პანდემიის დროს გამოცოცხლებული საიახტო ბიზნესი - საქართველოში უკვე დიდი ზომის იახტებზეც მოთხოვნა იზრდება

პანდემიის დროს გამოცოცხლებული საიახტო ბიზნესი - საქართველოში უკვე დიდი ზომის იახტებზეც მოთხოვნა იზრდება

access_time2021-05-04 11:00:38

„პანდემიის პერიოდში იახტების მყიდველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. მაგრამ, თუ დაწყებით ეტაპზე საუბარი იყო პატარა ზომის იახტებსა და კატერებზე, ახლა უკვე შესამჩნევია მოთხოვნა დიდი და საშუალო ზომის იახტებზე,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ იახტების მშენებელი უმსხვილესი კომპანია Azimut-Benetti Group-ის წარმომადგენელმა საქართველოში, Azimut Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჩიკვაიძემ განუცხადა.

 

საქართველოში Azimut-ის წარმომადგენლობა 2017 წლიდან ოპერირებს, შეთავაზებული იახტები კი მოიცავს ისეთ  მოდელებს, როგორებიცაა Flybridge, Atlantis, S-collection, Magellano, Grande. ცოტა ხნის წინ კი, როგორც გიორგი ჩიკვაიძემ აღნიშნა, კომპანიის მოდელებს დაემატა FLYBRIDGE 53 და MAGELLANO GRANDE 25.

 

საქართველოში იახტების მიმართულება და ინტერესი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. როგორც Azimut Georgia-ში განმარტავენ, ქვეყანაში გაყიდული იახტების საშუალო ფასი თუ პანდემიის დასაწყისში 45 000 ევროდან იწყებოდა, ძვირადღურებულ მოდელებზე მოთხოვნის ზრდის შედეგად ეს ფასი ახლა 600 -დან 800 ათას ევრომდე მერყეობს.


„სულ გაყიდულია 11 იახტა და აქედან 2 იახტა გასულ კვირას დაემატა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. ყველა იახტა სეზონის შუა პერიოდამდე უკვე ბათუმში იქნება - ყველა მყიდველი ქართველია და იახტები განთავსდება საქართველოში. საქართველოში გაყიდული იახტების ნაწილში ისე იზრდება  საშუალო ფასი, როგორც გაყიდული იახტების ზომა - დაახლოებით ესაა, საშუალოდ 600 დან 800 ათას ევრომდე.

 

საკმაოდ გაზრდილია ინტერესი ჩვენი კომპანიის მეორად იახტებზე, ეს გამოწვეულია დიდი იახტების მიმართ მოთხოვნის ზრდით, რაც უფრო ხელმისაწვდომ ფასებში მეორად კატეგორიაში მოიძებნება.

 


ამჟამად ორი აქტიური მოლაპარაკება გვაქვს უცხოელ მყიდველებთანაც, კერძოდ მონტენეგროში და მათთვის დიდი ზომის იახტების ჩასაბარებლად ვემზადებით,“ - ამბობს ჩიკვაიძე.

 

Azimut Georgia-ს დირექტორი „კომერსანტს“ საქართველოში საიახტო ინდუსტრიის განვითრების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ამ სფეროსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სიახლე დაინერგება, თუმცა მისივე თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

„რამდენიმე დღეა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი მიმდინარეეობს და გადავდივართ პირველ აქტივობებზე - მალე ძალიან დიდი ინფორმაციით დაგიბრუნდებით, თუმცა ჯერ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ და ეს ეხება ამ სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარებას. მჯერა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ბიზნესმენის ინტერესი, ეს არის სახელმწიფო ინტერესი.  ამ დარგის განვითარება საქართველოსთვის იქნება გადამწყვეტი ტურისტული მიმართულებით და მაღალმხარჯველობითუნარიანი ტურისტის მოზიდვის ყველაზე სწრაფი გზა.

 

როცა გვაქვს ასეთი ლამაზი ზღვის სანაპირო, სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები, მგონია რომ აქამდეც უნდა ყოფილიყო ეს მზარდი ინტერესი საიახტო ინდუსტრიის მიმართ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, „ - ამბობს ბიზნესმენი.

 

Azimut-Benetti Group-ი  იახტინგის სექტორში უდიდესი კერძო ჯგუფია, რომელიც 40 წელიწადზე მეტია ოპერირებს და აწარმოებს პროდუქციას 6 გემთსაშენზე, მათ  წარმოებაში კი 40 ზე მეტი მოდელია.

 

კომპანიაში აქციების უდიდესი პაკეტის მფლობელი ბოლო 40 წელია კომპანიის დამფუძნებელი პაოლო ვიტელია. Azimut-Benetti Group-იის ისტორია კი 1969 წლიდან  იწყება, როცა პაოლო ვიტელიმ იახტების დაქირავებისა და ფრანგული სანაპიროების შესწავლის შემდეგ მეგობართან ერთად ტუნისში კომპანია დააარსა.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up