კორონავირუსის პანდემიის გამო, შეერთებულმა შტატებმა მთელს მსოფლიოში საყოველთაო სავიზო მომსახურების მიწოდება შეწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში.აღნიშნულია, რომ საელჩოები და საკონსულოები 2020 წლის 20 მარტიდან ყველა დაგეგმილ შეხვედრას საიმიგრაციო და არაემიგრანტი ვიზების გაცემის შესახებ გააუქმებენ.
ამავდროულად, დიპლომატიური მისიები ვიზების გაცემას გაგრძელებენ, რაც საგანგებო ვითარების გამოა აუცილებელი. დიპლომატების ჩვეულებრივი მუშაობის განახლების ზუსტი დრო კი განცხადებაში მითითებული არაა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გამო მსოფლიოში დაღუპულთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია, ინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 246 ათასი შეადგინა, აქედან 86 ათასი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
COVID-19- პირველად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ჩინეთში ქალაქ ვუხანში დაფიქსირდა, დაავადება მიდინრეობს შემდეგი სიმპტომებით: ტემპერატურა, დაღლილობა, ხველა.
ჩინეთის გარდა, შემთხვევები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
გაზეთი რეზონანსი