პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

access_time2020-08-14 16:30:58

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა.


როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს.


„ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და როგორც იცით მუზეუმები ამ პერიოდში დაკეტილი იყო, რის გამოც სააგენტოში არანაირი  შემოსავალი არ შედიოდა, შესაბამისად გახსნისთვის საჭირო  ინვენტარის  საყიდლად  თანხა არ იყო, როგორც  მოგეხსენებათ ვარძიამ და  უფლისციხემ ერთი  თვის  წინ  განაახლეს  მუშაობა და აქედან გამომდინარე  შემოსული თანხებით მოხდა  სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმების ეტაპობრივად  გახსნა.  ვიზარალეთ  დაახლოებით  5000 ლარიდან  6 000 ლარამდე“, - განმარტა მამასტარაშვილმა.


თინათინ მამასტარაშვილის განცხადებით, წინა წლებში მუზეუმით უფრო მეტად უცხოელი ვიზიტორები ინტერესდებოდნენ, თუმცა ქართველი დამსვენებლების ნაკლებობასაც არ უჩივიან და დაინტერესება ქართველების მხრიდან წელსაც დიდია.



მუზეუმის დირექტორმა  „კომერსანტთან“ ასევე მუზეუმის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. მუზეუმის რეაბილიტაცია 2020 წლის ივნისიდან უნდა დაწყებულიყო თუმცა ფინანსების არ ქონის გამო გადაიდო და ამ  ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, გუბერნიასა და IDS ბორჯომის  წარმომადგენლებთან.


რეაბილიტაციის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატებს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში არსებულ მინერალური წყლის საექსპორტო შენობაში განათავსებენ.


„სააგენტოს სურდა, რომ შენობა რომელშიც მუზეუმი დროებით უნდა გადასულიყო IDS ბორჯომის დაფინანსებით გაკეთებულიყო, ამ შენობის გაკეთების შემდეგ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით გადაიტანდა ექსპონატებს და შემდეგ დაიწყებოდა მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა მამასტარაშვილმა.


მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რეაბილიტაციისთვის საჭირო კონკრეტულ თანხას ვერ ასახლებენ თუმცა თინათინ მამასტარაშილის განცხადებით რამდენიმე მილიონზეა საუბარი.

 

თაკო კვაჭანტირაძე



თეგები:
მუზეუმი



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up