პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა — გამოკითხვის შედეგები

პანდემიის დროს ფინანსური აპლიკაციების მოხმარებამ იმატა — გამოკითხვის შედეგები

access_time2020-09-01 18:30:42

Open Up 2020 Challenge-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური აპლიკაციების მიმართ ნდობა და მათი გამოყენება პანდემიის დაწყების მომენტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.


კარანტინის დაწესებიდან მოყოლებული მომხმარებელთა 54%-მა ფინანსების მართვის მობილური და ონლაინ სერვისების გამოყენება დაიწყეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა მესამედზე მეტი (36%) აცხადებს, რომ საბანკო ოპერაციებისა და ფინანსების მართვისთვის განკუთვნილი აპლიკაციების გამოყენება მათთვის ძალიან მოსახერხებელია, ხოლო 23% მსგავს აპლიკაციებს უფრო ენდობა, ვიდრე ოდესმე.


საკუთარ ფინანსებზე ზრუნვა ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები საკუთარი ფულის მართვისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ეძებენ. ათიდან ყოველი მეოთხე (39%) გამოკითხული გრძნობს COVID-19-ით გამოწვეულ დამანგრეველ გავლენას საკუთარ ფინანსებზე, ხოლო დიდ ბრიტანეთში ყოველი მეხუთე ადამიანი (20%) მიიჩნევს, რომ მეორედ კარანტინის გამოცხადება უკიდურეს ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს.


კვლევის ძირითადი შედეგები ასეთია:


  • პანდემიამ დააჩქარა ფინანსური ონლაინ და მობილური სერვისების გამოყენების პოპულარობის ზრდა და მათ ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54%) იყენებს;

  • გამოკითხულთა მესამედზე მეტი (36%) მათი გამოყენებისას თავს კომფორტულად გრძნობს, ხოლო მომხმარებელთა მეოთხედი (23%) ახლა უფრო მეტად ენდობა მსგავს სერვისებს, ვიდრე პანდემიამდე;


ვინდაიდან უამრავი მოქალაქე ებრძვის ფინანსურ არასტაბილურობას, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება მსგავსი ტიპის აპლიკაციების გამოყენება, რათა გამარტივდეს ფინანსების მართვა.


შედეგად უამრავი ადამიანი მიმართავს ფინანსების მართვისთვის განკუთვნილ მრავალფუნქციურ აპლიკაციებს, რომლებიც მომხმარებლებს სესხებისა და ბიუჯეტის დაგეგმარებაში ეხმარება. შეზღუდვების დაწესების მომენტიდან ბრიტანეთის თითქმის ყოველმა მეხუთე მოქალაქემ (17%) პირველად დაიწყო ონლაინ ბანკინგით სარგებლობა. მომხმარებლები ფინანსების მართვისთვის იყენებენ ისეთ სერვისებს, როგორებიცაა Moneybox, Tully, Plum და Cleo. 25-34 წლის მომხმარებლებში აპლიკაციების გამოყენების ზრდამ 45%-ს მიაღწია.



მოსალოდნელია, რომ ფინანსების მართვის მობილური და ონლაინ სერვისების პოპულარობის ზრდა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გამოკითხულთა 67% მათ გამოყენებას მომავალშიც აპირებს, ხოლო 45%-ის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი აპლიკაციები ფინანსების სრული მართვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდნენ.


ლუბაინა მანჯი, Nesta Challenges პროგრამის უფროსი ხელმძღვანელი ამბობს: მართალია, პანდემიის გამო უამრავი ადამიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება, მაინც სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ადამიანები საკუთარი ფინანსების მართვისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ეძებენ და ამით შესაძლო არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობისთვის ემზადებიან. პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ხელი შეუწყო აპლიკაციების, მობილური მოწყობილობებისა და ინტერნეტის პოპულარობის ზრდას, რაც გარდა ტექნოლოგიების მიმართ დაინტერესებისა, მათ მიმართ ნდობის ზრდასაც გულისხმობს. ეს ნამდვილად კარგი ამბავია სფეროსთვის, რომელიც დაკავებულია ინოვაციების დანერგვით და ქმნის უკეთეს პროდუქტებსა და სერვისებს მომხმარებლებისთვის.


დღეისთვის ასრებობს რიგი აპლიკაციები და ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც ადამიანებს საკუთარი შემოსავლის მართვა მარტივად შეუძლიათ. ქვემოთ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:


  • Tully წარმოადგენს მრჩეველს სესხების საკითხებში. იგი გთავაზობთ ბიუჯეტის ონლაინ რეჟიმში შედგენას, გიწევთ კონსულტაციას ვალდებულებებთან დაკავშირებით და გთავაზობთ გადახდის მოქნილი გრაფიკის ვარიანტს. სერვისი ასევე გიწევთ ონლაინ ქოუჩინგს ფინანსების მიმართულებით, რაც ფინანსური საკითხებით გამოწვეულ სტრესს მნიშვნელოვნად შეამცირებს;

  • Portify განკუთვნილია თანამედროვე დასაქმებული ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავლის მოდელიც ტრადიციულისგან განსხვავდება. აღნიშნული გადაწყვეტა სწავლობს შემოსავლის მოდელს და ხარჯვის ქცევას, რათა აარიდოს მომხმარებელს ზედმეტი ხარჯები და პროცენტების ხდა;

  • Wagestream ეხმარება ადამიანებს, მიიღონ ადრეული წვდომა საკუთარ ხელფასზე, რასაც საბოლოოდ უპროცენტო სესხის სახე ეძლევა. გარდა ამისა, სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსურ განათლებას, ანაბრების პროდუქტებსა და ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებებს;

  • Creditspring გახლავთ ხელმისაწვდომი სერვისი საკრედიტო პროდუქტის მისაღებად, რომელიც ითვალისწინებს დაბალპროცენტიან და მოკლევადიან კრედიტს და ეხმარება შეზღუდული ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებს მოულოდნელ ხარჯებთან გამკლავებაში;

  • Updraft გათვლილია მილენიალებზე და იგი ოვერდრაფტის ალტერნატივას წარმოადგენს. ის ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარება ოვერდრაფტისა თუ სხვა სესხების ეტაპობრივ დაფარვაში და ამ გზით დანაზოგის გაზრდაში.


ყველა ზემოაღნიშნული გადაწყვეტა Nesta-ს მიერ ღია საბანკო ოპერაციების დამნერგავ ორგანიზაციასთან, OBIE-სთან პარტნიორობით ორგანიზებული Open Up 2020 Challenge-ის ფინალისტია. 15-მა ფინალისტმა საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის განვითარებისთვის მიღებული არაფინანსური მხარდაჭერის გარდა, 50 ათასი გირვანქა სტერლინგიც მიიღო. 2020 წლის ოქტომბერში კი დასახელდება 3-4 ფინალისტი, რომელიც დამატებითი 150 ათასიდან 200 ათასამდე გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რაც დაეხმარება სტარტაპებს, უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანონ მაღალი ხარისხის ფინანსური მენეჯმენტის სერვისი.


ეკონომიკურმა არასტაბილურობამ ადამიანები დააფიქრა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გაუძლონ ამ კრიზისს და როგორ მოემზადონ მომავლისთვის. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დროს ყველაზე მეტად გვჭირდება წვდომა ტექნოლოგიებთან, რომლებიც გაამარტივებენ ჩვენი ფინანსების მართვას. სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, თუ რამხელა უპირატესობას ანიჭებს საკუთარი ფინანსებისა და საბანკო ოპერაციების მართვის შესაძლებლობას, — აცხადებს Open Banking Implementation Entity (OBIE) ორგანიზაციის დირექტორი, დევიდ ბირდმორი.


on.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up