პანდემიის ფაზამ გადაიარა, მაგრამ კოვიდ-19 ჯერ ისევ აქაა - ფაუჩი

პანდემიის ფაზამ გადაიარა, მაგრამ კოვიდ-19 ჯერ ისევ აქაა - ფაუჩი

access_time2022-04-29 00:30:00

ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კოვიდ-19 შეერთებულ შტატებში „პანდემიის ფაზიდან გამოვიდა“. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი კვლავ აგრძელებს ამერიკელთა ინფიცირებას, არის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევებიც, შესაძლოა, რომ კოვიდ-19 თანდათან ენდემიური დაავადების სახეს იღებდეს.


ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა აღნიშნული განცხადება სამშაბათს, ამერიკულ საზოგადოებრივ რადიოსთან „ფი-ბი-ესი“ (PBS) ინტერვიუში გააკეთა. ჩვენ „აღარ გვაქვს დღეში 900 000 ახალი ინფექციის და ათობით ათასი ჰოსპიტალიზაციის, თუ ათასობით სიკვდილობის მონაცემი“ - ამბობს ფაუჩი. მისი თქმით, ომიკრონის ვარიანტის ახალი ტალღის შემოტევის შემდეგ, ახლა კორონავირუსის მონაცემები ამერიკაში გაცილებით დაბალია და შესაძლოა ეს იყოს ენდემიურ დაავადებაში გადასვლის ფაზა.


თუმცა, მას მოგვიანებით ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია. ოთხშაბათს, „ვაშინგტონ პოსტთან“ კომენტარში, ექიმი ფაუჩი ამბობს: „მსოფლიოში ჯერ კიდევ პანდემიაა. ეს ეჭვგარეშეა. ამის სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელია. ჩვენ ჯერ ჯიდევ პანდემიაში ვართ“ - განაცხადა მან.



მართალია, ამერიკაში ბოლო თვეებში პანდემიის მონაცემებმა ზამთრის თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ბოლო კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, მაინც 25%-ით მოიმატა. ამასთან, ჯანდაცვის სპეციალისტებს თვალი უჭირავთ მაღალი გავრცელებით გამორჩეულ ახალ ვარიანტებზე და მათ შესაძლო თანმხლებ რისკებზე.


დღეისთვის კოვიდ-19-ის საბოლოო მონაცემები ამერიკაში ასე გამოიყურება: 81 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 992 000-ზე მეტი გარდაცვალება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიხედვით, ამერიკა კოვიდ-19-თან თანაცხოვრებას ცდილობს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ახლა ადამიანებს პანდემიასთან ბრძოლის მეტი ინსტრუმენტი აქვთ: ვაქცინაცია, დამატებითი დოზები და მედიკამენტები.


წყარო: www.amerikiskhma.com


თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up