პანდემიის დროს მობილური ინტერნეტის მოხმარება 118%-ით გაიზარდა

პანდემიის დროს მობილური ინტერნეტის მოხმარება 118%-ით გაიზარდა

access_time2020-12-05 11:00:29

პანდემიის შემდგომ გამოცხადებულმა ლოკდაუნებმა მილიარდობით ადამიანის ცხოვრების წესი შეცვალა. იძულების ძალით მოთხოვნა შემცირდა ტრანსპორტზე, რეტორნებზე, სასტუმროებსა  თუ არასასურსათო პროდუქციაზე, სამაგიეროდ მკვეთრად გაიზარდა როგორც ფართოზოლოვანი, ასევე მობილური ინტერნეტის მოხმარება.


საქართველოში მობილური ინტერნეტი მოხმარება პანდემიამდეც იზრდებოდა. თუ 2019 წლის იანვარში, მოხმარებული იქნა 5653 ტერაბაიტი ინტერნეტი, 2020 წლის იანვარში მისი მოცულობა 92%-ით 10 860 ტერაბიატამდე გაიზარდა, 104%-იანი ზრდა დაფიქსირდა თებერვალში. ზრდის ტემპი 123%-მდე გაიზარდა მარტში, ხოლო აპრილში, როდესაც კარქანტინის პირობები მკვეთრად გამკაცრდა, მობილურის ინტერნეტმოხმარება ნახტომისებურად, 168%-ით 5850 ტერაბაიტიდან 15 670 ტერაბიტამდე გაიზარდა. ტენდენცია შემდეგ თვეებშიც შენარჩუნდა. იმავე პერიოდში მობილური ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა უმნიშვნელოდ 2.420 მლნ-დან 2.444 მლნ-მდე გაიზარდა. თუ აბონენტთა რაოდენობის მიხედვით ჯეოსელია პირველ ადგილზე (სილქნეტი) ტრაფიკით მაგთი უპირობო ლიდერია. მიმდინარე წლის სექტემბერში მოხმარებული 17 363 ტერაბაიტიდან მაგთის წილი 51%-ს  - 8820 ტერაბაიტს შეადგენდა.

2018 წელს მობილური ინტერნეტის მოხმარებამ 63.6 პეტაბაიტი (63 600 ტერაბიტი) შეადგინა. 2019 წელს ის 38%-ით 87.8 პეტაბაიტამდე გაიზარდა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში კი 134.6 პეტაბაიტამდე, რაც თავის მხრივ 53%-ით აღემატება 2019 წლის სრულ მოხმარებას. 118%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოხმარებას და 9%-ით 2018-2019 წლების ანალოგიური პერიოდების ჯამურ მოხმარებას. დეკემბერში ისევ კარანტინია, შესაბამისად მოლოდინი რომ მაღალი ინტერნეტმოხმარება შენარჩუნდება კვლავ მაღალია.

ტრაფიკის ზრდაში არა გადამწყვეტი, მაგრამ გარკვეული როლი 4G-ის მოხმარების ზრდამაც შეასრულა. 2018 წელს მობილურ ინტერნეტში 4G-ის წილი 65% იყო, 2019 წელს - 77%. 2020 წლის სტატისტიკა არ იძებნება, წინა წლების დინამიკის გათვალისწინებით (2016 წელს 4G-ს წილი 38%-ს შეადგენდა, 2017 წელს - 56%-ს,) წელს მისი წილი 85-90 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს, რაც მოხმარებას ბუნებრივადაც გაზრდიდა, მაგრამ არა ამ მოცულობით.



ინტერნეტისგან განსხვავებით პრაქტიკულად არ გაზრდილა მობილურ ტელეფონზე სასაუბრო წუთების ხანგძლივობა. 2018 წლის აპრილში საქართველოში მობილურით 799 მლნ წუთი ისაუბრეს, 2019 წლის აპრილში 802 მლნ წუთი, 2020 წლის აპრილში კი 803 მლნ წუთი. უფრო მეტიც, თუ ზარების რაოდენობა 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე 480 მლნ-დან 484 მლნ-მდე გაიზარდა, 2020 წლის აპრილში 334 მლნ-მდე შემცირდა. კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული SMS-ების პოპულარობა. 2018 წლის აპრილში 297 მლნ SMS გაიგზავნა, 2019 წლის აპრილში - 261 მლნ, 2020 წლის აპრილში კი მხოლოდ 156 მლნ.


კომუნიკაციების კომისიას ფართოზოლოვანი (საკაბელო) ინტერნეტის მოხმარება ტერაბაიტებში არ აქვს ჩაშლილი, ის უდავოდ გაზრდილ გრაფიკს აჩვენებდა. რაც შეეხება აბონენტთა რაოდენობას მან სექტემბერში რეკორდულ ნიშნულს - 820 ათასს მიაღწია, 43 ათასით მეტს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან და 122 ათასით მეტს 2018 წლის სექტემბერთან შედარებით.


ინტერნეტის მოხმარების მკვეთრი ზრდა მხოლოდ საქართველოში არ დაფიქსირებულა. მარტში Netflix-მა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ვიდეოების გარჩევადობა ინტერნეტის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად ხელოვნურად შეამცირა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ინტერნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up