პანდემიის ფონზე TESLA-ს კაპიტალიზაცია 451%-ით გაიზარდა

პანდემიის ფონზე TESLA-ს კაპიტალიზაცია 451%-ით გაიზარდა

access_time2020-10-18 15:00:55

ელექტრომობილების გიგანტის Tesla-ს გაყიდვები მესამე კვარტალში რეკორდულად 145 000-მდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 51%-ით აღემატება. ზრდა ბევრად შთამბეჭდავი იყო კაპიტალიზაციის მიმართულებით. თუ 2019 წლის 30 სექტემბერს კომპანიის ღირებულება $44 მლრდ-ს შეადგენდა, 1 წელიწადში ის 800%-ით $400 მლრდ-მდე გაიზარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ზრდამ 451% შეადგინა - $78 მლრდ-დან $430 მლრდ-მდე.


მთლიანად იანვარ-სექტემბრის ჩათვლით Tesla-ამ330 000 მოდელის რეალიზება შეძლო, 27%-ით მეტის ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში, ვარდნა მხოლოდ მეორე კვარტლაში დაფიქსირდა, მაშინ როცა თითქმის მთელი ჩრდილო ნახევარსფეროში ლოქდაუნი იყო გამოცხადებული და 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებში იყო გამოკეტილი.


გაყიდვებში 80%-ზე მაღალი წილით ბიუჯეტური Teslamodel 3 ლიდერობს. მისი ღირებულება $35 000-დან იწყება, რაც model s-თან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია. Teslamodel 3-ის გაყიდვები შემდგომი 5 მოდელის ელექტრომობილის ჯამურ გაყიდვებს აღემატება და ელექტრომობილების ბაზარზე 14%-იანი წილი უკავია. მთლიანად Tesla-ს წილი კი 18%-ს შეადგენს. საქართველოში პოპულარული Nissan Leaf იანვარ-აგვისტოში სულ 31 600 ერთეული გაიყიდა და ბაზარზე მეოთხე ადგილს დასჯერდა.


Teslaილონ მასკმა 2003 წელს კალიფორნიაში დააფუძნა. პირველი ელექტრომობილი TeslaRoadster 2008 წელს გამოუშვა. გაყიდვების მხრივ მას დიდი გარღვევა არ მოუხდენია. ის უფრო ცნობილი 10 წლის შემდეგ გახდა, როდესაც იმავე ილონ მასკმა 2018 წლის თებერვალში, თავისი პირველი ელექტრომობილი, თავისივე რაკეტით - Falcon Heavy-ით მარსზე გააგზავნა. 2012 წელს ბაზარზე ლაქშერი კლასის Teslamodel S გამოჩნდა, 2015 წელს კი ასევე ლაქშერი SUV Teslamodel X. ნამდვილი წარმატება 2018 წლიდან Teslamodel 3-ის გაყიდვებში ჩაშვებიდან დაიწყო. 2020 წელს დაგეგმილი იყო 40 ტონიანი სატვირთოს TeslaSemi-სა და სუპერქარ TeslaRoadster-ს გამოშვება. პანდემიამ გეგმები 1 წლით გადასწია. მასკი ირწმუნება, რომ ახალი TeslaRoadster 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1.9 წამში აჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს 400 კმ/სთ-ს განავითარებს და 1 დამუხტვით 1000 კმ-ს გაივლის და მხოლოდ $200 000 ეღირება, რაც ამ მონაცემების სხვა შიდაწვისძრავიან კონკურენტებთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებია.
ილონ მასკის ქონება $96 მლრდ-ს შეადგენს და Forbes-ის მიმდინარე სიაში მე-5 ადგილს იკავებს. 2020 მისთვის განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა, 9 წლიანი პაუზის შემდეგ 30 მაისს ამერიკელი ასტრონავტები, ამერიკის მიწიდან კოსმოსურ სადგურზე მასკის რაკეტით გაემგზავრნენ, ხოლო მისი პირადი ქონება $70 მლრდ-ით გაიზარდა.



ელექტომობილების წილმა მსოფლიო ავტოპარკში 1%-იან წილს 2020 წელსაც ვერ მიაღწია, თუმცა მათი გაყიდვები სისტემატურად იზრდება, რაც ერთის მხრივ 1 დამუხტვაზე გასავლელი მანძილის ზრდითა და ფასების შემცირებით, მეორეს მხრივ კი სამთავრობო რეგულაციებითაა გამოწვეული. ევროპის ქვეყნების უმრავლესობა 2030 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებას წყვეტს, 2040 წლიდან კი მათ ქუჩებში გადაადგილებასაც კრძალავს. ყველაზე მწვავე პრობლემად კვლავ დამუხტვის დრო რჩება, სწრაფდამტენსაც კი, რომლის რეგულარული გამოყენება არარეკომენდირებულია ელექტრომობილის დასამუხტად 25-30 წუთი სჭირდება, ჩვეულებრივ დამტენს კი 6-8 საათი. სუპერსწრაფდამტენის შექმნაზე რომელიც დამუხტვის დროს 5 წთ-მდე შეამცირებს ერთდოულად რამდენიმე კომპანია მუშაობს.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
TESLA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up