კარანტინის დროს „ალპიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა

კარანტინის დროს „ალპიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა

access_time2020-09-12 16:00:54

გლობალური პანდემიის პერიოდში ყველის მწარმოებელი ქართული კომპანია „ალპიას“ პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.


როგორც „კომერსანტს“ „ალპიას“ დამფუძნებელმა დარეჯან კანთელაძემ განუცხადა, ქვეყანაში რძის დეფიციტის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა.


„კარანტინის დროს, როცა მოცემულ სტანდარტებს ბევრი კომპანია ვერ აკმაყოფილებდა და მიწოდება შეზღუდული იყო, ჩვენს  პროდუქციაზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა და ჩვენი კომპანია ყველა სტანტარტის დაცვით ფუნქციონირებდა. შედარებით რთული, კარანტინის შემდგომი პერიოდი იყო, რადგან ბაზრები გაიხსნა და მომხმარებელმაც იაფფასიანი რძის ფხვნილსა და პასტაზე დამზადებულ ყველზე გააკეთა არჩევანი. ქვეყანაში რძის დეფიციტია, ეს კი გაურკვეველი, არაჯანსაღი წარმოშობის ირანული რძის პასტითა და ფხვნილით ივსება. მსგავს პროდუქტს ჩვენ ხარისხით ვებრძვით, თუმცა ფასებით ისინი გვჯობნიან.

ჩვენ დაბალ ფასს ვერ დავადებთ, რადგან საქართველოში რძის წარმოება იაფი არ ჯდება. ამიტომ, ფაქტობრივად არაკონკურენტუნარიანები ვხდებით, თუმცა ბრძოლას მაინც ვაგრძელებთ. დანარჩენი მომხმარებლის გადასაწყვეტია“, - განმარტავს დარეჯან კანთელაძე.



კომპანია „სანტამ“, რომლის ნაწარმიც „ალპიას“ სახელითაა ცნობილი, მომხმარებლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და სამომავლოდ რძემჟავა პროდუქტების დამატებას გეგმავს.


„დაინტერესება ძალიან მაღალია. „გუდვილის“ ქსელში 5 სახეობის ყველი შეგვაქვს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მარკეტში პროდუქციის მარაგის ამოწურვისას მომხმარებელს ჩვენთან დაურეკავს პროდუქტის შეძენის თხოვნით.


თუმცა დაბალფასიანი ნაწარმი მაინც დიდ კონკურენციას გვიწევს. მიუხედავად ამისა ალტერნატივა გვაქვს - როდესაც რძის ჭარბი რაოდენობაა, გარდა იმერული ყველისა, რომელიც 2-3 დღიანი ყველია, ვაწარმოებთ ქარხნულ და ევროპულ ყველს, რომლებიც დამწიფებას და დავარგებას საჭიროებს. ამისთვის სპეციალური საწყობები და მაცივრები გვაქვს. ვასაწყობებთ პროდუქციას და ზაფხულში, როცა გაყიდვები ჭირს ვაწარმოებთ ამ ყველს, რომელიც მთელი წლის მანძილზე იყიდება. ასევე, სამომავლოდ რძემჟავა პროდუქტების დამატებას ვგეგმავთ“, - აღნიშნავს დარეჯან კანთელაძე.


კომპანია „სანტა“, რომლის საინვესტიციო ბიუჯეტი ჯამში 1.5 მლნ ლარს აღწევს, 2009 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქცია „გუდვილის“, „ორი ნაბიჯისა“ და „წისქვილის“ რესტორნების ქსელში შეაქვს.

 

ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up