პანდემიის დროს უცხოურ ხომალდებზე ქართველ მეზღვაურებს როტაციაში აქტიურად და წარმატებით ვეხმარებით, - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი

პანდემიის დროს უცხოურ ხომალდებზე ქართველ მეზღვაურებს როტაციაში აქტიურად და წარმატებით ვეხმარებით, - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი

access_time2020-04-28 13:00:02

ქართველ მეზღვაურთა 23-კაციანი ჯგუფი დღეს დანიაში გაემგზავრა. ამავე რეისით სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. გამგზავრებამდე ქართველმა მეზღვაურებმა ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

სპეციალური რეისი კოპენჰაგენში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით დაინიშნა. "Elvictor Crew Management Service"-ი ქართველი მეზღვაურების, მათ შორის კადეტების, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

ქართველ მეზღვაურთა ჯგუფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა გააცილა. მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად მუშაობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ქართული ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტას ინდივიდუალურ რეჟიმში ახორციელებს.

„პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმწიფოებს მისცა რეკომენდაცია მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე.წ. "საკვანძო პროფესიად" და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე. საქართველოსთვის მეზღვაურები საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებად რჩებიან. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებში შეფერხებულა," - განაცხადა თამარ იოსელიანმა.



საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველო კრიზისის პირველივე დღეებიდან ზრუნავს მეზღვაურებზე და დროულად და თანმიმდევრულად დგამს საპასუხო ნაბიჯებს. მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისშივე საქართველო ერთერთი პირველი საზღვაო ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც გემზე მყოფი მეზღვაურების დოკუმენტაციის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. „ამით ჩვენ გამოვრიცხეთ ჩვენი მეზღვაურების სერტიფიკატების გარეშე დარჩენა, რითიც ხელი შევუწყეთ მათ, სანაოსნო საქმიანობა გაეგრძელებინათ. ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან სპეციალური რეისებით ბრუნდებიან ჩვენი მეზღვაურები სამშობლოში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ გემზე სამედიცინო დახმარებით. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში ყველა მსხვილ საკრუინგო კომპანიასთან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ჩვენი მეზღვაურების ძირითად დამსაქმებლებს წარმოადგენენ. საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ერთად დეტალურად განიხილება თითოეული ქართველი მეზღვაურის შემთხვევა," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტვირთების 90% საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ლოგისტიკური ჯაჭვი, ვაჭრობა, ქვეყნებში სურსათის, მედიკამენტების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მარაგები იქმნება სწორედ საზღვაო გადაზიდვების ხარჯზე. იმისათვის, რომ მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიამ ნორმალურად იმუშაოს და მეზღვაურების შრომითი პირობები დაცული იყოს თვეში გემებზე უნდა შეიცვალოს 100,000-მდე მეზღვაური, რაც დღევანდელ პირობებში შეუძლებელია. უმსხვილეს გემთმფლობელ კომპანიებს და ძირითად ხაზებს შეჩერებული აქვთ როტაციის პროცესი მაისის ბოლომდე. საქართველოს ათასობით მეზღვაური, დანარჩენი ქვეყნების მეზღვაურების მსგავსად, გემებზე რჩებიან და მსოფლიოში შექმნილ ურთულეს გარემოში ასრულებენ თავის მოვალეობებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up