გლობალური გაყიდვების ანტირეკორდის ფონზე ქართულ ``კოკა-კოლას`` გაყიდვები 45 % ით გაეზარდა

გლობალური გაყიდვების ანტირეკორდის ფონზე ქართულ ``კოკა-კოლას`` გაყიდვები 45 % ით გაეზარდა

access_time2020-07-23 14:00:20

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კომპანია კოკა კოლა გაყიდვების ანტირეკორდს ამყარებს,  გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში „კოკა-კოლა“-ს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პროდუქციის რეალიზაცია დაახლოებით 45%-ით გაიზარდა. 


როგორც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „კომერსანტთან“ განაცხადა, საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 5 ქვეყნიდან, სადაც პანდემიის პირობებში „კოკა-კოლა“-ზე მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა.


„ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ამ პერიოდში დაახლოებით 45%-ით არის გაზრდილი. ჩვენც და კომპანიის ოფისიც შოკირებულები ვართ, რომ მოთხოვნა არის ძალიან მაღალი. პანდემიის პირობებში ადამიანები ყიდულობენ ხარისხიან და სანდო პროდუქტს. „კოკა-კოლა“-ს მიმართ კი  სანდოობა ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე „კოკა-კოლა“-ს რეალიზაციაც გაიზარდა.“ - განმარტავს თემურ ჭყონია.


მსოფლიოს მასშტაბით სურათი სრულიად განსხვავებულია.



კომპანიის მონაცემების მიხედვით, 30 წლის განმავლობაში პირველად, კორონავირუსის პანდემიის ფონზე „კოკა-კოლა“-მ  გაყიდვების კუთხით ანტირეკორდი დაამყარა. პროდუქციის  გაყიდვების ბიუჯეტი 7.1 მლრდ აშშ. დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით ($ 9.9 მლრდ) 30%-იან ვარდნას ნიშნავს.


გარდა პანდემიისა, ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო მეტად აქტუალური ხდება, რის ფონზეც მოთხოვნა გაზიან სასმელებზე ყოველ წელს იკლებს. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი „ კოკა-კოლა“-ს ახალი ენერგეტიკული ხაზის Coca-Cola Energy-ს გამოშვების.


 „კოკა-კოლა“-ს მთავარ ოფისში 2020 წლის ბოლოს სიტუაციის გამოსწორებას ვარაუდობენ.

 

ანი ცარციძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up