პანდემიის დროს მოსახლეობამ წინა წელთან შედარებით 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

პანდემიის დროს მოსახლეობამ წინა წელთან შედარებით 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

access_time2020-11-11 11:20:13

2020 წლის III კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,133,026,176 ლარით გაიზარდა. თუ 2020 წლის III კვარტალში კომერციული ბანკების მთლიანი სესეხების მოცულობამ 36,280,742,293 ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 30,147,716,117 ლარი იყო.

 

ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში, „თიბისი“ ბანკის მთლიანმა სესხებმა 14,295,006,527 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 11,658,469,951 ლარი იყო. „თიბისი“ ბანკის მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა 61% შეადგინა. 

 

2020 წლის III კვარტალში მთლიანი სესხების ოდენობით მეორე ადგილას „საქართველოს ბანკია“. ბანკის მთლიანი სესხები შესაბამის პერიოდში 12,669,526,430 ლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2019 წლის მესამე კვარტალში 10,653,497,440 ლარი იყო. მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 58.14% შეადგინა.


  

ანალოგიურ პერიოდში „ლიბერთი ბანკმა“ 1,507,566,774 ლარის მთლიანი სესხი გასცა და რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, საიდანაც უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 22.32% შეადგინა. 2019 წლის მესამე კვარტალში კი ბანკის მთლიანი სესხების მოცულობამ 1,201,810,708 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მთლიანი სესხების მოცულობას, ასე გამოიყურება:


  • „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 1,352,499,085 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 1,134,544,387 ლარი);
  • „პროკრედიტ ბანკი“ -   1,201,810,708 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 1,114,635,542 ლარი);
  • „ბაზისბანკი“ - 1,038,758,895 ლარი (2019 წლის III კვარტალში 943,045,280 ლარი);
  • „ბანკი ქართუ“ - 1,032,689,447 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 862,641,755 ლარი);
  • „კრედობანკი“ - 1,025,340,461 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 766,517,150 ლარი);
  • „ტერაბანკი“ -  896,404,219 ლარი (2019 წლის III კვარტალში -  725,614,140 ლარი);
  • „ხალიკ ბანკი საქართველო“ - 484,587,734 ლარი (2019 წლის III კვარტალში 404,847,140 ლარი);
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - 317,013,477 ლარი (2019 წლის III კვარტალში 286,726,737 ლარი);
  • „იშბანკი საქართველო“ -  204,879,272 ლარი (2019 წლის III კვარტალში 127,538,157 ლარი);
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ - 189,123,340 ლარი (2019 წლის III კვარტალში 203,590,749 ლარი);
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ - 51,501,537 ლარი (2019 წლის III კვარტალში 46,299,667 ლარი);
  • „სილქ როუდ ბანკი“ - 14,034,387 ლარი (2019 წლის III კვარტალში 17,937,314 ლარი).


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის III კვარტალში მხოლოდ „ფინკა ბანკი საქართველოს“ და „სილქ როუდ ბანკის“ მთლიანი სესხების მოცულობა შემცირდა, დანარცენი ბანკების შემთხვევაში კი ზრდა დაფიქსირდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up