პანდემიის დროს მოსახლეობამ 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

პანდემიის დროს მოსახლეობამ 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

access_time2020-09-04 13:00:54

2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,010,688,507 ლარით გაიზარდა. თუ 2020 წლის II კვარტალში კომერციული ბანკების მთლიანი სესეხების მოცულობამ 33,801,871,791 ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 27,791,183,284 ლარი იყო.


ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის II კვარტალში, „თიბისი“ ბანკის მთლიანმა სესხებმა 13,367,245,333 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 11,127,022,974 ლარი იყო. „თიბისი“ ბანკის მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა 59% შეადგინა.

 

2020 წლის II კვარტალში მთლიანი სესხების ოდენობით მეორე ადგილას „საქართველოს ბანკია“. ბანკის მთლიანი სესხები შესაბამის პერიოდში 11,746,581,619 ლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2019 წლის მეორე კვარტალში 9,983,642,675 ლარი იყო. მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 57.24% შეადგინა.



ანალოგიურ პერიოდში „ლიბერთი ბანკმა“ 1,338,463,038 ლარის მთლიანი სესხი გასცა და რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. 2019 წლის მეორე კვარტალში კი ბანკის მთლიანი სესხების მოცულობამ 1,245,420,114  ლარი, მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 22.32% შეადგინა.

 

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მთლიანი სესხების მოცულობას, ასე გამოიყურება:

 

  • „პროკრედიტ ბანკი“ - 1,134,162,857 ლარი (2019 წლის II კვარტალში - 1,075,886,251 ლარი);
  • „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 1,222,950,478 ლარი (2019 წლის II კვარტალში - 1,122,298,754 ლარი);
  • „ბაზისბანკი“ - 1,037,372,607 ლარი (2019 წლის II კვარტალში 947,147,764 ლარი)
  • „ბანკი ქართუ“ - 995,804,349 ლარი (2019 წლის II კვარტალში - 826,831,972 ლარი);
  • „კრედობანკი“ - 941,637,794 ლარი (2019 წლის II კვარტალში - 724,339,333 ლარი);
  • „ტერაბანკი“ - 819,731,799 ლარი (2019 წლის II კვარტალში - 740,021,035 ლარი);
  • „ხალიკ ბანკი საქართველო“ - 439,273,923 ლარი (2019 წლის II კვარტალში 396,945,029 ლარი);
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - 304,799,198 ლარი (2019 წლის II კვარტალში 237,466,661 ლარი);
  • „იშბანკი საქართველო“ - 197,978,080 ლარი (2019 წლის II კვარტალში 158,107,428 ლარი);
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ - 191,562,223 ლარი (2019 წლის II კვარტალში 219,967,336 ლარი);
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ - 50,399,518 ლარი (2019 წლის II კვარტალში 41,296,056 ლარი);
  • „სილქ როუდ ბანკი“ - 13,908,975 ლარი (2019 წლის II კვარტალში 20,676,153 ლარი).


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up