პანდემიის დროს საქართველოში 7 იახტა იყიდეს - მინიმალური ფასი 130 ათასი დოლარია

პანდემიის დროს საქართველოში 7 იახტა იყიდეს - მინიმალური ფასი 130 ათასი დოლარია

access_time2020-10-08 18:00:46

იახტების მწარმოებელმა კომპანია Azimut Yachts-მა პანდემიის პერიოდში საქართველოში 7 იახტა გაყიდა. მაშინ, როცა გასულ წელს, საქართველოში მხოლოდ 2 იახტა გაიყიდა. როგორც Azimut Yachts საქართველოს წარმომადგენლობაში განაცხადეს, 2021 წლის გაზაფხულისათვის კიდევ 3 იახტაა შეკვეთილი.

 

Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, გაყიდული იახტების ფასი 130 ათასი დოლარიდან 1 მლნ დოლარამდე მერყეობს.

 

,,კორონა პანდემიის პერიოდში იახტების გაყიდვის ნამდვილად სოლიდური რაოდენობა დაფიქსირდა. მეტიც, 2021 წლისათვის უკვე შეკვეთილია სამი იახტა, რომელთა ჩამოსვლაც მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უკვე გაიყიდულია 7 იახტა, აქედან 4 უკვე ადგილზეა, ხოლო სამი გზაშია, რომლებიც თვის ბოლომდე ჩამოვა.

 

საქართველოში გაყიდული იახტების ფასი, 130 ათასი დოლარიდან 1 მლნ-მდე მერყეობს.“-ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.


 

კომპანიის ხელმძღვანელი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს წარმომადგენლობის წარმატებაზეც საუბრობს. წელს ყოველწლიური იახტების დაჯილდოების ერთ-ერთი ნაწილის ბათუმში ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

 

“მთლიანი დაჯილდოების საქართველოში გადმოტანა ვერ მოხერხდა, თუმცა მოვახერხეთ, რომ ერთ-ერთი ნომინაცია - დიზაინი, რომელიც იახტების დაჯილდოებისას, რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში გადმოვიტანეთ. მართალია დაჯილდოვება გადაიდო, როგორც ჩვენთან, ასევე კანშიც - იახტების ფესტივალი, თუმცა კონტრაქტი ძალაშია ათი წლის ვადით და როგორც კი საერთო რეგულაციებით ეს შესაძლებელი გახდება, ბათუმი უმასპინძლებს ამ ღონისძიებას“-განაცხადა მან.

 

ცნობისთვის, ,,Azimut Yachts” იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში უკვე 2 წელია არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას ახდენს.

 

წყარო: ბიზნესპერესნიუსი


თეგები:
Azimut Yachts



საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up