქმიანობაში ჩაერთო და 4 წელი ცდილობდა დაფინანსების მოპოვებას.


ვეიკპარკში განხორციელებული ინვესტიციის საერთო ღირებულება 45 ათას აშშ დოლარს შეადგენს. სასრიალო მანძილი სიგრძეში 200 მეტრს მოიცავს.  5 წუთით თხილამურებზე დადგომა 10 ლარი ღირს, 10 წუთი - 15 ლარი, ხოლო 1 საათი - 70 ლარი ღირს. როგორც რატი მელიამ აღნიშნა პარკის უკან იგეგმება კაფე ბარის მოწყობაც.

 

მალთაყვის ტერიტორიაზე  5 სხვადასხვა ტიპის ტრამპლინია დამონტაჟებული. ტბის ორივე მხარეს 9- 9 მეტრის სიმაღლის  ბოძებია განთავსებული და მათ შორის რკინის ტროსია  გაბმული. თხილამურზე დგომისას გზად გხვდება ტრამპლინები და სხვადასხვა ტრიუკები სრულდება.


რაც შეეხება უსაფრთხოებას, დამფუძნებლების თქმით,  ექსტრემალური სპორტის არც ერთი სახეობა არ იძლევა 100 პროცენტიან უსაფრთხოების გარანტიას,  თუმცა სტუმრებისთვის აუცილებელია ამ მიზნით ჩაფხუტისა და ჟილეტის ტარება და ხმელეთზე სპეციალური ინსტრუქტაჟის გავლა.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up